Connect with us

ჯანმრთელობა

ვის არ ურჩევს მზრუნველი სპეციალისტი ხურმის ჭამას

ხურმას ხანგრძლივი ცხოვრების საკვებს უწოდებენ და მის მიღებას ნებისმიერი სახით გვირჩევენ. უამრავი სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ხილი ყველას არ უხდება. დღეს Alltime.ge გიამბობთ, ვისთვის არ შეიძლება ხურმის ჭამა და რას აძლევს ჩვენს ორგანიზმს.

ვისთვის არ შეიძლება ხურმის ჭამა

ნოემბერში ტკბილი, არომატული ხურმის არ ჭამა ცოდვაა, რადგან ახლა მისი სეზონია. თუმცა კუჭის პრობლემების შემთხვევაში სჯობს ხურმისგან თავი შეიკავოთ. საქმე მასში შემავალ ტანინებშია, რომელიც კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე უარყოფით გავლენას ახდენს.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ 10 წლამდე ბავშვებს, ასევე ყაბზობის პრობლემების მქონე ხალხს ხურმა არ მისცეთ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი შაქრის შემცველობის გამო ხურმა დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებული არაა.

ამ ხილის ჭარბად მიღება არ ღირს, თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ. საქმე არა მხოლოდ შაქარში, არამედ შემკვრელ ნივთიერებებშიცაა. ის ნივთიერებათა ცვლას ანელებს, რის გამოც შეიძლება წონაში ადვილად მოიმატოთ.

კუჭის აშლილობის თავიდან ასაცილებლად ხურმა რძესთან და ცივ წყალთან კომბინაციაში არასდროს მიიღოთ. გარდა ამისა, ორსულებს ხურმის ნაწილობრივ დათმობას ურჩევენ. როგორც ნებისმიერმა სხვა ფერადმა ხილმა, ხურმამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

ხურმის სარგებელი

თუ არანაირი უკუჩვენება არ გაქვთ, ხურმა თქვენს რაციონში აუცილებლად ჩართეთ. პირველ რიგში, ორგანიზმს მთელი რიგი ვიტამინებით და მიკროელემენტებით გაამდიდრებთ. მეორედ, ამ ხილის წყალობით ბევრი დაავადებების პროფილაქტიკას ჩაიტარებთ.

ხურმა ბეტა–კაროტინებით მდიდარია. ის თავისუფალ რადიკალებს ებრძვის და კანის დაბერების პროცესს ანელებს. გარდა ამისა, ხილს შარდმდენი და მატონიზირებელი თვისებები აქვს.

ხურმა მდიდარია C და P ვიტამინებით, რომლებიც სისხლძარღვების სისუსტეს ამცირებენ. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ამ ხილს ურჩევენ მათ, ვისაც გაფართოებული ვენების და ღრძილების პრობლემები აწუხებთ.

თუ მაღალი წნევა და შეშუპება გაწუხებთ, ხურმის ფოთლებს ყურადღება მიაქციეთ. ის შეგიძლიათ გარეცხოთ, გაახმოთ, დაფქვათ და პროფილაქტიკის მიზნით მიიღოთ. 1 კვირის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 0,25 ჩ/კ ფხვნილის მიღება საკმარისი იქნება.

გარდა ამისა, ხურმა ნერვულ სისტემას ამშვიდებს და შრომისუნარიანობას ზრდის. 1 ნაყოფის წვენს 3,5 ს/კ თბილ წყალი აურიეთ და ყელში გამოივლეთ, თუ გახველებთ.

ხურმა კოსმეტოლოგიაში

სხვა ყველაფერთან ერთად ხურმა შეგიძლიათ მატონიზირებელი სახის ნიღბის მოსამზადებლად გამოიყენოთ. ხილის რბილობი კვერცხის გულთან კომბინაციაში გაფართოებულ ფორებს და აკნეს ებრძვის. ასევე კანის დაბერებას ანელებს და ნაოჭებს ასწორებს.

ნიღბის მოსამზადებლად ხურმა გახეხეთ და თანაბარი პროპორციით კვერცხის გული და ნაღები აურიეთ. ნიღაბი სახეზე 15-20 წუთით წაისვით. ჯერ თბილი ბამბის დისკით მოიშორეთ, შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ.

ახლა უკვე იცით, ვისთვის არ შეიძლება ხურმის ჭამა და რატომ უნდა ჩართოთ ეს პროდუქტი რაციონში, თუ უკუჩვენებები არ გაქვთ. სხვათა შორის, მეცნიერული თვალსაზრისით ხურმა კენკრაა, მაგრამ ჩვენთვის უფრო მოსახერხებელია ხილი ვუწოდოთ. იცოდით ამის შესახებ?

მოგვწერეთ, გიყვართ თუ არა ხურმა და როგორ ჭამთ მას. იქნებ, რამდენიმე საფირმო რეცეპტი გაქვთ. გელოდებით!