Connect with us

ჯანმრთელობა

ვაშლის სასარგებლო თვისებები და მათი დამოკიდებულება ხილის ფერზე

გემრიელი და ხელმისაწვდომი ვაშლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის. დღეში 1 ვაშლის ჭამა ვიტამინების და მიკროელემენტების ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ასე იმუნიტეტის გაძლიერებას და ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ხელს შეუწყობთ. იცით, რომ ვაშლის სასარგებლო თვისებები მის ფერზეა დამოკიდებული?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვაშლის ქერქის ფერი არა მხოლოდ გემოს, არამედ შემადგენლობას განსაზღვრავს. ამ დეტალების ცოდნით ზუსტად იმ სახეობის ხილს შეარჩევთ, რომელიც კონკრეტულად თქვენ გიხდებათ. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, სასარგებლო ინფორმაცია შეინახოთ ან ჩაიწეროთ, თქვენც გამოგადგებათ!

ვაშლის სასარგებლო თვისებები და მისი ფერი

მწვანე ვაშლი ძალიან ბევრ ქლოროფილს შეიცავს, რომელიც სისხლს წმენდს, ორგანიზმიდან წიდებს და ტოქსინებს გამოდევნის. თუ ალერგიული ხართ, თქვენს ყოველდღიურ მენიუში მწვანე ხილი აუცილებლად ჩართეთ.

მწვანე ვაშლი ბევრ რკინას შეიცავს. ისინი ნაწლავებში მავნე პათოგენებს უმკლავდებიან. მათი ზრდის ჩახშობა კი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ყვითელი ვაშლი კი ბევრ კაროტინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში ბევრ პროცესში მონაწილეობს. კაროტინის მიღება აუცილებელია. ყვითელი ვაშლი ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს სასარგებლოა.

ზოგიერთი ადამიანი ხილში შაქრის შემცველობას მის ფერს უკავშირებს. მართალია, მწვანე ვაშლი ნაკლებ შაქარს შეიცავს, მაგრამ სხვაობა უმნიშვნელოა. მეცნიერების თქმით სხვადასხვა სახეობებში სუფთა ნახშირწყლების რაოდენობაც კი მცირედით განსხვავდება.

კაშკაშა წითელ ნაყოფს ულტრაიისფერი სხივებისგან ძლიერი დაცვა სჭირდება, ამიტომ ასეთი ფერის ვაშლში ბევრი ანტოციანინი შედის. ეს ნივთიერება ორგანიზმში მოხვედრისას ნაადრევი კვდომისკენ მიდრეკილ უჯრედებს იცავს. სასარგებლო თვისებები ვაშლის ქერქშია თავმოყრილი, ამიტომ არ გადააგდოთ.

მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ფერის ვაშლს აირჩევთ, ორგანიზმისთვის მაინც სასარგებლოა. ხილი სხვადასხვა დიეტების მენიუში ხშირად შედის, მისი მიღება დიაბეტის დროსაც შეიძლება. ამასთან, ვაშლი ძალიან გემრიელია. ვფიქრობთ, დროა, ვაშლი ვჭამოთ!