Connect with us

საკითხავი

ვანგას ძლიერი ლოცვა მათთვის, ვისაც დაორსულება სურთ

დღეს ერთ–ერთი მკითხველის, ნინას საინტერესო ისტორიას გიზიარებთ. ნინას რძალი დიდხანს დაორსულებას ვერ ახერხებდა, თუმცა ვანგას ამ ძლიერი შელოცვის წყალობით ყველაფერი შეიცვალა.

ძლიერი ლოცვა უშვილობის დროს

„გამარჯობა, ძვირფასო რედაქცია. თქვენთან ბევრი საინტერესო ისტორია წავიკითხე და ჩემი ოჯახის ამბავიც მინდა გაგიზიაროთ. მთელი ჩემი ოჯახისთვის ეს დიდი ბედნიერებაა და მსურს ამის შესახებ ყველას ვუამბო.

ჩემი შვილი თითქმის 4 წელია დაქორწინებულია. გულწრფელად ვაღიარებ, თავიდან რძალთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ ერთი შვილი მყავს და სხვა ქალისთვის მისი მიცემა გამიჭირდა. თუმცა ამ ისტორიის მთავარი სათქმელი ჩვენს ურთიერთობას არა, უფრო მათ ოჯახურ სიტუაციას ეხება.

დაოჯახებისთანავე ახალგაზრდები ცალკე საცხოვრებლად გადავიდნენ. ერთ წელში იპოთეკური სესხით ბინა აიღეს, ჩვენ ბინის გარემონტებაში დავეხმარეთ. მოკლედ, ცხოვრება ზომიერია, ფული გვყოფნის. სამი წელი ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ შვილები ჯერ არ ჰყავდათ. პირდაპირ კითხვა არ მსურდა, მაგრამ ძალიან განვიცდიდი.

სწორედ მაშინ, ძველი გაზეთი ვიპოვე, სადაც დასაორსულებლად ვანგას შელოცვა წავიკითხე. თითქსოდა ხელში თავისით ჩამივარდა. გადავწყვიტე, რომ ნამდვილად ბედია. სიხარულით რძალთან გავიქეცი და ასეთი მეთოდის ცდაც შევთავაზე. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, მსგავსი რამის დიდად არ მჯერა.

რძალს ვესტუმრე, ამ დროს ჩემი შვილი სახლში არ იყო. ბავშვზე საუბარი წამოვიწყე. როგორც ჩანს, ეს უკვე დიდი ხანია აწუხებდა, რადგან ცრემლ მორეულმა ყველაფერი ისე მითხრა, როგორც იყო. თურმე უკვე მესამე წელია ბავშვის გაჩენას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ, ყველა ანალიზი ნორმაშია, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ.

სწორედ მაშინ შელოცვა მივეცი და ვასწავლე, როგორ წაეკითხა. და რას ფიქრობთ? სამი სავსე მთვარის შემდეგ ბავშვებმა შემატყობინეს, რომ მატებას ელოდებიან. აი, უკვე ბებობისთვის ვემზადები, ნოემბერში შვილიშვილს ველოდები“.

შელოცვა

ნინამ შელოცვაც გამოგვიგზავანა და მისი წაკითხვაც გვასწავლა. ვანგას შელოცვა ახალ მთვარეზე (1–დან მე–2 დღემდე) დაახლოებით შუაღამეს უნდა წაიკითხოთ. ბავშვის ყოლის მსურველი ქალი ქუჩაში ან აივანზე უნდა გავიდეს, ხელით მუცელს მოეფეროს და ხმამაღლა წარმოთქვას:

„მამაო ჩვენო, ყოვლისშემძლე! როგორც მოგვეც ჩვენ წითელი მზე, ქათქათა მთვარე, ნაზი ღრუბლები, კაშკაშა ვარსკვლავები, ძლიერი ხეები, ნაზი ქარი, ისე იყოს ნება, რომ მე მხევალი ღვთისა (ჩემი სახელი), უფლის შვილი დავორსულდე. როგორც ახალი მთვარე იწყება, დაე, ასე გაჩნდეს ბავშვი ჩემს საშვილოსნოში. ამინ!“

ლოცვა ყოველ თვეს შეგიძლიათ წაიკითხოთ, სანამ არ დაორსულდებით. ვფიქრობთ, თუ ამ სიტყვებში დედობის გულწრფელ სურვილს ჩადებთ, აუცილებლად ახდება.

სინამდვილეში, რთულია ვთქვათ, თუ რა დაეხმარა ჩვენი ისტორიის გმირს დაორსულებაში. შელოცვა თუ ძლიერი სურვილი თუ უბრალოდ დანიშნული დრო მოვიდა. დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ მიზნის მისაღწევად კიდევ ერთი მეთოდის გამოცდა ზიანს არ მოგაყენებთ!