Connect with us

ჰოროსკოპი

ვენერა ჰოროსკოპის სახლებში: რა უნდა იცოდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტის პოზიციის შესახებ

ვედურ ასტროლოგიას (ჯიოტიში) ერთ–ერთი ყველაზე რთული სტრუქტურა აქვს, თუმცა მასში გარკვევა რეალურია. ბედის გამოსაცნობად გამოიყენება ვედური ჰოროსკოპი ადამიანის დაბადებისას ვარსკვლავების და პლანეტების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

ადამიანის ბედი, მისი წარსული და მომავალი რომ გაიგოთ, ვედური ასტროლოგები ნატალურ რუკას ქმნიან. მის ასაგებად აუცილებელია ისეთი მონაცემები, როგორიცაა დაბადების ადგილი, საათი და დაბადების თარიღი.

როგორაა მოწყობილი ჯიოტიში

ნატალურ რუკაზე გამოსახული იქნება დაბადების მომენტში პლანეტების ადგილმდებარეობა. მათი პოზიცია ზოდიაქოს ნიშნებთან ერთად ადამიანის ბედს განსაზღვრავს.

ნატალურ რუკაში გამოყოფილია 12 სახლი – ადამიანის ბედის გაშიფვრა დამოკიდებულია სახლებთან მიმართებაში პლანეტების მდებარეობაზე.

თითოეული სახლი გარკვეულ სფეროზეა პასუხისმგებელი. პირველი სახლი მთავარ სახლად მიიჩნევა. 1–ელ, მე–5 და მე–9 სახლში პლანეტების მოხვედრა კარგი ნიშანია, ხოლო მე–6 და მე–12 სახლში არახელსაყრელ პროგნოზს უკავშირდება.

1 – თავად ადამიანი, მისი პიროვნება, ჯანმრთელობა;

2 – ფინანსები, ფული, კეთილდღეობა;

3 – ძმები, დები;

4 – დედა, ემოციები;

5 – ბავშვები, განათლება, შემოქმედებითი შესაძლებლობები;

6 – ავადმყოფობა, მტრები, დაბრკოლებები გზაზე;

7 – პარტნიორი, მეუღლე, ცოლქმრული ურთიერთობა;

8 – ხანგრძლივი სიცოცხლე;

9 – წარმატება;

10 – სამსახური, კარიერა;

11 – ოცნებები, სურვილების ასრულება;

12 – დანაკარგი, ხარჯი, ზარალი.

მთავარი პლანეტები სახლებში

ნატალურ რუკაზე მთავარ პლანეტებად ითვლება მზე, მთვარე, მარსი და ვენერა. მზე ცხოვრების მთავარ მიზანს ასახავს. მთვარე ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე ადამიანის რეაქციას ასახავს. მარსი აგრესიას და ძალაუფლებას უკავშირდება, ხოლო ვენერა ქალურობასა და სინაზეზეა პასუხისმგებელი. ვენერა კაცების (როგორც ქალების) სახლებში ფინანსებთან და შემოსავლებთან ასოცირდება. მსგავსი გავლენა მარსსაც აქვს.

მარსი ვენერას სახლში – კომბინაცია, რომელიც ადამიანს აიძულებს ყველაფერში სრულყოფილება ეძებოს – სამსახურში, კარიერაში, ურთიერთობებსა და გარეგნობაში. ვენერა სატურნის სახლში მიზნის მისაღწევ გზაზე დაბრკოლებებს გულისხმობს. უსიამოვნებების გადალახვა ურთიერთობას უფრო მტკიცეს ხდის, ხოლო თუ ვერ გაუმკლავდებით, შესაძლოა, ეს თქვენი ბედისწერა იყო.

ვენერა ნატალური რუკის სახლებში

ჯიოტიშის ჰოროსკოპის თანახმად, ვენერა ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოდით გავარკვიოთ, რას ნიშნავს ვენერას პოზიცია ქალთა სახლებში. ცალკე უნდა შევისწავლოთ, ვენერა სინასტრიის სახლებში – ეს ასპექტი ურთიერთობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვენერა 1–ელ სახლში

ასეთი ადამიანი კეთილგანწყობილი, კეთილმოსურნეა. ის მოვლენებზე ემოციურად რეაგირებს. გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ხშირად სხვების გავლენის ქვეშ ექცევა. მის ნაკლია პატივმოყვარეობა და სხვების აზრზე დამოკიდებულება, ზოგჯერ ინფანტილიზმი. ქალი ვენერას ასეთი პოზიციით სხვისი დახმარებით ხშირად სარგებლობს, მაგრამ სხვებსაც ეხმარება.

ვენერა 1–ელ სახლში ფულის დაგროვებას ართულებს და ხალხს სარისკო ფინანსური თავგადასავლებისკენ უბიძგებს.

ვენერა მე–2 სახლში

ქალებსაც და კაცებსაც კომფორტი უყვართ, ფულის დაზოგვა და გამრავლება იციან. გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს ფიქრობს, ყველა დადებით და უარყოფით მხარეს აფასებს. ხშირად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია და არ ნანობს.

გამოირჩევა სტაბილურობით და საიმედოობით – მასთან საქმიანი ურთიერთობა ძლიერია, ქორწინება ხანგრძლივი. ნაკლოვანებებიდან შეიძლება აღინიშნოს ამპარტავნება და შერჩევითობა, ასევე ეგოიზმი.

ვენერა მე–3 სახლში

არტისტული ბუნების მქონე ადამიანი, რომელსაც ხელოვნება ყველა მიმართულებით უყვარს. ვენერა მე–3 სახლში საშუალებას გაძლევთ მყარი ურთიერთობები შექმნათ როგორც სამსახურში, ასევე პირადში. სიმპათიები მნიშვნელოვანია – მათ, ვინც მოწონს, სრულად მხარს უჭერს.

გამოირჩევა მხიარულობით, ემოციურობით, პოზიტივით და ახლის შესწავლის სურვილით. უარყოფითი მხარე: არასაიმედოობა და შერჩევითობა.

ვენერა მე–4 სახლში

მისთვის ოჯახში სტაბილურობა მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ცხოვრების სხვა სფეროშიც ყველაფერი კარგად იქნება. აღინიშნება ხელოვნების, კითხვის და კინოს მიმართ სიყვარული. ოჯახის მიმართ სიყვარული ჭარბობს – სარგებელს იღებს მშობელი, ძმა, და, პარტნიორი და შვილები. ნებისმიერი, ვინც ოჯახის წევრს გააბრაზებს, რისხვას მიიღებს.

არჩევის დროს ემოციურად მოქმედებს, არგუმენტებს და ფაქტებს ყურადღებას არ აქცევს. კრიტიკას ვერ იტანს, ხშირად ეჭვიანია.

ვენერა მე–5 სახლში

ესთეტიკა, სილამაზის სიყვარული და ჰარმონია – აი, რით გამოირჩევა ასეთი ხალხი. მხიარული ადამიანია, რომელიც ირგვლივ პოზიტივს ქმნის. შექება და კომპლიმენტები უყვარს, ეს განვითარების სტიმულს აძლევს.

ასეთი ადამიანი შეიძლება გარეგნობამ მოატყუოს. ეს კი უსიამოვნო შეცდომებს იწვევს. დიდი მსხვერპლისთვის მოემზადეთ.

ვენერა მე–6 სახლში

პრაქტიკული ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე არ იღებს. ყველაფერს დეტალურად სწავლობს, რაც მას და გარშემომყოფებს ხელს უშლის, გარკვეულ თავისუფალ მოქმედებას ართმევს. ზოგი მას პედანტად მიიჩნევს, ზოგი კი მომთხოვნად.

საკუთარ და სხვების ნაკლოვანებებს ხედავს. ამის გამო მასთან მუშაობა და ურთიერთობა (როგორც სამსახურში, ასევე პირადში) რთულია. ზომიერად ხარჯავს და ემოციურ ფონზე უაზრო შესყიდვები არ ახასიათებს.

ვენერა მე–7 სახლში

ასეთ ადამიანს ნებისმიერთან კონტაქტის დამყარება შეუძლია. სამსახურში წარმატებულია, კომპანიის სულია და ბევრი მეგობარი ჰყავს. კომუნიკაბელურობით და ოპტიმიზმით გამოირჩევა. მის ცხოვრებაზე საზოგადოებრივი აზრი სერიოზულ გავლენას ახდენს.

ადამიანებს კარგად უგებს და პარტნიორის პოვნა არ უჭირს, რომელიც მას მშობლიურ ადამიანად აღიქვამს და მოუსმენს. გარკვეული ანგარიშიანობით გამოირჩევა.

ვენერა მე–8 სახლში

ვენერა მე–8 სახლში მატერიალური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე მიგითითებთ. ასეთი ადამიანი მკაფიო მიზანს ისახავს, რომლის მიღწევასაც აპირებს. გზაზე პრობლემები და დაბრკოლებები ელოდება.

ვენერამ მორიელის სახლში შეიძლება სტაბილურ, ხანგრძლივ ურთიერთობებს ხელი შეუშალოს. ადამიანები ფრთხილად მოქმედებენ, ბევრს არ იძენენ, რომ შემდეგ არ დაკარგონ და ზარალის გამო არ დაიტანჯონ. ქორწინების შემთხვევაში ვნებებით და ურთიერთობების გარკვევით სავსეა.

ვენერა მე–9 სახლში

უყვარს მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა, უჩვეულო და ახალი ადგილების დათვალიერება.

პარტნიორს აიდეალებს, ამიტომ ხშირად შეუფერებელ ურთიერთობას იწყებს. ვენერას ხელსაყრელი პოზიციის პირობებში ეს კარგი ნიშანია და ძლიერი ქორწინების შექმნას ხელს შეუწყობს. ახასიათებს ფულის ხარჯვა, ხშირად დაუფიქრებელი ხარჯვა, თუმცა ამას არ ნანობს. გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად ნერვიულობს და შესაძლო კონფლიქტებს თავს არიდებს.

ვენერა მე–10 სახლში

ვენერას ასეთ მდგომარეობაში ქალებს კარიერაზე გავლენის მოხდენა, მისი შენელება შეუძლიათ.

პარტნიორულ ურთიერთობაში საიმედოა, ყოველთვის მხარს დაგიჭერთ და დაგეხმარებათ. მისი პროდუქტიულობა შეიძლება ემოციებზე იყოს დამოკიდებული. ცუდი განწყობა მიზნების მიღწევაში ხელს უშლის, კარგი პროცესს აჩქარებს. გამოირჩევა პატივმოყვარეობით და ხელმძღვანელი პოზიციების მიღწევის სურვილით. იმიჯი სხვა დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია.

ვენერა მე–11 სახლში

არჩევის დროს საკუთარი აზრით ხელმძღვანელობს და სხვების აზრი მასზე გავლენას არ ახდენს. ახალი, პროგრესული და უჩვეულო უყვარს, მზადაა გამოსცადეს მაშინაც კი, თუ სხვებს ეშინიათ. ხშირად საკუთარი სცენარის მიხედვით მოქმედებს, რომელიც საზოგადოებაში მიღებული სცენარისგან განსხვავდება.

ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც საქმიანობაში მხარს უჭერენ. მეგობრული კომპონენტი ურთიერთობაშიც მნიშვნელოვანია – ხშირად რომანი ან ქორწინება მეგობრობით იწყება.

ვენერა მე–12 სახლში

ჩვეულებრივ, ჩაკეტილია, გრძნობების დემონსტრირება არ უყვარს. მეორე მხრივ, ყველასთან ასე არაა. ვენერა მე–12 სახლში ქალებს ახლო ადამიანთან ურთიერთობაში ემოციურობას ჰპირდება, მაგრამ რომანის დეტალების შესახებ არავის ეცოდინება. ფულს უპრობლემოდ შოულობს და სხვებს გულუხვად უზიარებს.

ვენერა სახლებში: კიდევ რა უნდა ვიცოდეთ

ვენერა საკმაოდ სწრაფად მიგრირებს, სამ კვირაში ერთი სახლიდან მეორეში გადადის. მნიშვნელოვანი მოვლენების (მსხვილი შენაძენი, სამსახურის შეცვლა, ქორწილი) დაგეგმვისას ვენერას სახლებში ტრანზიტი უნდა გაითვალისწინოთ – მისი ზოგიერთი პოზიცია უფრო ხელსაყრელია.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ: ვენერას მდგომარეობა სოლარიუმის სახლებში, მზის დაბრუნების ჰოროსკოპში, რომელიც ამა თუ იმ მზის წელში გარკვეული მოვლენების ალბათობის შეფასების საშუალებას გაძლევთ.