ჰოროსკოპი
ვინ ისიამოვნებს ბედნიერებით, როგორც ცივი ნაყინით მაისის დღეებში
2021 წლის გაზაფხული გასულ წელთან შედარებით უკეთესი არ აღმოჩნდა. კოვიდის შეზღუდვები და მასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები არსად გამქრალა, ამიტომ თბილი გაზაფხულის ამინდიც კი სიხარულს ვერ გვრის. გასაკვირი არაა, რომ ბევრი დიდი იმედით უყურებს ასტროლოგების პროგნოზებს. შეუძლიათ ასტროლოგებს ჩვენი გახარება?
აღმოჩნდა, რომ იმედი არსებობს, თუმცა სერიოზულ ცვლილებებს ყველა ზოდიაქოს ნიშანი ვერ იგრძნობს. Alltime–ს რედაქცია გიამბობთ, თუ ვის ელოდება ახალი პერსპექტივები 2021 წლის მაისში ჰოროსკოპის მიხედვით.
2021 წლის მაისის ჰოროსკოპი
1. ტყუპები
როგორც იქნა, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი პროფესიონალური კუთხით წინსვლას შეძლებს. ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ 2021 წლის მაისი ტყუპებისთვის ხელსაყრელი პერიოდია, რომ ახალი სამსახური მოძებნოს ან საერთოდ საქმიანობის სფერო შეიცვალოს. სათანადო ძალისხმევით ცხოვრების კარდინალურად შეცვლას შეძლებს, თან უკეთესობისკენ.
ამასთან უნდა მოემზადოთ, რადგან ცვლილებები მტკივნეული აღმოჩნდება. გაურკვევლობა ნერვიულობას და განცდას გაიძულებთ, ამიტომ საკუთარ გრძნობებს და შინაგან დაძაბულობას უნდა გაუმკლავდეთ. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეთ და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სირთულე დროებითია.
2. კირჩხიბი
მაისში ადრე გაწეული ძალისხმევის ნაყოფს შეაგროვებთ. გარედან ისე ჩანს, თითქოსდა გაგიმართლათ, მაგრამ თავად ზუსტად იცით, რომ ეს შედეგები დამსახურებულია. მთავარია, საკუთარი თავის ზედმეტად არ ირწმუნოთ და სისულელეები არ ჩაიდინოთ.
სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ბიზნესში წარმატების გარდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემაც მოგვარდება. ასევე შეძლებთ ურთიერთობის დალაგებას ახლობლებთან, რომლებთან ბოლო დროს საერთო ენას ვერ პოულობდით.
3. თხის რქა
გაზაფხულის ბოლო თვე თხის რქისთვის ხელსაყრელი პერიოდია, რომ სამსახურში დაწინაურებისთვის იბრძოლოს. სჯობს ინტრიგებს და სხვა საეჭვო მეთოდებს გვერდი აუაროთ. უბრალოდ თქვენს საქმეზე დაფიქრდით, ძლიერი და სუსტი მხარეები გაანალიზეთ, ასევე უახლოესი თვეებისთვის გეგმები დაისახეთ.
4. სასწორი
თვის დასაწყისში მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება, თან ერთდროულად ორ ფრონტზე – როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. დაგეგმილი საქმეების შესასრულებლად ენერგია არ მოგაკლდებათ, ხოლო დაღლილობა თითქოსდა თავის შეხსენებას შეწყვეტს.
და მაინც, შუა თვეში შეიძლება გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას, მაგრამ ისინი დიდად არსებითი არაა. ასტროლოგები გპირდებიან, რომ ამ თვეში ახალ მოკავშირეებს იპოვით და კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ყურადღებით იყავით, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ.
ვინ იქნება წარმატებული მაისში
2021 წლის მაისის ჰოროსკოპი მშვილდოსანს კარგ პერიოდს ჰპირდება, ოღონდ მხოლოდ პროფესიული კუთხით. სამუშაო სიამოვნებას, ფულს და აღიარებას მოგიტანთ. სხვა დანარჩენი, მათ შორის ახლობლებთან ურთიერთობა, მეორეხარისხოვანი გახდება. შესაძლოა, სჯობს ეს თვე დიდი ხნის შედგენილი გეგმების განსახორციელებლად გამოიყენოთ.
ვიმედოვნებთ, რომ ასტროლოგების პროგნოზმა ოპტიმიზმის მიზეზი მოგცეს და უკვე მოუთმენლად ელით მაისს, რომ ახალ გამოწვევებს შეხვდეთ. მაშინაც კი, თუ ამ იღბლიანების სიაში ვერ მოხვდით, ხელს არაფერი გიშლით, რომ სისტემის წინააღმდეგ გაილაშქროთ და თავი საუკეთესოდ გამოავლინოთ იმ სფეროებში, რომლებიც თქვენთვის მეტნაკლებად მნიშვნელოვანია.