Connect with us

ჰოროსკოპი

ვინ არის ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი

როგორც ამბობენ, ყველა საკუთარი ბედნიერების მჭედელია, რადგან ბედნიერება ეს მდგომარეობაა და არა გარემოება. დღეს Alltime-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანი ახერხებს ბედნიერების შენარჩუნებას ნებისმიერ სიტუაციაში. იქნებ, ეს თქვენ ხართ?

მე–12 ადგილი: მორიელი

საპატიო ბოლოდან პირველი ადგილი მორიელს შეხვდა, რომლის ხასიათიც გრდემლივით მძიმეა, ხოლო გაკიცხვისა და თვითკრიტიკისკენ მიდრეკილება ჩაუქრობელი ცეცხლია, ამიტომ მორიელი ბედნიერი თითქმის არასდროსაა. ანუ ყველას გონია, რომ ბედნიერი ამიტომ არაა. სინამდვილეში, მორიელი ბედნიერებას გულმოდგინედ გაურბის, რადგან ქიტინზე ცუდად მოქმედებს: ბედნიერი მორიელი ნაზი, რბილი და დაუცველი არსებაა, ხოლო დაუცველი მორიელი ცხადია უბედური მორიელია. აი, ასეთი პარადოქსი.

მე–11 ადგილი: ქალწული

ბოლოდან მეორე ადგილი ქალწულს ეკუთვნის. მას შეუძლია სრულად აღჭურვილი საბრძოლო სპილოების გროვის გაბერვა ბუზიდან, რომელიც პალეოზურში მშვიდად დაიღუპა. სწორედ ამიტომ, ბედნიერებას ამ სიტყვის სრული გაგებით თითქმის ვერასდროს აღწევს. სამსახურში მატყუარას სინდრომით იტანჯება და საკუთარ მარცხებს გამადიდებელი ლუპით უყურებს. გართობის დროს უსაქმურობის ან ქეიფის გამო გადახდის მოლოდინშია, ხოლო პირად ცხოვრებაში… არა, მითხარით, რა ბედნიერება შეიძლება იყოს, თუ ეს ნაძირალა კბილის პასტის ტუბს არასდროს ხურავს?

მე–10 ადგილი: მშვილდოსანი

როგორც ცნობილია, აქლემს ორი კუზი აქვს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა: ეს საეჭვო ჭეშმარიტება გაითავისა მშვილდოსანმა, რომელსაც ზოდიაქალურ იღბლიანად და ზეციური არსებების ნებიერად მიიჩნევენ. მშვილდოსანმა მათგან მიიღო საოცარი ოპტიმიზმი, წარმოუდგენელი იღბალი და უნარი თავი მოგაწონოთ, როგორც განთქმულმა ოქრომ. რაც ყველაზე საინტერესოა, მშვილდოსანი ამას კარგად აცნობიერებს და ამ თვისებებს მთელი ცხოვრების გზაზე იყენებს, რომელიც, როგორც წესი, ნამდვილი ბედნიერების პოვნას ეძღვნება.  ეს კი, როგორც წმინდა გრაალი, არასდროს უნდა მოიძებნოს. იპოვი და რას გააკეთებ შემდეგ მთელი ცხოვრება?

მე–9 ადგილი: კურო

კუროს სრული ბედნიერებისთვის ყოველთვის სულ ცოტა აკლია: ცოტა ფული, ცოტა დრო, ცოტა სიმშვიდე და ნება. ამასთან მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ბედნიერებისთვის ბევრი რამ არ სჭირდება, მაგრამ ბოროტი ბედი და ეს ცოტა რამ მუდმივად კოვზით ნახშირის მიწოდებას ცდილობს. თუ კუროს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, გამოდის, რაღაც აფერდონი მოდის, თუ არა, ამ „კარგად“ ყოფნაში რაღაც მუხთლობაა, თუ მუხთლობა არაა, გამოდის, რომ ცუდად ეძებს, შედეგად აფედრონის მოსვლა გარდაუვალია. საქმე იმაშია, რომ კურო ზედმეტად მიწიერი არსებაა, რომ რაღაც შინაგანი ბედნიერების სჯეროდეს, რომელიც გარე ფაქტორებზე დამოკიდებული არაა. აჰა, რა თქმა უნდა! კიდევ თქვით, რომ უნიქორნი არსებობს!

მე–8 ადგილი: სასწორი

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: სასწორს ბედნიერად ყოფნა არ შეუძლია, მაგრამ იცის, როგორ მოახდინოს ხალხზე შთაბეჭდილება. ეს არის ბედნიერება პირდაპირ დიდი კოვზით ქვაბიდან შთანთქმა, როცა სხვა ნიშნები ერთმანეთის მიყოლებით პატარა თასებით ხელში მშვიდად ელოდებიან. როგორც ხვდებით, ამის გამო იტანჯება: სხვა ნიშნებმა ხომ შეიძლება საკუთარ უბედურებაზე იწუწუნონ და დამსახურებული ფუნთუშები და ემოციური თანაგრძნობა მიიღონ, ხოლო საწყალი სასწორი ვერავისთან დაიჩივლებს: სასწორი ბედნიერია, სასწორს რბილი ხასიათი აქვს, სასწორი ყველას უყვარს – კიდევ რა გინდა? სასწორს ცოტა ძენი სჭირდება, რომელიც ერთი მარტივი მიზეზით მიუღწეველია: სასწორმა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, სჭირდება თუ არა.

მე-7 ადგილი: თევზები

როგორც ცნობილია, თევზები ყველაზე უბედური ზოდიაქოს ნიშანია, რადგან მისი ნაზი სულიერი ბუნება ამ სამყაროს არასრულყოფილებას საერთოდ ვერ ეგუება. სხვა საქმეა, რომ ამ სამყაროში თევზები იშვიათია: იქ აქვს საკუთარი რეალური ბლექჯეკი და ფუნთუშები, სადაც მუდმივად და უსიტყვოდ ბედნიერია. თევზებს ეშინია, რომ ვიღაც ამას მიხვდება, ამიტომ სამყაროს სულ სხვა სურათს ანახებს, თითქოსდა, აქ სათანადოდ ცუდად არაა და შინაგან მონღოლეთში წავა, დაიტანჯება. მოკლედ, ვინ გაუგებს ამ თევზებს: იქნებ, ნამდვილად იტანჯება და ამით ბედნიერია.

მე-6 ადგილი: თხის რქა

ბედნიერების რეიტინგში საპატიო ცენტრალური ადგილი თხის რქას შეხვდა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეუძლია, რადგან პირველია ამ რეიტინგში, ვინც გაარკვია, როგორ შევიდეს. მაგრამ სიმართლე თავისებურია, თხის რქისეული: მისი აზრით, ბედნიერება შრომით და ტანჯვით მიიღწევა, ხოლო სხვა დანარჩენი ეშმაკისეულია, რადგან რასაც ადვილად მიიღებ, ადვილად დაკარგავ. სწორედ ამიტომ, თხის რქა ბედნიერია მაშინ, როცა გულმოდგინედ ჭედავს. მეორე მხრივ, გვანახეთ თხის რქა, რომელიც ასე არ იქცევა? გინახავთ?

მე-5 ადგილი: ვერძი

ლიდერი ხუთეულის სიას ვერძი ხსნის, რომელსაც დაჯდომის და დაფიქრების დრო არასდროს აქვს, ბედნიერია თუ არა. რა დროს ფიქრია, უნდა იხტუნოთ! სიმართლე რომ გითხრათ, მისი ბედნიერების საიდუმლო ესაა: ხტუნვა – ეს მოძრაობაა, მოძრაობა, როგორც წესი, პირველ რიგში, ცხოვრებაა, მეორე მხრივ, სისხლში ენდორფინების გაზრდის სწორი მეთოდი. მოკლედ, ვერძი ერთადერთი ნიშანია, რომლის ცხოვრებაში მოქმედებს ფორმულა „გსურს იყო ბედნიერი, იყავი!“ გართულება საჭირო არაა.

მე-4 ადგილი: კირჩხიბი

ყველასთვის მოულოდნელად, კირჩხიბმა, რომელიც ზოდიაქალურ წრეში მთავარ პესიმისტად, დიდმოწამედ და მტანჯველად ითვლება, თითქმის ბედნიერ სამეულამდე მიაღწია. ეს იმიტომ, რომ სანამ დანარჩენი ნიშნები სხედან და ბედნიერების ჩამოსვლას ელოდებიან, კირჩხიბი საკუთარ თავში ზრდის ბედნიერების გრძნობს, რომ გარემოების მიუხედავად ბედნიერი იყოს. ანუ ყველას ეუბნება, რომ გულმოდგინედ ზრდის და წარმატებას აღწევს. სინამდვილეში, გარე გარემოებისგან დამალვა ყოველთვის შეიძლება, მაგალითად, მის გარსში და მორჩა: კირჩხიბი სახლში და სრულ ნირვანაშია. გაუმართლა, ვერაფერს ვიტყვით.

მე-3 ადგილი: ლომი

სამეულს ლომი ხსნის – ნიშანი, რომლის ბედნიერებაც გვარსა და ტვინის პრეფრონტალურ ქერქზეა დაწერილი: ლომს გულწრფელად სჯერა, რომ ბედნიერებისთვის შექმნილია, როგორც ჩიტი ფრენისთვის, და დაბადებისას აუცილებლად უნდა მისცენ, თან გაზრდილი დოზით. სწორედ ამიტომ, უბედური ლომი თითქმის არასდროს არ არსებობს. რისთვისაც უღრმესი მადლობა, რადგან უბედური ლომი გაბრაზებული ლომია, ხოლო გაბრაზებული ლომი ბირთვული ბომბის დამანგრეველ ძალას და მორიელის მე-80 დონის შურისძიების უნარს ფლობს. მადლობა, ლომს მათი ბედნიერი ბავშვობისა და მთელი დანარჩენი პერიოდისთვის.

მე-2 ადგილი: მერწყული

ვერცხლის მედალი მერწყულს ეკუთვნის, რომელიც გარეგნულად გაბედულად, სულელად და აბსოლუტურად ბედნიერად გამოიყურება, რაც მის შინაგან სამყაროს ასახავს. სხვა ზოდიაქოს ნიშნებს ბედნიერებისთვის ყოველთვის რაღაც აკლიათ, ხოლო მერწყულს შეუძლებელია რამე აკლდეს: ის ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი აქვს. რაც არ აქვს, არც სჭირდება, ლოგიკურია, ასეა? ეს წარმოუდგენელი თვისება მერწყულს ბედნიერების განცდაში ეხმარება. სხვა ახლობლების, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, რომელთაც ბედნიერებისთვის ისეთი მოსაწყენი რამ სჭირდებათ, როგორიცაა, მაგალითად, მერწყულის ხელფასი.

1–ლი ადგილი: ტყუპები

ტა–დამ! საპატიო პირველი ადგილი და ზოდიაქალურ რეიტინგში ყველაზე ბედნიერის ტიტული ტყუპებს შეხვდა. ადამიანს, რომელიც ყოველთვის ბედნიერია, მთელი ცხოვრება. მაშინაც კი, თუ იტანჯება, დარწმუნებული იყავით, რომ ამ ტანჯვაშიც ბედნიერია და ახლა, ამ მომენტში ამით ქეიფობს. ჩვენს ჯადოსნურ ბურთს შეუძლია მოგატყუოთ და გითხრათ, რომ ტყუპებმა სრულ გაბრწყინებას მიაღწიეს და უბედურებმა მისგან უნდა ისწავლოს, მაგრამ რატომ მოგცეთ ტყუილი იმედი? სინამდვილეში, მისი ბედნიერების საიდუმლო მხოლოდ მისთვის არის ხელმისაწვდომი: ბედნიერება შიგნით აქვს, სადაც ფილოსოფიური ტრაქტატების თანახმად უნდა იყოს. თუმცა ყველა გარე გარემოებაზე საკუთარი სუბპიროვნება ჰყავს, რომელსაც თუნდ პური არ აჭამეთ, მაგრამ ამით გაააძღეთ. როცა ტყუპები ყველაფრის მიუხედავად ბედნიერია, არ შეგშურდეთ. ეს უსარგებლოა: მასსავით ბედნიერი მაინც ვერ ვიქნებით.