Connect with us

სხვა

ვიტამინი В6-ის გავლენა ჰორმონალურ ფონსა და ქალის ჯანმრთელობაზე

ვიტამინი В6-ს ქალბატონებისთვის მრავალრიცხოვანის სარგებელი მოაქვს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონალური ბალანსია!

ზოგჯერ ქალბატონების პრობლემა ჰორმონალური დისბალანსია. მაგალითად ასეთია წინამენსტრუალური სინდრომი და უნაყოფობა, ეს კი იმ საკვები ნივთიერებების უკმარისობის ბრალია, რომლებიც ჰორმონალურ ჯანმრთელობას უწყობენ ხელს.

ვიტამინი В6-ის დადებითი თვისებები მოიცავენ:

  • ჰორმონალურ ბალანსს
  • ისეთი სიმპტომებისგან დაცვას როგორიცაა მაგალითად, გულის რევა ორსულობისას
  • წინამენსტრუალური სინდრომის შემცირება
  • ძილის გაუმჯობესება
  • ტვინის ჯანმრთელობის ოპტიმიზაცია
  • კარგი განწყობის შენარჩუნება
  • ანთებითი პროცესების შემსუბუქება
  • აუტოიმუნური სისტემის მხარდაჭერა

ვიტამინი В6 საერთო ტერმინია რომელიც მოიცავს – პირიდოსინს, პირიდოქსალსა და პირიდოქსამინს. უნდა ვიცოდეთ, რომ В6 წყალში იხსნება და მას ორგანიზმი ვერ ინახავს ან აწარმოებს.

ვიტამინი В6 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალური ჰორმონიებისთვისაა

В6 ვიტამინის ადექვატური დონე კრიტიკული კომპონენტია კარგი ჯანმრთელობისთვის. ის ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ასზე მეტი იმიური რეაქციის მონაწილეა. გვეხმარება ტვინის ნეიროტრანსმიტერების სინთეზირებაში. ის ჰემოგლობინის წარმოების ნაწილიც არის.
В6 იმუნური ფუნქციის და ცილების, ნახშირწყებისა და ცხიმები მეტაბოლიზმის განუყოფელი ნაწილია

ვიტამინი В6 ჰორმონალური ბალანსისთვის

თქვენს ღვიძლს ესტროგენის გამოდევნაში დახმარება ესაჭიროება. В6 (ვიტამინ В12-თან და ფოლიუმის მჟავასთან ერთად) წამყვან როლს ტამაშობს ამ პროცესში, შესაბამისად ბევრ ქალს შეუძლია თავისი ესტროგენული დომენის დახმარება, ხარისხიანი B ვიტამინის დანამატის მირებით. კიდევ ერთი მიზეზი რომლითაც, B ვიტამინის დამატება ესტროგენულ დომენის სიპტომებს შევლის იმაში მდგომარეობს, რომ B6-ს შეუძლია დაგვეხმაროს პროგესტერონის გაზრდასა და ესტროგენის დონის შემცირებაში, რომელიც ბევრი ქალისთვის ოპტიმალურია ჰორმონალური ბალანსისთვის.

B6 თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციისთვისაც მნიშვნელოვანია. ის მათ ჰორმონების წარმოებაში ეხმარება. ეს თქვენს თირკმელზედა ჯირკვლებს აიძულებს კვლავ ნორმალურად იმუშავოს.

რამდენი B6 მესაჭიროება დღის განმავლობაში?

ვიტამინი B6-ის რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა:

  • ასაკი 19-50 — 1,3 მგ
  • 51 წელზე უფროსი მამაკაციები — 1,7 მგ
  • 51 უფროსი ქალბატონები — 1,5 მგ
  • ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები — 1,9 მგ

თუმცა მინიმუმი ოპტიმალური ჯანმრთელობის მიღწევაში ყველას ვერ დაგვეხმარება და როდესაც სიმპტომები გვაქვს უფრო მეტი ვიტამინი გვჭირდება ვიდრე დღიურ ნორმაშია მითითებული!