Connect with us

ჯანმრთელობა

ვარსკვლავური რჩევა ლაიმა ვაიკულისგან: როგორ უნდა ვიწონიდეთ 50 კგ-ს ნებისმიერ ასაკში მტანჯველი დიეტების გარეშე

ახალგაზრდობის ელექსირი, რომლის შესახებ მხოლოდ ზღაპრებში საუბრობენ, სინამდვილეში არსებობს. ელექსირი არა ჭკვიანმა, ყველაფრის მცოდნე ბრიტანელმა მეცნიერებმა, არამედ რამდენიმე თაობის საყვარელმა მომღერალმა, ლაიმა ვაიკულიმ აღმოაჩინა. რაც თავი მახსოვს, ეს ქალი ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურებოდა სცენაზე, ინტერვიუს დროს და შემთხვევით სურათზეც კი. მას არანაირი ზედმეტი კილოგრამები არც ახალგაზრდობაში და არც ზრდასრულ ასაკში არ აწუხებდა. ცეცხლოვანი თვალები, უნიკალური ხმა, კაშკაშა წარმოდგენები და მილიონობით ყოფილი საბჭოთა კავშირის დროის ადამიანის და ბევრი თანამედროვე თაყვანისმცემლების სიყვარული მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

არსებობს კი საიდუმლო? ლაიმა ვაიკული საკვებით არასდროს ყოფილა ისე გატაცებული, როგორც სცენით. ის დღეში 3-ჯერ, მხოლოდ მარტივი კერძებით იკვებება. საკვების მიღებებს შორის სვამს ჩაის თაფლთან და ლიმონთან ერთად. ლაიმა აღიარებს, რომ გასტროლების დროს წონაში 4 კგ-ს იმატებს, რაც მისი ნორმალური წონისთვის უვკე გადაჭარბებაა. მომღერალი ზედმეტ წონას მხოლოდ 9 დღეში იშორებს.

მინუს 9 კგ 9 დღეში

დიეტა 3 ციკლად (თითო ციკლი სამ დღეზე) იყოფა. თითოეული ციკლის მენიუს შეიძლება სამარხვო ვუწოდოთ. ასეთი მოსაწყენი რაციონის შესანარჩუნებლად ლაიმა ცოტა სოიოს სოუსს იყენებს, ასევე მშრალ ბალახებზე უარს არ ამბობს. ამის გარდა, ყოველდღიურად 2 ლ წყალს სვამს.

ციკლი 1: პირველი სამი დღის განმავლობაში მომღერალი მხოლოდ ყავისფერ ბრინჯს მიირთმევს. მას წყალზე ამზადებს: 1 ნაწილი მარცვლეული და 2 ნაწილი წყალი. რატომ ყავისფერი ბრინჯი? ის ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს. თუ სახლში ყავისფერი ბრინჯი არ გაქვთ, შეგიძლიათ თეთრი ბრინჯი გამოიყენოთ. მოხარშვის წინ ბრინჯი წყალში აუცილებლად დაალბეთ.

ციკლი 2: მომდევნო სამი დღე ნამდვილი ფუფუნებაა, თუ წინა პერიოდს შევადარებთ. მომღერალი ქათმის ფილეს მარილის გარეშე ხარშავს. ასეთი საკვები არა მხოლოდ დაგანაყრებთ, არამედ კუნთოვან ქსოვილებსაც შეგინარჩუნებთ. დიეტის დარღვევის სურვილი რომ არ გაგიჩნდეთ, ქათმის ფილეს სოიოს სოუსი და ბალახების ნარევი მოასხით. ბევრი წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ.

ციკლი 3: ბოლო სამი დღის განმავლობაში თქვენ ვაშლი უნდა მიირთვათ. მხოლოდ ნაკლებად ტკბილი ჯიში აირჩიეთ. რაც შეეხება ხილის რაოდენობას, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი ვაშლი, ასევე გამომცხვარი ან ფრეში მოამზადოთ. ამ ეტაპზეც ბევრი წყლის დალევა აუცილებელია.

რამდენის დაკლება შეიძლება

ასეთ დიეტას შეიძლება სწრაფი მეთოდი ვუწოდოთ. უკვე პირველი ციკლის შემდეგ 3 კგ-მდე დაკლებას შეძლებთ. 9 დღეში კი 10 კგ-ს მოიშორებთ, ზოგიერთ შემთხვევაში 11 კგ-ს! რაც უფრო ხანგრძლივია რეჟიმი, მით უფრო ინტენსიურად დაწვავთ ცხიმებს. წონის შემცირებამ დღიურად შეიძლება მინუს 1.5 კგ-ს მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ 163 სმ სიმაღლის ლაიმა ვაიკული უკვე წლებია 47 კგ-ს იწონის. სწორედ დიეტა, ასევე სწორი კვება მომღერალს შედეგის შენარჩუნებაში ეხმარება მაშინ, როცა მილიონობით ქალბატონი თუნდაც რამდენიმე კილოგრამის დაკლებას ცდილობს.

ჯანსაღი კვება ლაიმა ვაიკულესგან

წესები მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერი ექიმი დიეტოლოგი იმავეს გეტყვით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, ყოველდღე ამ წესების დაცვისთვის ნებისყოფა თუ გეყოფათ.

  • ყოველდღე ბევრი წყალი დალიეთ
  • შავ ჩაიზე უარი თქვით და ბალახების ან მწვანე ჩაით ჩაანაცვლეთ;
  • მხოლოდ მცირე პორციებით მიირთვით;
  • ცხიმიან და შემწვარ კერძებზე, ტკბილეულსა და შებოლილ პროდუქტებზე უარი თქვით;
  • რაციონში ჩართეთ სასარგებლო ცხიმები, ასევე მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი, რომ ბოსტნეულის სალათებს მოასხათ.
  • მაღალ ცილოვანი პროდუქტები შეიძინეთ: სახამებლის გარეშე ბოსტნეული, ხილი, ინდაურის ხორცი, ქათმის ხორცი, პარკოსანი და თინუსი.

ამასთან ფიზიკური ვარჯიში არ უნდა დაგავიწყდეთ. კარგ დიეტასთან კომბინაციაში შესანიშნავ შედეგს სწრაფად მიაღწევთ. ეს ცხრა დღიანი დიეტა კატეგორიულად აკრძალულია ორსული ქალებისა და მეძუძურე დედებისთვის, სსევე თირკმლების დაავადების დროს. თუ თქვენ ცოტა ხნის წინ სერიოზული დაავადება გადაიტანეთ, რომელმაც ორგანიზმი დაასუსტა, რამდენიმე კვირა მოიცადეთ, სანამ ამ დიეტაზე შეჩერდებით.

ლაიმა ვაიკულის გარეგნობა შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ჯანსაღი კვება და საჭირო დროს დიეტა ხანგრძლივი დროით მოხდენილი ფორმების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ეს წესი ძვირადღირებულ პროდუქტებსა და პროცედურებს არ მოითხოვს. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, ვიდრე ვფიქრობდით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.