Connect with us

ჰოროსკოპი

ვენერა მშვილდოსანში: უსიამოვნებების დასასრული კუროსთვის და არც თუ ისე იოლი პერიოდი კირჩხიბებისთვის

სანამ ვენერა მორიელში გახლდათ, ალბათ გრძნობდით რომ გრძნობების, ემოციების და რთული შინაგანი კონფლიქტების სიღრმე გსურდათ… დასრულდა! ამ განწყობას 25 ნოემბრამდე დაემშვიდობეთ, რადგან ვენერა მშვილდოსანში გადავიდა და ახლა განწყობებიც სრულიად შეიცვლება! ის დაბრმავებულია ოპტიმიზმით! თამაში და თავგადასავლები სურს! სასიყვარულო ფრონტზე ყველაფერი კი არ რთულდება, არამედ გახურებას ახლა იწყებს, განსაკუთრებით თუ მშვილდოსანი, ვერძი ან ლომი ბრძანდებით!

მშვილდოსანი – კვლევებისა და ცოდნის, შეცნობის ნიშანი. შეიძლება რაღაც ახლის შეცნობის სურვილი გაგიჩნდეთ და დროა საკუთარ თავს არ შეეწინააღმდეგოთ. გაანებივრეთ თავი მარტივი რაღაცებით: მსუბუქი შეხვედრებით, საყიდლებით…

თუ მარტო ხართ, ვენერა მშვილდოსანში – კარგი დროა პაემნებისთვის. მშვილდოსანს ძალიან უყვარს ახალ ადგილებში მოხვედრა და თუ ამ პერიოდისთვის მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი – არაჩვეულებრივია! არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ ის, მოგზაურობისთვის უკეთეს დროს ვერც შეარჩევდით. თუ შვებულებას ვერ იღებთ, მაშინ თქვენს ქალაქში არსებული ის ადგილები მოინახულეთ – სადაც ჯერ არ ყოფილხართ! მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პერიოდში კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდეთ.

ეს კარგი დროა, მოიკრიბოთ სითამამე და მიწეროთ იმას ვინც მოგწონთ ან პარტნიორს თქვენი დაფარული სურვილები გაუზიაროთ. მაღალია იმის ალბათობა, რომ დადებით პასუხს მიიღებთ, რადგან მშვილდოსანი ყველას აგრძნობინებს სითამამეს და სწორხაზოვნებას.

მოდით შევაჯამოთ!

  • ისწავლეთ სიყვარულითა და მეგობრობით, ისინი ახალ სიმაღლეზე აგიყვანენ
  • სექსი – მხირულებაა, სიყვარული – თამაშია
  • ითამაშე, იმხიარულე და დატკბი ყოველი ახალი გამოცდილებით.

ვერძი

ვენერა მშვილდოსანში – გიბიძგებთ თავგადასავლებისა და სიახლეებისადმი. ნუ შეგეშინდებათ: თამამად ჩაერთეთ ავანტურებში, განსაკუთრებით რომანტიულში.

კურო

თქვენთვის, ვენერას მორიელში ყოფნა არც თუ ისე იოლი იყო. სამაგიეროდ, ეხლა შეგიძლიათ მოდუნდეთ. თუ აღმოაჩინეთ, რომ ცოტა ხნის წინ სექსი თქვენი ცხოვრებიდან საერთოდ გაქრა… გილოცავთ! ის უკან ბრუნდება!

ტყუპები

ბოლო დროს სამსახურს გაცილებით დიდი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ვიდრე სიყვარულს (და ეს ნორმალურია!), თუმცა მოემზადეთ მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ის თქვენს პირად ცხოვრებას გამოაცოცხლებს და თუ მარტოსული ხართ, თქვენთვის რამდენიმე სიმპათიურ არსებას შემოგთავაზებთ ასარჩევად.

კირჩხიბი

თქვენთან ყველაფერი პირიქითაა. ბოდიშს გიხდით, მაგრამ, მოგიწევთ სამსახურს მეტი დრო დაუთმოთ. დროა ექსტრავერტად იქცეთ, ვენერას არ უყვარს ისინი ვინც სამსახურში დროს “ნაპერწკლის” გარეშე ატარებს. თუ მოტივაციას ვერ გრძნობთ, მაშინ კოლეგები გაიცანით უფრო ახლოს.

ლომი

ყველაფერი რიგზე გაქვთ. მართლა! ზღვა ენერგია, სხეული თითქოს დაელექტროვდა, ლიბიდო უმაღლეს წერტილზე, გსურთ ყველაფერი ახლა და ამ წუთას! მთავარია – ეს ენერგია ფესვებშივე არ ჩაახშოთ: ნუ დარჩებით სახლში და საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. იარეთ, გამოიკვლიეთ, გაეცანით… ახლა ისეთი ქარიზმატული ხართ, როგორც არასდროს!

ქალწული

თქვენი მთავარია პრიორიტეტი – სახლი და ოჯახია. იგრძნობთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა უფროს ნათესავებსა და მშობლებთან. თუ მათგან შორს ხართ – ნუ დაგავიწყდებათ დარეკოთ და გაიგოთ თუ როგორ არიან ისინი.

სასწორი

ბევრი ურთიერთობა, ძალიან ბევრი ურთიერთობა – ახალი სახეები, ნაცნობობა… თავს შესანიშნავად იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. ნუ გაჩერდებით. ჯერ კონტაქტი დაამყარეთ, შემდეგ კი მოიფიქრებთ თუ რაში გამოგადგებიან ისინი.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ ანაწილებთ ბიუჯეტს. ვენერა გარდა იმისა, რომ სასიყვარულო განცდებზეა “პასუხისმგებელი” ის ასევე ფინანსებშიც კარგად ორიენტირდება. ნუ გააკეთებთ გაუცნობიერებელ დანახარჯებს, თუმცა თუ რაიმეს ყიდვა დიდი ხანია გინდოდათ, ვენერა აუცილებლად დაგიჭერთ მხარს.

მშვილდოსანი

თქვენთვის მართლაც, რომ არაჩვეულებრივი პერიოდია! სამსახური თქვენს ხელში გიზგიზებს, ყველას აღფრთოვანებული მზერა თქვენსკენ არის მომართული. ძალიან ბევრი გეგმა გაქვთ, რომლებიც უბრალოდ განწირულია წარმატებისთვის! ნუ დაამუხრუჭებთ და ნუ გაჩერდებით!!!

თხის რქა

თქვენ და მშვილდოსანი ძალიან განსხვავდებით და ეს შეიძლება არც თუ ისე მარტივი დრო აღმოჩნდეს შენთვის. მდგომარეობას რეტროგრადული მერკურიც ართულებს. გაუშვით ურთიერთობები რომლებმაც თავი ამოწურეს და ეცადეთ ახალი საქმეები დაიწყოთ. აჯობებს ცოტა ხნით ინტროვერტი გახდეთ, ჩაიკეტოთ სახლში და სერიალებს უყუროთ.

მერწყული

რომანტიკა და სექსი ახლა თქვენთვის პრიორიტეტი ნამდვილად არ არის, თუმცა შესაძლოა სახლში მეტი დროის გატარება ისურვოთ. ნუ ეტყვით თქვენს თავს ამაზე უარს – თამამად მიუჯექით სუფრას ან ჩაის სერვიზი გამოიღეთ კარადიდან.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ თქვენს კარიერას. შესაძლოა, ახლა დაწინაურების იშვიათი შესაძლებლობა გაგიჩნდეთ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ხელიდან. მაგრამ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ვენერას აქტიურები უყვარს, თუ გულხელდაკრეფილი იჯდებით – ვერაფერს მიაღწევთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.