Connect with us

ჯანმრთელობა

ექიმის რჩევით, სელის ზეთი რაციონში ჩავრთე და ბევრი პრობლემა დავივიწყე

ნიღბები და სკრაბები ჩემს პრობლემურ თმას ვეღარ უმკლავდებოდნენ, ამიტომ რჩევისთვის ექიმს მივმართე. მაშინვე დაინტერესდა, რას ვუმატებ სალათებს. გამიკვირდა, მაგრამ ექიმმა ყველაფერი ამიხსნა და სელის ზეთის ყიდვა მირჩია. უნდა ითქვას, რომ ამ პროდუქტმა თმის და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა დამავიწყა.

სელის ზეთი ხელმისაწვდომი სუპერ საკვებია. ის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. სხვადასხვა ქვეყნის ექიმები ამ კონკრეტული ზეთის გამოყენებას გირჩევენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სარგებელი აქვს სელის ზეთს.

რატომ ჩავრთოთ რაციონში სელის ზეთი

  1. წონას არეგულირებს, მადას ამცირებს.
  2. არტერიებს ელასტიურს ხდის და გულის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
  3. ართრიტის დროს ანთებას ამცირებს.
  4. სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.
  5. კანზე გამონაყარს ებრძვის.
  6. თმას და კანს კოლაგენით ავსებს.

სელის ზეთის მიღება

ზეთი სუფთა სახით მიიღეთ. თერმულად დამუშავებას არ გირჩევთ. მასში საკვების შეწვა არ ღირს. უმჯობესია, სალათებს მოასხათ, სხვადასხვა სოუსის მომზადებაში გამოიყენოთ და ბოსტნეულის კერძებს დაუმატოთ.

შესაძლებლობის მიხედვით, სხვა მცენარეული ზეთები სელის თესლის ზეთით ჩაანაცვლეთ, რომ ჯანმრთელობა და ენერგია შეინარჩუნოთ. ჩვენი ჯანმრთელობა კვების რაციონზე დამოკიდებულია, ამიტომ ყურადღებით იყავით. თან სელის ზეთით შეკაზმული ბოსტნეულის სალათი ძალიან გემრიელია.

Advertisement