თავის მოვლა
ვიშორებთ მშრალ კანს ქუსლებზე 2 საათში: რეცეპტი ნაზი კანისთვის
ლამაზი სახის კანის და ნაზი ხელებისკენ რბოლაში ფეხის კანზე ზრუნვა ხშირად გვავიწყდება. მასზე ზრუნვას ზაფხულამდე ვდებთ, როცა მდგომარეობა უკვე კრიტიკულია. არადა ზამთარში ქუსლები ყველაზე დაუცველია. მათ, ვინც იციან, როგორ იზრუნონ მშრალ ქუსლებზე ზამთარში, შემდეგ სანაპიროზე გლუვი და რბილი ფეხებით თავს იწონებენ.
სიმშრალის, კანის გაუხეშების, ნახეთქების და ქავილის მთავარი მიზეზი ტენის ნაკლებობაა. წლის ცივ სეზონზე ხშირად ვიყინებით და კიდურებში სისხლის ნორმალური მიმოქცევა შეიძლება დაირღვეს. შედეგად, კანი საჭირო რაოდენობის ნივთიერებებს და სითხეს ვერ იღებს. შეგიძლიათ კოსმეტოლოგთან ვიზიტზე ჩაეწეროთ ან შესანიშნავი შინაურული საშუალება მოამზადოთ.
როგორ მოვიშოროთ მშრალი კანი ფეხებზე
ფეხების სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლის ცუდი მიმოქცევა. ვიწრო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ტარება, სინთეტიკური ქსოვილების გამოყენება, ასევე ვიტამინების დეფიციტი (განსაკუთრებით, A, B და E) ფეხების კანს აშრობს. ასაკის მატებასთან ერთად ამ პრობლემას თითქმის ყველა ეჯახება.
თუ საჭირო ზომებს დროულად არ მიიღებთ, შეიძლება ეგზემა განვითარდეს და მაშინ მხოლოდ მოვლა საკმარისი აღარ იქნება. სპეციალისტის გარეშე ასეთ საკითხებს ვერ მოაგვარებთ. სწორედ ამიტომ, ფეხის კანის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
სალონში ფეხის კანის მოვლის და აღდგენის პროცედურები იაფი არ ღირს – სადღაც 60 ლარის ფარგლებში. ასეთი ფასი სპეციფიკური პროცესით არის განპირობებული და არა სირთულით ან რთულად მისაწვდომი კომპონენტებით. ფეხის მოვლის საშუალებები შეგიძლიათ სახლის პირობებშიც მოამზადოთ. უბრალოდ აფთიაქში შეიხედეთ და რამდენიმე აბი ასპირინი აიღეთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5 აბი ასპირინი (საფარის გარეშე, უფერო)
- 1 ლიმონი
- ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი (შეგიძლიათ აიღოთ საბავშვო – ის უსაფრთხო და იაფია)
ასევე დაგჭირდებათ თასი ინგრედიენტების შესარევად, პოლიეთილენის პარკი, ტაშტი, წინდა და პირსახოცი. საშუალების მომზადებას 5 წუთში შეძლებთ, თავად პროცედურაზე კი რამდენიმე საათი უნდა გამოტოვოთ. ისეთივე ეფექტს მიიღებთ, როგორც სპეციალისტთან ვიზიტის შემდეგ. თავად პროცესი სპა პროცედურაში გატარებულ დროს არაფრით ჩამოუვარდება.
1. ფეხები 15 წუთით ცხელ წყალში გააჩერეთ. კარგად გაახურეთ, რომ ფორები გაიხსნას. შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატოთ, რომ მოდუნება შეძლოთ.
2. შემდეგ ფეხები პირსახოცით გაიმშრალეთ და ასპირინის კრემი მოამზადეთ. აბები დაფშვენით და ლიმონის წვენს პასტის მიღებამდე აურიეთ.
3. საშუალება ტერფებზე წრიული, მასაჟური მოძრაობით წაისვით. განსაკუთრებული ყურადღება მშრალ და უხეშ ადგილებს დაუთმეთ.
4. ფეხებზე პარკი შემოიხვიეთ და თბილი წინდები ჩაიცვით. ფეხების ერთგვარი ნიღაბი 2 საათით გაიჩერეთ. ამ დროში შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ ან ფილმს უყუროთ – თქვენი გემოვნებით.
5. ასპირინი კარგად ჩამოიბანეთ და ფეხები გაიმშრალეთ. შემდეგ აუცილებლად დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი დიდი რაოდენობით წაისვით.
პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, რომ ფეხის კანი გლუვი და რბილი გახდა. ასეთი თერაპიული პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ. შუალედებში დამატენიანებელი კრემის წასმა არ დაგავიწყდეთ. სხვათა შორის, ეფექტს უფრო სწრაფად მიიღებთ, თუ ფეხების დაორთქვლის ეტაპზე პემზას გამოიყენებთ. ასეთი მასაჟის შემდეგ კანი სწრაფად ახლდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. რეცეპტი თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის შეინახეთ.