Connect with us

ყვავილები

ვიცავ ლავანდის შეგროვების და შენახვის წესებს, რომ ლამაზი თაიგული მივიღო

ლავანდა უნდა შეაგროვოთ აქტიური ყვავილობის დროს, სანამ ყველა კოკორი გაიშლება. ასე გაშრობისას ყვავილის ყუნწები არ მოშორდება. ლავანდის შეგროვების და გახმობის პროცესი სერიოზული საქმეა. ყვავილები მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კაშკაშა იასამნისფერი აღარ იქნება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ლავანდის შეგროვების და შენახვის ძირითად წესებს.

თუ ლამაზი თაიგულის მიღება გსურთ, ლავანდის შეგროვების, გაშრობის და შენახვის წესები დაიმახსოვრეთ და დაიცავით. ასე კარგ შედეგს მიიღებთ.

როგორ გავაშროთ ლავანდა: შეგროვების და გამოყენების წესები

როგორ შევაგროვოთ ლავანდა

თუ ლავანდას სწორად არ შეაგროვებთ, გასაშრობად ვერ გამოიყენებთ. წესები დაიცავით, რომ იდეალური თაიგული მიიღოთ, რომელსაც შემდგომ სახლის არომატიზატორად ძალიან დიდხანს გამოიყენებთ.

  • ლავანდა დილით შეაგროვეთ. ნამის გაშრობას დაელოდეთ და შემდეგ გადაჭერით.
  • წვიმიან ამინდში ლავანდა არ შეაგროვოთ. ასე ხმელ ყვავილებზე ობს აიცილებთ.
  • გადაჭრისას მაქსიმალურად გრძელი ღერო დატოვეთ. მცენარის დამოკლებას მოგვიანებით მოასწრებთ.

როგორ გავაშროთ ლავანდა

დროა გაშრობის ეტაპზე გადახვიდეთ. ღეროები შეკარით. ყვავილის ყუნწები ერთ დონეზე მოათავსეთ. ბნელ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ოთახში დაკიდეთ. ყვავილის ყუნწები ქვემოთ უნდა იყოს. 10 დღის შემდეგ ზედმეტად გრძელი ღეროები დაამოკლეთ.

ლავანდის გაშრობის სხვა მეთოდიც არსებობს. ლავანდა მაგიდაზე ნატურალურ ქსოვილზე ერთ ფენად გაშალეთ. ბნელ, მაგრამ მშრალ ადგილას შეინახეთ. ზემოდან თხელი ნატურალური ქსოვილი დააფარეთ. თუ ლავანდა დაგრჩათ, მეორე ფენად დაუმატეთ.

როგორ გამოვიყენოთ გამხმარი ლავანდა?

  • გამხმარი ლავანდის თაიგული სახლის დეკორის როლს იდეალურად ასრულებს. კედელზე დაკიდეთ ან ლარნაკში ჩადეთ და მაგიდის ცენტრში მოათავსეთ. ინტერიერს აუცილებლად დაამშვენებს.
  • გამხმარი ლავანდა მწერებს ებრძვის. მისი ძლიერი სუნი მავნებლებს არ მოსწონს. ლავანდის თაიგული შემოსასვლელ კართან შეგიძლიათ მოათავსოთ, ასე მწერების გაგდებაზე თავს აღარ შეიწუხებთ.
  • ლავანდა თეთრეულის არომატიზატორის როლსაც ასრულებს. გამხმარი ლავანდა ნატურალური ქსოვილის ქისაში ჩაყარეთ და კარადაში თეთრეულთან ერთად შეინახეთ.
  • ლავანდა მთელ ბინაში ჰაერს განაახლებს. 2 ს/კ გამხმარი ლავანდა და 1 ჭიქა სოდა აურიეთ. ნარევი ხალიჩას მოაყარეთ, 30 წუთის შემდეგ მტვერსასრუტით ახვეტეთ.

ახალგადაჭრილი ლავანდის თაიგული შეგიძლიათ ლარნაკში ჩადოთ და პირდაპირ მასში გააშროთ. ოღონდ წყალი არ უნდა დაუმატოთ. მცენარე მინის ლარნაკში ჩადეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. რამდენიმე დღეში ლავანდა გახმება. ფერს და ფორმას რამდენიმე წელი არ დაკარგავს. მთავარია, მზის სხივებს მოარიდოთ.

Advertisement