Connect with us

ჰოროსკოპი

ვერძს – ძვირფასეულობა, კირჩხიბს – ვინტაჟური: რა ვაჩუქოთ ახალ 2021 წელს ჰოროსკოპის მიხედვით

საჩუქრის არჩევა მარტივი საქმე არაა, მაგრამ ჩვენ ახლობლების გაოცებაში დაგეხმარებით. ასტროლოგიური ინსტრუქცია წაიკითხეთ და საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეარჩიეთ. აქ, ნებისმიერი თანხის შესაფერის ვარიანტს იპოვით: ლუქს ბრენდიდან ბიუჯეტურამდე.

ვერძი

ვერძი ნამდვილად ცეცხლოვანი ნიშანია. ის იმპულსური, ენერგიული, ამაყი და ვნებიანია, საკუთარი თავის ფასი იცის და სხვების მიმართ მომთხოვნია. მისი გულის მოგება რთულია, მაგრამ თუ კარგად ეცდებით, შანსი გაქვთ. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი „ცარიელ“ საჩუქრებს ვერ იტანს. მას სჭირდება ის, რაც ყოველდღე გაახარებს და თაროზე უსარგებლოდ არ იდება. გარდა ამისა, გემოვნებიან საჩუქრებზე გიჟდება. სწორედ ამიტომ, სამკაული შესანიშნავი ვარიანტია. იდეალური სამკაულის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ ორიგინალურ, მაგრამ თავშეკავებულ ვარიანტებზე, რომელიც როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე საღამოს წვეულებისთვის გამოდგება.

ვერცხლის საყურე მარგალიტით, იუველიროჩკა, 268 ლარი

ბრასლეტი, UNOde50, 393 ლარი

მოოქროვილი საყურე–ხარი რგოლის საკიდით Poision Drop, 661 ლარი

გულსაკიდი ვერძის ზოდიაქოს ნიშნით, Aleksandr Sinitsyn Jewelry, 170 ლარი

კურო

კუროს თქვენი საჩუქარი რომ მოეწონოს, უნდა იყოს: ა) საჭირო; ბ) ხარისხიანი. გირჩევთ, აქცენტი მეორე პუნქტზე გაამახვილოთ. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ნატურალურ, გამძლე მასალებს აფასებს. არანაირი სინთეტიკა ან ნაქსოვი. ტყავის ტანსაცმელს და აქსესუარს ყურადღება მიაქციეთ. მოდური საფულე, ქამარი, ხელთათმანი, სათვალის ჩასადები ან ტუჩსაცხი, ქურთუკი ან ჩანთა – კუროს ნამდვილად მოეწონება.

საფულე Tous, 398 ლარი

ქამარი Gucci (Farfetch), 1485 ლარი

ტუჩსაცხის ჩასადები Hermes, ფასი მოთხოვნით

ხელთათმანები, Glove.me, 650 ლარი

ტყუპები

მხიარული და აქტიური ტყუპები უახლოეს ტენდენციებს ყოველთვის ეცნობა. ახალი ტექნოლოგიების და მოდური ტენდენციების შესახებ პირველი იგებს, ამიტომ მის გასაოცებლად ნამდვილად გარჯა მოგიწევთ. შთაბეჭდილების მოსახდენად ყურადღება ტექნიკის ბოლო მოდელებს მიაქციეთ – ეს შეიძლება იყოს ინოვაციური სილამაზის გაჯეტი ან თანამედროვე მოწყობილობა.

ელექტრო კბილის ჯაგრისი Oral-B Genius 10000N Special Edition Sensi Rose Gold, 552 ლარი

ეპილატორი სველი და მშრალი თმის მოსაშორებლად Philips Series 8000, 480 ლარი

სმარტფონი Xiaomi Mi 10T Pro

სისტემა ageLOC LumiSpa Nu Skin, 780 ლარი

კირჩხიბი

მგრძნობიარე კირჩხიბს აზრიანი საჩუქრები ურჩევნია. ის გიჟდება ისტორიის მქონე ნივთებზე, ამიტომ რეტრო სტილი განსაკუთრებით უყვარს. მის გახარებს შეძლებთ, თუ აჩუქებთ ვინტაჟური სტილის ტანსაცმელს ან აქსესუარს, გრამაფონს, მომენტალური დაბეჭვის ფუნქციის მქონე ფოტოაპარატს ან ძველებურ საათს.

ვინტაჟური კარდიგანი AliExpress, 70 ლარი

ფოტოაპარატი მომენტალური დაბეჭდვით Instax Mini 11, 284 ლარი

ვინტაჟური გულსაბნევი Vintage Dream, 830 ლარი

ჯინსი ფართო ტოტებით ვინტაჟურ სტილში Stradivarius, 131 ლარი

ლომი

ლომი გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევს. იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც სახლშიც კი ლამაზდება და მნიშვნელობა არ აქვს, რომ არავინ ხედავს. პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ცდილობს. მოსწონს, როცა ლამაზია და ამის შესაგრძნებად ყველაფერს აკეთებს. მდიდრული საცვლების, კომფორტული პერანგის, მოდური ტანსაცმლის ნაკრები მას ნამდვილად მოეწონება და ნებისმიერ პირობებში მაღალ განწყობას შეუქმნის.

ნაკრები Hunkemoller, 131 ლარი

პერანგი 8 HORAS of silk, 873 ლარი

ნაკრები Belle YOU, 157 ლარი

საცვლების ნაკრები Blizhe, 253 ლარი

ქალწული

საჩუქრების მხრივ მასზე უფრო პრეტენზიული არავინაა. მაშინაც კი, თუ არ შეიმჩნევს, რომ საჩუქარი არ მოსწონს, ნამდვილად დიდხანს დაიმახსოვრებს. თავად საჩუქრის არჩევას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება – დიდხანს ეძებს, ადამიანის გემოვნებას და სურვილებს აანალიზებს და ფულსაც არასდროს ზოგავს. სწორედ ამიტომ, დარწმუნებულია, რომ თავადაც შესაბამის ყურადღებას იმსახურებს. თუ არ იცით, რა სურს ქალწულს, სწორი გზა აირჩიეთ. ერთ–ერთი ასეთი გზაა ჩანთის ჩუქება. გარდერობში ბევრი ჩანთა არ არსებობს. გაიხსენეთ, რომელი მოდელი მოსწონს და შესაბამისი შეურჩიეთ, ოღონდ ზუსტად ისეთი არა – ცოტა მრავალფეროვნება არ გვაწყენდა.

ჩანთა Tous

ჩანთა Fetiche, 1524 ლარი

ჩანთა Askent, 519 ლარი

ჩანთა Off-White, 3765 ლარი

სასწორი

სასწორი ერთი მხრივ, გულახდილი და მხიარული, მეორე მხრივ, სერიოზული, პრაქტიკული და მიზანდასახულია. ერთ ადგილზე ყოფნა არ უყვარს და მუდმივად განვითარების ახალ შესაძლებლობებს ეძებს. მის გარდერობში საქმე ასეა: ნათელი, ელეგანტური, მაგრამ ზედმეტი დეტალების გარეშე, ზომიერად თავშეკავებული და ელეგანტური. სასწორს დიდი სამკაულები არ უყვარს და უპირატესობას ლაკონურ საყურეებს და დახვეწილ მაჯის საათებს ანიჭებს.

საათი Tous, 756 ლარი

საათი Bvlgari, 100095 ლარი

საათი Nika, 1726 ლარი

საათი Gasio G-SHOCK, 786 ლარი
მორიელი

მორიელს უყვარს ფული, ამიტომ საჩუქრის არჩევისას უპირატესობა ფულს მიანიჭეთ. არანაირი ნივთი აქციით და გასული წლის კოლექციიდან – არ გაპატიებთ, თუ მასზე ეკონომიას გასწევთ. სავარაუდოდ, სურვილების სიას წინასწარ ჩამოწერს, სადაც იდეებს ხაზს გაუსვამს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მათი შეძენა ძვირი დაგიჯდებათ. თუ სია არ გაქვთ, საჩუქრის არჩევისას ყურადღება მხოლოდ თანამედროვე და მდიდრულ ნივთებზე გაამახვილეთ.

ცხვრის ტყავის ქურთუკი თოვლის დედოფლის ქამრით, 829 ლარი

ნავი ფეხსაცმელი Manolo Blahnik, 3326 ლარი

მოწყობილობა glo HYPER PLUS, 56 ლარი

ქალის ჩუსტები ბულდოგებით Razgulyaev x Blagonravova, 435 ლარი

მშვილდოსანი

მისთვის განკუთვნილი საჩუქარი არა მხოლოდ თანამედროვე და ფუნქციური, არამედ გამძლეც უნდა იყოს. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი გარემოზე ზრუნავს, ამიტომ მასალის ხარისხს და წარმოების მეთოდს ყურადღებას აქცევს. ნატურალური და გადამუშავებული ქსოვილის ტანსაცმელს, ორგანულ კოსმეტიკას, მრვალჯერად ჭიქებს ან მზის ენერგიის ბატარეებს გადახედეთ.

ლურჯი ჭიქა ლითონის მილით და წარწერით „Greates of All Time” Typo, 65 ლარი (Asos)

ხელოვნური ბეწვის ქურთუკი Apparis, 1309 ლარი

ჯინსის პერანგი 100% ბამბა H&M, 100 ლარი

დიდი ბამბის ჩანთა აბსტრაქტული პრინტით ASOS DESIGN, 35 ლარი

თხის რქა

მიწის სტიქიის წარმომადგენელს კომფორტი და პრაქტიკულობა უყვარს და საჩუქრის არჩევას გონივრულად უდგება. შეგიძლიათ ორიგინალური იდეებიც არ გააოცოთ. აქცენტი კლასიკაზე გააკეთეთ და ნამდვილად არ შეცდებით. შესანიშნავი საახალწლო საჩუქარი: თბილი ნაქსოვი სვიტერი, მოცულობითი შარფი, ხელთათმანი, წინდა ან რბილი როლინგი. მოკლედ ყველაფერი, რაც სიცივეში გაათბობს და ზამთრის გარდერობის გამრავალფეროვნებაში დაეხმარება.

ხელნაკეთი სვიტერი Mirstores, 506 ლარი

ქაშმირის შარფი Uniqlo, 174 ლარი

ხელთათმანები Glove.me, 192 ლარი

ირმებიანი წინდების ნაკრები St.Friday Socks, 39 ლარი

მერწყული

ენერგიული და მხიარული მერწყული ნამდვილად ნასიამოვნები დარჩება, თუ აჩუქებთ ისეთ ნივთს, რომელიც ჰობისთვის ან სამოგზაუროდ გამოადგება. ასეთ ხალხს ერთ ადგილზე გაჩერება არ უყვარს, ისინი აქტიურ გართობაზე გიჟდებიან და სპორტის ახალ სახეობას ადვილად ეუფლებიან. სავარჯიშო ფორმა, ახალი ბოტასი, იოგის ხალიჩა, სნოუბორდი: ნებისმიერი ვარიანტი აირჩიეთ და დარწმუნებული იყავით, რომ ნამდვილად მოეწონება!

სპორტული ბიუსჰალტერი Calvin Klein, 218 ლარი

ზამთრის კეტები Puma, 257 ლარი

საფეხმავლო ფეხსაცმელი Oysho, 350 ლარი

იოგის ხალიჩა Oysho, 175 ლარი

თევზები

საჩუქრით მისი გაოცება რთულია – მას უკვე ყველაფერი აქვს! თავის მტვრევა მოგიწევთ, რომ რაღაც ახალი იპოვოთ. გირჩევთ აქსესუარებს თვალი გადაავლოთ, მაგალითად თმის აქსესუარებს. შესანიშნავი ვარიანტი: აბრეშუმის რეზინა და სარჭი, თბილი ბეწვის ქუდი, მოდური თმისამაგრი, აბადოკი. რაღაც თავშეკავებული, საბაზისო აირჩიეთ, რაც ნებისმიერ სტილს ჰარმონიულად შეერწყმება.

ფუმფულა მატყლის ქუდი Other Stories, 109 ლარი

4 აბრეშუმის თმის სამაგრი 8 HORAS of silk, 70 ლარი

აბრეშუმის ბალიშისპირი 8 HORAS of silk, 175 ლარი

ტყავის თმის რეზინა Jil Sander, 644 ლარი