ჯანმრთელობა
ვიწყნარებთ ნერვულ სისტემას: 17 ხალხური რეცეპტი
გახშირებული გულისცემა, ოფლიანობა, მტირალა ხასიათი, ძილისა და მადის დარღვევა, ადვილად აღგზნებადობა, როდესაც თაქვს აიძულებთ მუშაობას – გეწყებათ თავის ტკივილი და გაღიზიანება. სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, მტკივნეული რეაქცია ხმაურზე, შუქზე, სიცილსა და სხვა გამღიზიანებლებზე – ეს სიმპტომები თუ გაწუხებთ ესეიგი ნევრასთენია (ნევროზი) გაქვთ.
ამ სტატიაში მოგითხრობთ 17 ხალხურ რეცეფტზე, რომლებიც ნერვული სისტემის მწყობრში მოყვანაში დაგეხმარებიან:
1. ქაფურას ჩაი დაგიმშვიდებთ გაღიზიანებულ ნერვებს
(საქართველოში გვხვდება ქაფურის 2 სახეობა ( ლათ. Filipendula hexapetala, Filipendula ulmaria) პირველი იზრდება მშრალ მდელოებზე, ტყის პირებსა და ველებზე, მეორე — ჭაობებსა და დაჭაობებულ მდელოებზე, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ამ სტატიაში Filipendula ulmaria იგულისხმება).
ქაფურას ფოთლების ჩაი ამშვიდებს ნერვულ სისტემას. აიღეთ 2-3 მწიკვი მშრალი მცენარე, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დალიეთ როგორც ჩაი. კურსის ხანგრძლივობაა – 1 თვე. შენიშვნა: ჩაი არ უნდა მიიღოს სისხლის შედედების მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებმა!!!
2. უძილობისას, ძლის გაუმჯობესებისა და ნერვეული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ შემდეგი ნარევი:
აურიეთ 500 გრამი თაფლი, 1 დესერტის კოვზი ვალერიანის ნაყენი აფთიაქიდან, კუნელი, 3 ლიმონი (ხორცის საკეპ მანქანაში გატარებული), 1.5 სუფრის კოვზი დაფხვნილი ნუში ან კაკალი და გააჩერეთ მაცივარში. მიიღეთ დილა – საღამოს 1 სუფრის კოვზი – ჭამამდე 15 წუთით ადრე. მიიღეთ ნარევი ბოლომდე.
3. ცისკარა (Levisticum officinale) დაგეხმარებათ ნევროზულობის და გულის არეში ტკივილების დროს
1 სუფრის კოვზ ფესვებს დავასხათ 1 ჭიქა გაცივებული ანადუღარი წყალი, დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე 4 საათი, გავწუროთ და მივიღოთ 1/2 ჭიქა დღეში ორჯერ – დილით და საღამოს. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვეა.
4. ნერვულ სისტემას მწყობრში აბაზანები ჩააყენებენ
1 სუფრის კოვზი მშრალი, დაფქული შავბალახას, ფარსმანდუკისა და ვალერიანის ფესვებს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ, გაწურეთ და ჩაასხით მდუღარე აბაზანაში. ასეთი აბაზანა ნახევარი საათით მიიღეთ, პერიოდულად დაიმატეთ ცხელი წყალი. ნერვული ტიკისა და მშფოთვარე ძილის მოსაშორებლად 3 პროცედურაც გეყოფათ.
5. ნაკრები რომელიც ნერვულ სისტემას დაგიმშვიდებთ
2 წილი თხაწართსალა (Chamaenerion angustifolium L. ყულაფი, ხარიკუდა, ივან-ჩაი), 1 წილი ქაფურის ყვავილები და ფოთლები, 1 წილი პიტნა და 1 წილი ჭინჭარი ერთმანეთში აურიეთ. 1 სუფრის კოვზ ბალახეულ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში, დალიეთ ერთი ჭიქა დღეში ორჯერ.
6. შავბალახა გაგათავისუფლებთ ძლიერი გაღიზიანებისა და ფეთქებადობისგან, უძლობისგან და წნევის მკვეთრი მატებისგან
ცოცხალი შავბალახას წვენი უნდა გამოწუროთ მისი ბალახიდან და ძილის წინ მიიღოთ 1 სუფრის კოვზ წყალში ჩასხმული 30 წვეთი წვენი. ზამთარში ამ წვენს შემდეგნაირად ამზადებენ: ატარებენ შავბალახას მცენარეს ხორცის საკეპ მანქანაში, წურავენ წვენს და ურევენ არაყთან, პროპორციით 2:3. ასეთი კონცენტრაციით წვენი ძალიან დიდხანს ნარჩუნდება და არ ფუჭდება. ამ ნაყენის მიღება დღეში სამჯერ შეიძლება – 1 სუფრის კოვზ წყალში ჩააწვეთეთ – 20 წვეთი წვენი.
7. ლიმონი და შავბალახა – გაღიზიანებისგან გაგათავისუფლებთ
იმისთვის, რომ ნერვიულობა შეწყვიტოთ და სულიერი წონასწორება შეინარჩუნოთ, გამოიყენეთ ხალხური ნაყენი. აურიეთ 1 ცალი ლიმონის ცედრა, 1 სუფრის კოვზი შავბალახა და 1 ჭიქა წყალი. დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 3 საათი – თავდახურულ ემალის ჭურჭელში, შემდეგ კი გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა – ჭამის შემდეგ, დღეში ოთხჯერ.
8. კიტრისუნა გულის ნევროზის, უძილობისა და ხასიათი გაუარესებისას დაგეხმარებათ.
მოსამზადებლად გამოიყენეთ მცენარის ღერო, ფოთოლი და ყვავილები: 2 სუფრის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათით, გაწურეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი, დღეში 5-6 ჯერ საკვების მიღებამდე. მკურნალობის კურსი გრძელდება – 1 კვირა.
9. შავი ქლიავი და სუნელები ნერვებს გაგიმყარებთ
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის გარეცხეთ 1 ჭიქა შავი ქლიავი, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 0.5 ლიტრი კაგორი (სადესერტო ღვინო, საფერავი) გააცხელეთ ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ 5-7 შავი პილპილის მარცვალი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, რამდენიმე თავი მიხაკი, ნახევარი კოვზი კარდამონი. მჭიდროდ დაახურეთ თავი და გააცივეთ. სამკურნალო დოზა – არაუმეტეს 40 მილიგრამი დღეში, ძილის წინ.
10. ბალახი ნევროზულობისა და დეპრესიისგან გიხსნით
ნევროზისა და დეპრესიის დროს შემდეგი ნაკრები დაგეხმარებათ: ასისთავა – 10 გრამი, კრაზანა – 10 გრამი, ანგელოზას ფესვი – 5 გრამი, მზიურა 5 გრამი, წითელი ღვინო – 2 ლიტრი. გაცხელებულ (ღვინო უნდა იყოს ცხელი და არა თბილი) ღვინოში ჩაყარეთ ნარევი. დააყენეთ 12 საათი. შეანჯღრიეთ და არ გაწუროთ. გადაასხით შუშის ჭურჭელში ბალახეულითა და ფესვებიანად. ნერვული და დეპრესიული მდგომარეობისას, კვების შემდეგ 20 მილიგრამი ღვინო მიირთვით. (ალკოჰოლი ხარშვისას აორთქლდება, ამიტომ ამ ნაყენის მიცემა ბავშებისთვისაც შეიძლება – დოზის 1/2).
11. ნარევი ნერვოზულობისა და გაღიზიანებისას
მაღალი ნერვოტულობისა და გაღიზიანების დროს საკვებად 30 გრამი კაკალი, 20 გრამი ქიშმიში და 20 გრამი ყველი გამოიყენეთ. ეს ნარევი ნერვული სისტემის ტონუსში მოყვანას უზრუნველყოფს, მოგიხსნით გადაღლილობას, თავის ტკივილს და გაამაგრებს გულის კუნთს.
12. ნევრასთენიისა და უძილობის ნაკრები
იმისთვის, რომ ნერვასთენიისა და უძილობისგან გათავისუფლდეთ, მოსინჯეთ ესეთი რეცეფტი: 30 გრამი სამკურნალო კატაბალახას (ვალერიანის) ფესვები, 30 გრამი პიტნის ფოთოლი, 40 გრამი სამყურას ფოთოლი. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ათბეთ ადუღებული წყლის ორთქლზე 15 წუთის მანძილზე. შემდეგ გააცივეთ 45 წუთის მანძილზე. გაწურეთ, კარგად გამოწურეთ მასსა და დაამატეთ მდუღარე წყალი პირვანდელ რაოდენობამდე მისასვლელად. დალიეთ ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში.
13. ნევრიტისა და ნევრასთენიისას
გამოიყენეთ ჟოლოს ღეროსა და ფოთლების ნახარში. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე – 1 სუფრის კოვზ ფოთლებს, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით, დააყენეთ ნახევარი საათი. მიიღეთ 50 მილიგრამი 3-ჯერ დღეში კვებამდე ნახევარი საათით ადრე. ასევე შეიძლება ჟოლოს ფოთლებისა და ღეროს ნაყენის მომზადებაც. 1 წილ მცენარეს დაასხით 3 წილი არაყი, დააყენეთ 9 დღე და გაწურეთ. მიიღეთ პირველი 10 დღე 20-20 წვეთი, სამჯერ დღეში, კვებამდე ნახევარი საათით ადრე. მომდევნო 10 დღე – 30 წვეთი მიიღეთ კვებამდე ნახევარი საათით ადრე. მესამე ათდღეულში კი 50 წვეთი ნაყენი მიიღეთ კვლავ ჭამამდე – 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი სამი თვე გრძელდება. შეძლებისდაგვარად ეცადეთ ჟოლოს ფოთლების ნაყენი ივან-ჩაის ფოთლების ნაყენთან ერთად მიიღოთ: დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში. ნაყენის დღე-ღამის დოზა – 0.5 ლიტრია, კურსი კი ერთი თვე გრძელდება, შესვენება – 7 დღეა. კურსი საჭიროებისამებრ გაიმეორეთ.
14. ბალახეული ნერვული სისტემის დაავდებებისას
ნერვული სისტემის დაავადებებისას რეკომენდებული შემდეგი ჩაი: 250 გრამ წყალზე: 2 სუფრის კოვზი კრაზანა, 1 გრამი კატაბალახას ფესვი, 2 გრამი – შავბალახა, 2 გრამი – სამყურა, 2 გრამი – სამკურნალო ტუხტის ფესვი, 1 გრამი – სვიას გირჩი, 2 სუფრის კოვზი – გვირილას ფოთლები.
15. ნევროზის საწინააღმდეგო ნაკრები
ნევროზისა და უძილობის დროს, შემდეგი ნაკრები გამოგადგებათ: კატაბალახას ფესვი – 4 წილი, ბეგქონდარას, შავბალახას და თავშავას – 5 წილი (თითოეულის). 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში 2 საათით, შემდეგ გაწურეთ. დალიეთ დრეში სამჯერ – კვების წინ. დაიწყეთ 1 სუფრის კოვზის მიღება და პერიოდულად დოზა ნახევარ ჭიქამდე გაზარდეთ. ასეთი პროფილაქტიკური, 10-12 დღიანი კურსები წელიწადში 2-3-ჯერ შეგიძლიათ ჩაიტაროთ.
16. ალუბალი ნევროზის წინააღმდეგ
ალუბალი დაგეხმარებათ სტრესი მოიხსნათ და ნევროზისგან გათავისუფლდეთ! 1 სუფრის კოვზ დაფხვნილ ალუბლის ხის ქერქს დავასხათ 250 მილიგრამი მდუღარე წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავაყენოთ 5 წუთი და შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ 1-2 ჭიქა – საკვების მიღებამდე. ნევროზი ძალიან დიდი ხნით დაგავიწყდებათ!
17. ბალზამი მყარი ნერვებისთვის
წყლის ჭავლის ქვეშ გარეცხეთ 250 გრამი კედრის კაკალი, გააშრეთ და დაფქვით. ჩაყარეთ ორლიტრიან ქილაში, დაასხით ნახევარი ლიტრი კარგი არაყი, დაუმატეთ 250 გრამი შაქარი და 14 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ, ყოველდღე ფრთხილად მოურიეთ ნაყენს. რამდენიმე კვირის შემდეგ, ფრთხილად გადაღვარეთ სითხე, ხოლო კაკალს კი დაუმატეთ 200 გრამი შაქარი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ 1 დესერტის კოზი დღეში – სამჯერ, კვებამდე – 30 წუთით ადრე. ეს რეცეფტი ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ამყარებს ნერვულ სისტემას.
რეცეპტის გამოყენებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან!