Connect with us

ჯანმრთელობა

ვაშლის ძმრის და თაფლის ნარევის სარგებელი: როგორ ჩავსვათ რაციონში ფრთხილად

ნატურალური ვაშლის ძმარი არა უბრალო პროდუქტია, რომელი კერძის გემოს აუმჯობესებს. საუკუნეების განმავლობაში მას სამკურნალო მიზნით იყენებდნენ. ძმრის სამკურნალო ეფექტების სპექტრი საკმაოდ ფართოა. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების დეტალურ ანალიზს.

ნატურალური ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვომი საშუალებაა. გახსოვდეთ, რომ ნატურალური ვაშლის ძმარი განსხვავდება იმისგან, რასაც სუპერმარკეტებში გვთავაზობენ. ასეთი ძმარი ხშირად მონასტრების დახლებზე იყიდება.

ჩვენს დროში რამდენიმე ცნობილი ბრენდი არსებობს, რომლებიც ნატურალურ კვების პროდუქტს ამზადებენ. ორგანული დაუმუშავებელი ვაშლის ძმარი ახალ დაწურული ვაშლის წვენის და აცეტობაქტერიის დახმარებით მიიღება.

სამკურნალო პროდუქტს სხვადასხვა მიზნით იყენებენ. მაგალითად, მოხდენილი ფორმების მისაღებად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ბოლო პუნქტს რთულია არ დავეთანხმოთ, რადგან ნატურალური ვაშლის ძმარი ნამდვილი ვიტამინების ბომბაა. ის შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, C, A და E ვიტამინებს, ასევე კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს. გარდა ამისა, პროდუქტი ორგანული მჟავის წყაროა.

ვაშლის ძმარს ენზიმების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო დღეგრძელობის სასმელს უწოდებენ. ის ბერების რაციონში მუდმივად შედის. ისინი თვლიან, რომ ეს პროდუქტი არა მხოლოდ სიცოცხლეს ახანგრძლივებს, არამედ დაღლილობისა და უძილობისგან გვიცავს. გარდა ამისა, მის დალევას ურჩევენ მათ, ვისაც ნერვული აშლილობა აწუხებს.

სამკურნალო პროდუქტი შეგიძლიათ კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. მაგალითად, ცხიმიანი კანის მფლობელებს უხდება. სახეზე ზედმეტი სიპრიალის მოსაშორებლად დრო და დრო ვაშლის ძმრის ნიღაბი გაიკეთეთ. 1 ს/კ თაფლი, 0,5 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ ძმარი აურიეთ. მიღებული ფაფა სახეზე წაისვით, კანი დაიმასაჟეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ვაშლის ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ჭამის შემდეგ სიმძიმეს ან გულისრევას გრძნობთ. მას ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლადაც სვამენ. ამისთვის 4 კვირიანი კურსი გაიარეთ, ყოველ დილით უზმოზე ძმარი–თაფლის სასმელი დალიეთ. 2 ჩ/კ ძმარი და 1 ჩ/კ თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალში აურიეთ. მიღების შემდეგ პირში სუფთა წყალი გამოივლეთ.

გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. კურსის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. უმჯობესია დიეტოლოგს მიმართოთ. ზოგჯერ ორგანიზმი მჟავაზე ცუდად რეაგირებს. ამ შემთხვევაში 2 ჩ/კ ძმარი ძალიან ბევრია და დოზა 0,25 ჩაის კოვზამდე შეამცირეთ. სხვათა შორის, მსგავს ტექნიკას თავის დროზე ვიქტორია ბექჰემი იყენებდა.

გამოყენების სხვა ვარიანტები

ვაშლის ძმარი ნატურალურ დეოდორანტად გამოიყენება. ძმრით იღლიები გაიწმინდეთ. მას თმის გასაძლიერებლად და ბზინვარების მისანიჭებლად აქტიურად იყენებენ. პროდუქტი გამოადგება მათ, ვისაც მწერის ნაკბენის შემდეგ ძლიერი ქავილი აწუხებს. ვაშლის ძმარი შეშუპებას აქრობს და კანზე უსიამოვნო შეგრძნებას მოგაშორებთ.

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების ასეთი დიდი სიის მიუხედავად, მისი გამოყენება ყველასთვის არ შეიძლება. უკუჩვენებებს აუცილებლად გაეცანით და გამოყენებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

თუ რაციონში ვაშლის ძმრის დამატებას აპირებთ, მხოლოდ სანდო ადგილებში შეიძინეთ. სჯობს, მისი დამოუკიდებლად მომზადება ისწავლოთ.