ჰოროსკოპი
ვის ელოდება ფინანსური წარმატება 2021 თეთრი მეტალის ხარის წელში
შესაძლოა, რთული დასაჯერებელია, მაგრამ ახალ წლამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა. დროა გაიგოთ, თუ რა ცვლილებებს გვიმზადებს 2021 თეთრი მეტალის ხარის წელი. გთავაზობთ 2021 წლის ფინანსურ ჰოროსკოპს.
2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი
როგორც უკვე იცით, 2021 წლის მფარველი თეთრი მეტალის ხარია. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ის უფრო კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვინც ფულის გამომუშავებას სერიოზულად ეკიდება. დაეხმარება მათ, ვინც კარგად გაირჯება. დრო მოვიდა დეტალურად გაიგოთ, თუ რა მოუმზადა თეთრი მეტალის ხარმა თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს.
ვერძი
ვერძი ბუნებით საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავია. ერთ მომენტში ფულის შოვნა და დაზოგვა შეუძლია, მეორე წამს კი მზადაა ბოლო პერანგი გაიხადოს ოღონდ კი სასურველი მიიღოს. ვირთხის წელი ამას შემწყნარებლურად უყურებდა, მაგრამ ხარი ამის უფლებას არ მოგცემთ. სწორედ ამიტომ, ვერძმა მკაცრი დისციპლინა და დაგეგმვა უნდა ისწავლოს. წარმატება შეიძლება ბიზნესიდან მოვიდეს, რომელსაც მოულოდნელად დაიწყებთ. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მსხვილი გარიგება დროებით გადადეთ.
კურო
ხშირად ნიჭიერი კურო მახვილი გონების ბიზნესმენია. საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობა სტაბილური ფინანსური მდგომარეობის მიღებაში ხელს უშლის. საკუთარ მოთმინებასა და გამძლეობაზე მუშაობა სცადეთ. მინიმუმ 6 თვე ჩვეული სიამოვნება დაივიწყეთ და კონცენტრირება მოგებაზე გააკეთეთ. გარიგებისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდია ზაფხულის შუა რიცხვები. ახლო მეგობრებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. დიდი ალბათობით, ერთ–ერთი მათგანის დაუდევრობით დიდ ფულად ზარალს მიიღებთ.
ტყუპები
დროზე ადრე პანიკის ატეხვა ტყუპების მთავარი მახასიათებელი ნიშანია. ზოგჯერ ეს ეხმარებათ, რადგან ბიზნესში ყოველთვის მზად უნდა იყოთ. ზოგჯერ კი მიმდინარე პროცესებს აფერხებს. ინტუიციის ჩართვა, მიმართულების გამოცნობა და მოთმინების განვითარება ისწავლეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთული მიზნები არ დაისახოთ. თქვენი პოტენციალი სრულად გამოიყენეთ და ნებისმიერ სფეროში კარგი ფულის შოვნას შეძლებთ.
კირჩხიბი
მეტალის ხარი ეკონომიური და გონიერი კირჩხიბისთვის ნამდვილი მეგობარი გახდება. ნებისმიერ საქმეში წარმატება მათ მხარეს იქნება. დიდი ხნის დავიწყებული ფულის დაბრუნებასაც შეძლებს. ეს შეიძლება იყოს ძველი ვალი ან დამწვარი ინვესტიციები. ამასთან, ბევრ სასარგებლო შესყიდვას და რემონტის გაკეთებას შეძლებს. კირჩხიბმა ფინანსური ნაკადი უნდა დააბალანსოს. უფრო მეტის გამომუშავებისას ფული არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ ახლობლებშიც უნდა ჩადოს.
ლომი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ფულის არ ქონაზე ნერვიულობა არ მოუწევთ. ხარის წელი მათ წარმატებულ ახალ ბიზნესს და სერიოზულ კარიერულ წინსვლას ჰპირდება. დიდი ალბათობით ცეცხლოვანი ლომი გამომუშავებულ ფულს ჭკვიანურ შენაძენში ან საინტერესო მოგზაურობაში დახარჯავს. მართალი, აზარტულ თამაშებთან და ინვესტიციებთან უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ. მაღალი რისკის შემცველი საქმე ლომისთვის არაა, სჯობს არ ჩაერთოთ.
ქალწული
იცით თუ არა, რომ მილიონერებს შორის ყველაზე მეტი ქალწულია? საზოგადოებაში მაღალი თანამდებობის მიღწევაში რაციონალურობა და წინდახედულობა ეხმარებათ. მათ ყველაზე უკეთ იციან, როგორ გამოიმუშაონ ფული და როგორ დააბანდონ წარმატებულად. სიმდიდრის მიუხედავად მაინც მოკრძალებულად ცხოვრობენ. ხარს სწორედ ეს თვისება მოსწონს. ამ მიზეზით წარმატება ყოველ ნაბიჯზე დაელოდება. 2021 წლის აგვისტოში შემოსავალი გაგიჩნდებათ, რომელიც დაგროვებული ფულის წარმატებულად დაბანდებაში დაგეხმარებათ. დეკემბერში კარგი შანსები გამოჩნდება.
სასწორი
ძალიან ალტრუისტული ზოდიაქოს ნიშანი. მის ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გულუხვია და მზადაა სხვებს დაეხმაროს. ამან შეიძლება მათზე ბოროტად იხუმროს: ზოგიერთი სასწორის ამ ბუნებით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, უფრო მეტი სიმკაცრე გამოიჩინეთ და პირადი საზღვრები დააწესეთ. 2021 წელს ინტუიციას უფრო მეტად ენდეთ, რადგან მინიშნებები არასდროს გიმტყუნებთ.
მორიელი
ფული მორიელისთვის მიზნების მისაღწევი ინსტრუმენტია. ეს ბიზნესში წარმატების მიღწევაში ეხმარება. ის დარწმუნებულია, რომ ფულს კარგად გამოიმუშავებს, მაშინაც კი, თუ იმავე საქმიანობით დაკავებული ხალხი მინუსებშია. მომავალ წელს დიდი თანხით არ გარისკოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თავდაჯერებულობა გაქრება. ასტროლოგები ამბობენ, რომ ერთ მომენტში მორიელს შეიძლება ვალის აღებაც მოიწიოს. არ ინერვიულოთ: წლის ბოლოს ფინანსური მდგომარეობის აღდგენას შეძლებთ.
მშვილდოსანი
ახალ წელს მშვილდოსანი ახალ ასპექტებს წარმატებით აღმოაჩენს, რაც ფინანსური კუთხით წინ წაწევს. ამ მხრივ ერთადერთი დაბრკოლება იმპულსურობა და მოქმედების არათანმიმდევრობა იქნება. ახალი წლის დაწყებამდე გეგმა შეადგინეთ და მას მიჰყევით. დაგეგმვა მშვილდოსანს დაეხმარება, რომ ემოციებს არ აჰყვეს და მხოლოდ ეფექტური გადაწყვეტილება მიიღოს. ეცადეთ, პირადი ხარჯები აკონტროლოთ, რადგან უმეტესობა მათგანი გაუმართლებელია.
თხის რქა
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თხის რქა ახალი მწვერვალებისკენ მიიწევდა, რამაც პირადი სურვილები გადაავიწყა. ხარის წელში პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე იზრუნეთ. თამამად შეიძინეთ ავეჯი ან ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. ამასთან ფული ზომიერად დახარჯეთ. ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ 2021 წელი თხის რქას ახალ ფინანსურ მიღწევებს ჰპირდება, რომლის შესახებ ახლა ვერც კი ოცნებობს.
მერწყული
მერწყულის ფინანსური კეთილდღეობა პირდაპირ სხვებთან კომუნიკაციის უნარს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით ასტროლოგები საქმიანი ურთიერთობის აწყობას და კონფლიქტების მოგვარებას გირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო ფინანსურ სფეროში წარმატებას ვერ მიაღწევს. 2021 წელი ამას ნათლად აჩვენებს. პროგნოზის მიხედვით, მერწყულის ცხოვრებაში მიმართულების მიმცემი ხალხი გამოჩნდება, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობას ხელს შეუწყობს.
თევზები
თეთრი ხარის წელი თევზებს წარმოუდგენელ ფინანსურ პერსპექტივას ჰპირდება. მთავარია – არ გამოგრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდხანს ინანებთ. იდეების და გეგმების სხვებისთვის გაზიარების არ შეგეშინდეთ. ასე წარმატებული პროექტის განხორციელებას შეძლებთ. ამავდროულად, მეგობრების მიმართ ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან მათ შეიძლება დახმარება დასჭირდეთ.
ასე ხედავენ 2021 წელს ასტროლოგები. ამ პროგნოზს დაუჯერებთ თუ არა – თქვენი საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატება სურვილსა და ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. წარმატებას გისურვებთ!