ყვავილები
ზარმაცი მებაღე გასწავლით, როგორ დათესოთ სტაფილო, რომ შემდეგ გამეჩხრება არ მოგიწიოთ
გაზაფხული დადგა და ყველა მებაღე და მებოსტნე მიწაზე მუშაობს, ნაკვეთებს უვლის. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დათესოთ სტაფილო ისე, რომ მოგვიანებით გამეჩხრება არ მოგიწიოთ. მეთოდები ძალიან მარტივი და სწრაფია.
როგორ დავთესოთ სტაფილო
გთავაზობთ სტაფილოს თესლის დარგვის 4 უმარტივეს მეთოდს, რომლის შემდეგ მათი დაცალკევება არ მოგიწევთ. ამ მეთოდებით ზარალს და ზედმეტ მუშაობას თავიდან აიცილებთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მდიდარი მოსავალი გარანტირებული გაქვთ.
სტაფილოს დარგვის მეთოდები
1. ალბათ, ყველასთვის ცნობილია ტუალეტის ქაღალდის გამოყენებით თესლის დარგვის მეთოდის შესახებ. რა არის ამ მეთოდის პოპულარობის საიდუმლო? მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ დასათესი მასალა შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერ დროს, ნაკვეთზე აქტიური სამუშაოების დაწყებამდე.
მეთოდი არსი ასეთია: ვიღებთ ქაღალდს, ვიწრო ზოლებად ვჭრით. ნახვრეტები ისეთივე ფართო უნდა იყოს, როგორც კვლევები. შემდეგ სტაფილოს თესლებს სახამებლის წებოთი ქაღალდის ზოლებს ვამაგრებთ. თესლებს შორის დაშორება დაახლოებით 3-4 სმ. შეგიძლიათ ჯერ თესლები დაამაგროთ და შემდეგ ქაღალდი გაჭრათ. როგორც კი გაშრება, ზოლები რულონებად დაახვიეთ და დასათესად ხელსაყრელ დროს დაელოდეთ.
როცა დრო მოვა, უბრალოდ ქაღალდის ზოლები ღარებთან გაშალეთ და მიწაში ჩაყარეთ. სხვათა შორის, შეგიძლიათ გაყიდვაში ნახოთ სტაფილოს თესლი ფირზე, მაგრამ მისი ღირებულება ჩვეულებრივზე ბევრად ძვირია. თუ დრო გაქვთ, საკუთარი ზოლები გააკეთეთ.
2. მეორე მეთოდი დათესვის წინ თესლის ჩალბობას გულისხმობს. ასე აღმოცენების გამოჩენას 5-6 დღით შეამცირებთ. ამასთან თესლი მომზადდება და კვლებში არ „გატიტვლდება“. ასევე გასივებული თესლის დარგვა უფრო მარტივია და შეგიძლიათ გაღვივებას გვერდი აუროთ. მოკლედ, რა უნდა გააკეთოთ: სტაფილოს თესლი პატარა ტილოს ტომარაში ან რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაში ჩაყარეთ. კარგად დაატენიანეთ, შემდეგ ბაღში დამარხეთ.
ერთ კვირაში ამოთხარეთ და თესლის მდგომარეობა შეაფასეთ. უკვე გასივებული უნდა იყვნენ, ზოგი გაღვივებულიც კი. ამის შემდეგ თესლი თეფშზე გადაიტანეთ, 2 კოვზი სახამებელი დაუმატეთ – თესლი გათეთრდება. შეგიძლიათ ბაღში თამამად წაიღოთ და დარგოთ.
3. შემდეგი მეთოდი: სტაფილოს დარგვა „სამარილედან“. ამისთვის პატარა პლასტმასის ბოთლი აიღეთ (მაგალითად, იოგურტის ბოთლი) და სახურავი გახვრიტეთ. ნახვრეტი თესლის ზომის უნდა იყოს. შემდეგ უბრალოდ კვლევები სტაფილოს თესლით „დაამარილეთ“. ამ მეთოდის გამოყენებით უფრო თანაბარი დარგვა გამოგივათ.
4. და ბოლო მეთოდი, რომელიც ეფექტურობით სხვებს არ ჩამოუვარდება: სტაფილოს დარგვა ქვიშით. 2 კოვზი თესლი ნახევარ ვედრო ქვიშაზე აიღეთ, კარგად აურიეთ. ნარევი ღარებში ჩაყარეთ. შემდეგ ღარებს მიწა მოაყარეთ. საქმე იმაშია, რომ სტაფილო ქვიშაში ძალიან კარგად იზრდება. უფრო მეტიც, ნაყოფი მოტკბო გემოთი და ლამაზი გარეგნობით გამორჩეული იქნება.
ახლა უკვე იცით, როგორ დათესოთ სტაფილო ისე, რომ გამეჩხრება თავიდან აიცილოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თესლი ყოველგვარი ხელნაკეთი საშუალების გარეშე დარგოთ, მაგრამ ამისთვის პირობები ყოველთვის არაა. მაგალითად, პირველ რიგში, უქარო ამინდია საჭირო. მეორეც, ზუსტად დასათესად დრო დაგჭირდებათ. თუ სტაფილოს როგორღაც დათესავთ, შემდეგ გამეჩხრება მოგიწევთ. და ფაქტი არაა, რომ კარგ მოსავალს მიიღებთ.
გირჩევთ, ზემოთ მოცემული 4 ეფექტური მეთოდიდან ერთ–ერთი აირჩიოთ და წელს თქვენს ნაკვეთზე გამოცადოთ. როგორ ფიქრობთ, რომელი მეთოდია უფრო მარტივი და საიმედო?