Connect with us

ყვავილები

ვამპირი ყვავილები, რომლებიც სახლში არ უნდა გქონდეთ, და დონორი ვაზონები, რომლებიც ენერგიას მოგანიჭებთ

ძველად მცენარეებს აღმერთებდნენ. სულები და ჯადოქრები მუხის ხეებს შორის ცხოვრობდნენ და ყვავილებს შორის მათი ჩურჩული ისმოდა.

ჩვენი წინაპრებისთვის ცნობილი იყო, რომ მცენარე ჯადოსნურ ძალას ფლობს და ამ თვისებების გამოყენებით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლება.

ჩვენ რატომ არ უნდა ვცადოთ?

ვამპირი ყვავილები, რომელთა სახლში ქონა რეკომენდებული არაა:

  • ნებისმიერი მცოცავი ყვავილი: ისინი ჩხუბს და ჭორებს იწვევენ, სხვადასხვა დაავადებას იზიდავენ და დადებით ენერგიას შთანთქავენ. მათი ქონა ოფისებშიც არასასურველია. ამასთან გარე მხარეს, სახლის წინ დიდი ხვართქალას ქოთნის დადება სასარგებლოა. ასე დამცავ ფუნქციას ასრულებს და სახლში ნეგატივის შემოსვლას ხელს უშლის.
  • სურო ვამპირი ყვავილია. სახლში მისი ქონა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მას მამაკაცის ენერგეტიკა აქვს და პრაქტიკულად, სახლიდან მამაკაცს აძევებს.
  • მონსტერა – ვამპირი მცენარე, ამასთან საკმაოდ ძლიერი. საძინებელ ან საბავშვო ოთახში მის დადებას მოერიდეთ. თუ სახლში პატარა ბავშვები ან მოხუცები ცხოვრობენ, მონსტერა პირველ რიგში მათით კვებას დაიწყებს. სჯობს სახლში საერთოდ არ გააჩეროთ.
  • დიფენბაჰია – ასევე ვამპირი მცენარე, რომელიც ენერგიას წაგართმევთ. პატარა ბინაში მისი ქონა არ შეიძლება. როგორც მონსტერა უფრო ფართო სივრცისთვის არის განკუთვნილი, სადაც უფრო დიდი „გამტარობა“ არსებობს. ასე უფრო სასარგებლო იქნება და სივრცეს გაწმენდს.
  • გვიმრა ვამპირ მცენარედ ითვლება და მისი სახლში ქონა სასურველი არაა, მაგრამ გვიმრის ნეგატიური ზემოქმედება შეგიძლიათ გაანეიტრალოთ. ამისთვის ქოთანი ენერგეტიკულად არახელსაყრელ ადგილას დადეთ. ტელევიზორთან ახლოს მცენარე თავს კარგად იგრძნობს.

ყვავილები, რომელთა სახლში ქონა სასურველია

საძინებელ ოთახში

  • „სიყვარულის ყვავილი“ (სპატიფილუმი) – სახელი თავის თავზე ყველაფერს ამბობს.
  • „მამაკაცის ყვავილი“ (ანთურიუმი) – სახლში მამაკაცს იზიდავს.
  • „ჩინური ვარდი“ (ჰიბისკუსი) – ნებისმიერი ვარდი ვენერას, სიყვარულის ქალღმერთის ყვავილია, რომელიც მამაკაცს იზიდავს.
  • ორქიდეა – მასაც შეიძლება სიყვარულის ყვავილი ვუწოდოთ. ის ენერგეტიკას წმენდს და განწყობას ზრდის.
  • წითელი ნემსიწვერა – ქალსა და კაცს შორის კავშირს აძლიერებს.
  • თეთრი შროშანი, ნებისმიერი ოთახის მცენარე თეთრი ყვავილებით – ეს ყვავილები (როგორც ნებისმიერი ქალი) მთვარის მფარველობის ქვეშ იმყოფება. მთვარე ქალს ჯადოსნურ ძალას ანიჭებს. თეთრი ყვავილები ფანჯრის რაფაზე უნდა დადოთ, რომ მას მთვარის სინათლე მოხვდეს და ღამით გამოიკვებოს.

საბავშვო ოთახში

  • ბალზამინი – ძალიან პოზიტიური ყვავილი, რომელიც ჰაერს და ენერგეტიკას წმენდს.

სამზარეულოში

  • ციტრუსი – მადას აუმჯობესებს.
  • ნემსიწვერა – ჰაერს და ენერგეტიკას წმენდს.
  • წითელი ია – ბინაში მაცხოვრებლების ენერგიას აძლიერებს.
  • ვარდისფერი ია – სასიყვარულო ენერგიას აძლიერებს.
  • ცისფერი ია – შემოქმედებით უნარს ხელს უწყობს.
  • მეწამული ია – სულიერ საქმიანობას სტიმულირებს.
  • თეთრი ია – ენერგეტიკას წმენდს. სწორედ ამიტომ, თქვენი მოთხოვნილებების მიხედვით შესაბამისი ფერის ია შეარჩიეთ. ია შეგიძლიათ ნებისმიერ ოთახში დადოთ.
  • ქლოროფიტუმი – ჰაერს ტოქსინებისგან წმენდს და პოზიტიურ ენერგიას ასხივებს.
  • „შუბის წვერი“ (სანსევიერია) – ძალიან პოზიტიური ყვავილი, რომელიც ჰაერს წმენდს.

სასტუმრო ოთახში

  • დრაცენა – შენობას იცავს. ენერგეტიკულ ინდიკატორს წარმოადგენს: თუ ის ავადაა, მაცხოვრებლებს პრობლემები აქვთ და სახლი სჯობს გაწმინდოთ. სახლის ენერგეტიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა.
  • ფიკუსი – დადებით ენერგიას ასხივებს.
  • მირტი – ჰაერს და ენერგეტიკას წმენდს.

სამუშაო ოთახში

  • „ფულის ხე“ (კრასულა) – აღმოსავლეთ მხარეს დადეთ, ასე სახლში ფულს მოიზიდავთ. სხვათა შორის, ფინანსური მდგომარეობის ინდიკატორს წარმოადგენს. თუ ფოთლები ცვივა, ფულის პრობლემებს ელოდეთ – ფულის ნაკადი დაბლოკილია. ეს ხე იზრდება და კარგად ვითარდება, თუ სახლში ფულის კარგი ნაკადი არსებობს. რეკომენდებულია, მცენარე ოფისში გქონდეთ.
  • „დოლარის ხე“ (ზამიოკულკასი) – იგივე ფუნქცია აქვს, რაც კრასულას. მსხვილი თანხის მოზიდვას ხელს უწყობს.