საკითხავი
ვის კურნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „მოალერსე”
ჩემი დაქალი ლუდმილა წლების განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექთნად მუშაობდა. გუშინ საღამოს ერთმანეთს ყავაზე შევხვდით. ვუყურებ, ხელში ხატი უჭირავს. „ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატია „მოალერსე“, რომელიც თითქმის ყველა პალატაში ფანჯრის რაფაზე გვიდევს. ეს კი სახლში წაიღე!“ – მითხრა ლუდამ, შემდეგ კი ისტორია მიამბო, რომელმაც სახლში ამ ხატის ქონის სურვილი გამიჩინა.
დღეს გიამბობთ თუ ვის კურნავს ღვთისმშობლის ხატი „მოალერსე“.
ხატი „მოალერსე“
ხატს დიდი ხნის და ლამაზი ისტორია აქვს. საეკლესიო აღწერებში ეს ხატი მოიხსენიება, როგორც სერაფიმ საროველის კელიის ხატი, რომელსაც თავად „სიხარულს ყველა სიხარულისა“ უწოდებდა. წმინდანი ამ ხატის წინაშე ბევრ ადამიანს დაავადებებისგან კურნავდა.
ამ ხატის წინაშე მლოცველი იმ დღესვე იკურნებოდა.
ყველაზე საინტერესოა ის, რომ ცოტა ხნის წინ სასწაული მოხდა და ხატი მირონმდინარე გახდა. ჯერ კიდევ 1994 წელს ერთმა ქალმა ბრიანსკის რეგიონიდან (ნატალი მურაშკინი) წმინდა ღვთისმშობლის ხატის „მოალერსეს“ შეძენა გადაწყვიტა. სწორედ იმ ხატის, რომლის წინაშეც სერაფიმ საროველს ლოცვა უყვარდა.
ერთ–ერთ მაღაზიაში ნატალიას თვალში მოხვდა კედლის კალენდარი, რომელზეც ეს ხატი იყო გამოსახული. ქალმა ხატი გამოჭრა და კედელზე დაკიდა. ლოცვისას ყოველდღე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიმართავდა და ამ ხატს უყურებდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით 5 წელი, სანამ მართლმადიდებელი მრევლის სახლში ნამდვილი სასწაულები არ მოხდა.
1999 წელს, ერთ მშვენიერ დღეს, როცა ნატალია ავადმყოფობის გამო სახლში დარჩა, მოულოდნელად მშვენიერი სურნელი იგრძნო. ყვავილების სურნელი ამ კალენდრის ხატს ასდიოდა. იმავე საღამოს ნატალიამ მეუღლესთან ერთად ხატის ჩარჩოში ჩასმა გადაწყვიტა. კედლიდან ჩამოხსნისას გაოცებულებმა დაინახეს, რომ ღვთისმშობლის სახე მეორე მხარეს გამოსახული იყო.
მეორე დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე აკათისტი წაიკითხეს. და ხატი მირონმდინარე გახდა. მას შემდეგ დღემდე მირონის დენა თითქმის მთელი წელი გრძელდება, დიდი მარხვის დღეების გამოკლებით.
ვის ეხმარება
ხატი „მოალერსე” ყველა მთხოვნელს ეხმარება. ის დაავადებებს კურნავს. ქალებს განსაკუთრებით ეხმარება. ამ ხატს ხშირად მიმართავენ გოგოების მშობლები, რომ ღვთისმშობელი მათ ბედნიერ, უზრუნველ და ღვთისმოსავ ადამიანებად გაზრდაში დაეხმაროს. ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „მოალერსე“ ორსულების მფარველად ითვლება – ლოცულობენ ჩასახვისთვის, უსაფრთხო ორსულობისთვის, სწრაფი და უმტკივნეულო მშობიარობისთვის.
ბევრმა ქალმა, რომლებიც ოფიციალურმა მედიცინამ სტერილურად აღიარა, სწორედ ამ ხატის წინაშე ლოცვით დედობის ბედნიერების შეგრძნება შეძლეს.
ითვლება, რომ ამ ხატის წინაშე ლოცვა სულს წმენდს სიამაყისგან, სიზარმაცისგან, ამპარტავნობისგან და სიხარბისგან. ამისთვის მხოლოდ მარტივი სიტყვების წარმოთქმა დაგჭირდებათ: „ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ცოდუითა მოწყლულნი ესე, სასწაულთმოქმედსა მოალერსესა ხატს მისსა ამბორს-უყოფდეთ და ცრემლით უგალობდეთ: დედუფალო, შეიწირენ უღირსთა მონათა შენთა ლოცუანი და მოგუანიჭე ჩუენ, მვედრებელთა შენთა, დიდი წყალობაჲ”.
აი, ლოცვები, რომლებიც ამ ხატის წინაშე უნდა წარმოთქვათ:
პირველი ლოცვა:
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო! შეიწირენ უღირსნი ლოცუანი ჩუენ კაცისაგან ბოროტისა და მოულოდნელისაგან სიკუდილისა, მწუხარებისა წილ სიხარული მომანიჭე და მიხსენ ჩუენ, დედუფალო ღუთისმშობელო, ყოვლისაგან ბოროტისაგან და ღირს მყვენ ცოდუილნი ესე მონანი შენნი მარჯუენით დგომასა ჟამსა მეორედ მოსლვისასა ძისა შენისა ქრისტესა ღუთისა ჩუენისა და ცათა სასუფეველისა მკვიდრად გამომაჩინენ და საუკუნოჲ ცხოვრებაჲ მომმადლენ, ყოველთა წმიდათა თანა, დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ.
მეორე ლოცვა:
მიიღე ყოვლად-კეთილ-მოღუაწეო, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ესე პატიოსანი ძღუენი, შენ მხოლოსათვის ჩუენ მიერ უღირსთა მონათა შენთაგან. ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა ზეცისათა უმაღლესად გამოჩინებულო. ამისთვისცა ხოლო შენ მიერ ძე ღუთისა ვცანთ და ღირს ვიქმნენით წმიდასა ხორცსა მისსა, და პატიოსანსა სისხლსა მისსა. ამისთვისცა ნეტარ ხარ თესლითი – თესლამდე, ღუთივ-სანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაფიმთა უპატიოსნესო მხოლოო. და აწ ყოვლად-საგალობელო ღუთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩუენ უღირსთა მონათა შენთათვის ნუ დასცხრები, რაჲთა ვიხსსნეთ ჩუენ ყოვლისაგან ზრახუისა ბოროტისა გარემოდგომილისა ვნებისა. დავიცვნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საფრხისა ეშმაკითასა. არამედ ვიდრე აღსასრულამდე ვედრებითა შენითა დამიცვენ ჩუენ, რაჲთა შენითა შუამდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი თაყუანის-ცემასა ყოველსა ზედა, ყოვლისათვის, სამებისა წმიდისა და ყოველთა შემოქმედისა აღვავლენთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის „მოალერსეს“ შესახებ უფრო მეტის გაგების შემდეგ სულში სითბო ვიგრძენი. გადავწყვიტე, ხატი ჩემი დისთვის შევიძინო, რომელიც ახლა 3 თვის ორსულია.
ამ ლოცვების სიტყვები შეგიძლიათ ხატის გარეშეც წარმოთქვათ. მთავარია, სიტყვები გულწრფელი იყოს.