ჯანმრთელობა
ვისთვის არ შეიძლება პომიდვრის ჭამა: 7 მკაცრი აკრძალვა
ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის წვნიანი ნაყოფის მოხმარება ჯერ კიდევ სამხრეთ ამერიკაში ინდიელებმა დაიწყეს. ძველი აცტეკები მას „ტომატს“ უწოდებდნენ, რაც „მსხვილ კენკრას“ ნიშნავს.
მეორე სახელი „პომიდორი“ იტალიაში მიიღო. ევროპაში პომიდვრის გაშენება პირველად იტალიელებმა ისწავლეს და ეგზოტიკურ ნაყოფს საკუთარი სახელი „პომო დორო“ დაარქვეს, რაც „ოქროს ვაშლს“ ნიშნავს.
იტალიელებისგან განსხვავებით, ევროპელების უმეტესობა პომიდორს შხამიანად მიიჩნევდა. მე-18 საუკუნემდე ექიმები ადამიანებს მისი მიღებისგან თავშეკავებას ურჩევდნენ, რადგან მათი აზრით, პომიდორი შინაგან სისხლდენას და კუჭის წყლულს იწვევდა.
დღეს წვნიანი ნაყოფის სარგებლის შესახებ და მის უკუჩვენებებზე გიამბობთ.
რატომ არ შეიძლება პომიდვრის ჭამა
1. ალერგია
პომიდორზე კვებითი ალერგია მასში შემავალი ალერგიული ნივთიერებით, ლიკოპენით არის გამოწვეული. ზოგიერთ შემთხვევაში ალერგიის ნიშნები შეიძლება ბოსტნეულის მიღებიდან 1 საათში გამოვლინდეს. სწორედ ამიტომ, ალერგიის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ.
ყველა დანარჩენისთვის პომიდვრის წითელი პიგმენტი, ლიკოპენი სასარგებლოა, რადგან ბეტაკაროტინზე 10-ჯერ უფრო ეფექტური ანტიოქსიდანტია. ის პროსტატის სიმსივნისგან ეფექტურად დაგიცავთ.
2. სანაღვლე სადინარების დაავადება
პომიდორს აქტიური ნაღვლმდენი ეფექტი აქვს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტის სპაზმები, კენჭების წარმოქმნა და სანაღვლე სადინარების დაკეტვა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს.
3. თირკმლების დაავადება
არსებობს მითი, რომ პომიდორი მჟაუნმჟავას შემცველობის წყალობით თირკმლებში მჟავე ქვების ფორმირებას იწვევს. სინამდვილეში მჟაუნჯავა პომიდორში თითქმის არ შედის (დაახლოებით 2-5 მგ 100 გრამზე), მაგრამ შარდკენჭოვანი დაავადების მქონე ადამიანებმა სჯობს პომიდორი ფრთხილად მოიხმარონ.
მჟაუნმჟავას ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს. მაგალითად, 100 გრ ჭარხალი 500-დან 675 მგ ამ ნივთიერებას შეიცავს, რევანდი – 600-დან 860 მგ-მდე, ისპანახი – 600-მდე, კარტოფილი 40 მგ-მდე.
4. პანკრეატიტი
პომიდვრის მიღება საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს, მადას ზრდის, მავნე ბაქტერიების ზრდას აფერხებს, მაგრამ პანკრეატიტის დროს პომიდორთან დამოკიდებულებაში გარკვეული შეზღუდვები უნდა დაიცვათ.
პანკრეასის ანთების დროს ბევრი მჟავის შემცველი ბოსტნეული და ხილი არ უნდა მიირთვათ. ახალი პომიდორი ამ შემთხვევაში სასურველი არაა. სხვა საქმეა, თუ მცირე თერმული დამუშავება მაინც გაიარა. მოთუშვა, გამოცხობა, ორთქლზე მომზადება, წვნიანში მოხარშვა შეიძლება და საჭიროცაა!
თერმული დამუშავების დროს (კერძოდ, კონსერვის დროს) სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. პირიქით, „ჯადოსნური“ ლიკოპინის შემცველობა იზრდება.
5. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება
როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ ცნობილი კომბინატორი, ოსტაპ ბენდერი და მისი რჩევა, რომელიც მან მილიონერ კორეიკოს მისცა: „გთხოვ, ღამით ნედლი პომიდვრის ჭამას მოეშვი, რომ კუჭი არ დააზიანო!“
მწვავე გასტრიტის ან კოლიტის დროს რაციონიდან ახალი პომიდორი მცენარეული მჟავების დიდი შემცველობის გამო ნამდვილად უნდა გამორიცხოთ. ეს არა მხოლოდ პომიდორს, არამედ ბევრ სხვა ახალ ბოსტნეულს ეხება.
რაც შეეხება „ღამით“ აქ საქმე, სავარაუდოდ, პომიდვრის შარდმდენ ეფექტს ეხება. ის თირკმლებს აქტიურად მუშაობას და ბევრი სითხის გადამუშავებას აიძულებს.
თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ გაწუხებთ, ვახშამზე ახალი პომიდვრის გემრიელი სალათი თამამად შეგიძლიათ მოამზადოთ. თირკმლების პრობლემის შემთხვევაში, ეს ტუალეტში ხშირად გასვლა მოგიწევთ.
6. არტერიული ჰიპერტენზია
ჰიპერტონიის დროს უკუჩვენებულია დაკონსერვებული პომიდვრის მიღება, რომელიც ბევრი ძმრითა და მარილით იყო მომზადებული. ამასთან ახალი პომიდორი სისხლძარღვებზე „ცუდი“ ქოლესტერინის დაგროვებას აფერხებს, რაც ჰიპერტონიკებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
7. სახსრების დაავადება
ბევრი პაციენტი აღნიშნავს, რომ პომიდვრის და მსგავსი პროდუქტის მიღების შემდეგ სახსრების მდგომარეობა უარესდება.
„დიეტა, ართრიტის ეტიოლოგიის ფაქტორს წარმოადგენს, რაც ძაღლყურძენთა ოჯახის მცენარეებზე 20 წლიანი დაკვირვების დროს 1400-ზე მეტ მოხალისეზე კვლევას ეფუძნება. ძაღლყურძენთა ოჯახის მცენარეები ართრიტის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს მგრძნობიარე ადამიანებში“ – ამბობს ნორმან ჩაილდერსი, ართრიტის კვლევის ფონდის დამფუძნებელი.
ძაღლყურძენა ოჯახის მცენარეების მიმართ მგრძნობელობის გასარკვევლად ექიმები თავიანთ პაციენტებს ექსპერიმენტის ჩატარებას ურჩევენ: 3 თვით რაციონიდან ძაღლყურძენთა ოჯახის ყველა მცენარე გამორიცხეთ, შემდეგ ნელ-ნელა თითო პროდუქტის დამატება დაიწყეთ. ასე დიეტის დახმარებთ იმის გარკვევას შეძლებთ, ართრიტი პომიდორსა და მის მონათესავე მცენარეებზე როგორ რეაგირებს.
როგორ დავიკლოთ წონაში და გავიუმჯობესოთ გული პომიდვრის დახმარებით
პომიდორი, რომელიც მჟაუნმჟავას მცირე რაოდენობით შეიცავს, ორგანიზმში მარილის ბალანსს ვერ დაარღვევს. სამაგიეროდ, ეს ნაყოფი ბევრ კალიუმის მარილს (300 მგ-მდე 100 გრ-ზე) შეიცავს, რაც გულის მუშაობას აუმჯობესებს.
იაპონელმა მეცნიერებმა პომიდორსა და პომიდვრის წვენს გულისა და სისხლძარღვების სასწაულმოქმედი პროდუქტები უწოდეს. პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვებით, რომლებიც უმარილო პომიდვრის წვენს შეუზღუდავი რაოდენობით იღებდნენ, არტერიული წნევის და მავნე ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვნად შემცირება შენიშნეს.
დიეტოლოგები პომიდვრის მიღებას წონაში დაკლების ყველა მსურველს ურჩევს. წვნიანი ნაყოფი დაბალკალორიულია (15-20 კალორია 100 გრამზე), მაგრამ ამასთან ბევრ ვიტამინს და უჯრედისს შეიცავს. ასეთი დიეტა ძალიან ეფექტურია, ჯანმრთელობას არ აზიანებს და ბევრ ენერგიას არ მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პომიდორი უნდა მიირთვათ.
მაგალითისთვის, საუზმეზე შეგიძლიათ ომლეტი პომიდორთან ერთად მიიღოთ, ხოლო ჩვეული ყავა პომიდვრის წვენით ჩაანაცვლოთ. სადილზე შეგიძლიათ ქათმის ფილე მოხარშოთ და დამატებით პომიდვრის სალათი მიირთვათ, ვახშამზე კი თევზის სტეიკი პომიდვრის სუპ-პიურესთან ერთად.
რედაქციის რჩევა
თუ ბევრ პომიდვრის წვენს სვამთ, მარილი ბევრი არ მოიხმაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხების შეშუპების და თვალების ქვეშ ჩანთების გაჩენის დიდი რისკი არსებობს.
საინტერესოა, რომ ახალი პომიდვრის დახმარებით მზის დამწვრობის და მწერების ნაკბენის მოშორება შეიძლება. მხოლოდ რგოლებად უნდა დაჭრათ და მტკივნეულ ადგილას დაიდოთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.