Connect with us

საკითხავი

ვერაფრით მიხვდებით, თუ რაზე მიგანიშნებთ ეს თეთრი ხაზი ნედლი კვერცხის შიგნით

კვერცხი სასარგებლო ნივთიერებების და მიკროელემენტების საწყობია. ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის ამ პროდუქტით საუზმობს. ალბათ გინახავთ, ნედლი კვერცხის გატეხვისას პატარა თეთრი ძაფები კვერცხის გულის გვერდით. თუმცა მისი მნიშვნელობის შესახებ ცოტამ თუ იცის.

როგორც აღმოჩნდა, ეს სპეციალური ცილის ძაფებია, რომლებიც მცირე თოკებად იგრიხება – ქალაძა.

როგორ შევამოწმოთ ახალია თუ არა კვერცხი

თუ კვერცხი განაყოფიერებული იქნა, მის გულზე წითელი წერტილები, ჩანასახოვანი დისკი წარმოიქმნება. ქალაძა საჭიროა იმისთვის, რომ კვერცხის შიგნით კვერცხის გულის მდგომარეობა დააფიქსიროს. ამრიგად, როგორც არ უნდა გადააბრუნოთ კვერცხის გული, მისი ჩანასახოვანი დისკი მაინც ზემოთ იქნება – იქ, სადაც ყველაზე თბილი ადგილია.

გატეხილ ქათმის კვერცხში ასეთი ძაფების არსებობს მის სიახლეს ადასტურებს, რადგან დროთა განმავლობაში ქალაძას დაშლის თვისება აქვს. თუ ასეთი ძაფები კვერცხის გულის ერთ მხარეს მაინც შენიშნეთ, თქვენს წინაშეა ახალი კვერცხი.