Connect with us

საკითხავი

ეფექტური რეცხვის ხრიკები. რა უნდა ჩაასხათ სარეცხი მანქანის დოლურაში რეცხვის წინ

ახალი, რბილი პირსახოცით სახის გამშრალება ნამდვილ სიამოვნებას გვანიჭებს, კანს სწრაფად აშრობს და არ აღიზიანებს. სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან ხარისხიანი პირსახოციც უხეშდება. პირსახოცის ქსოვილის ბოჭკოები ერთმანეთში ირევა და უხეშდება. პირსახოცის ხშირი გამოცვლა ბიუჯეტს აზარალებს. მით უფრო, რომ პირსახოცის გაუხეშება მისი გადაგდების მიზეზი არაა.

Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ დაარბილოთ პირსახოცი მარტივად და სად უნდა ჩაასხათ სარეცხი გელი, თეთრეულზე რომ არ დაილექოს.

სარეცხი გელი, სად ჩავასხათ

პირსახოცი სააბაზანო პროცედურების უცვლელი ნაწილია. რბილი პირსახოცით გამშრალება სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ დროთა განმავლობაში პირსახოცი უხეშდება, პირვანდელი სირბილიდან არაფერი რჩება. ამის გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზი არასწორი მოვლაა.

პირსახოცი დიდხანს რბილი რომ დარჩეს, ცალკე გარეცხეთ. პირსახოცის ძაფები შეიძლება გაწყდეს და სხვა ტანსაცმელს მიეკრას. ასე სხვა ნივთების გაწმენდაზე მეტ დროს და ენერგიას დახარჯავთ. გარდა ამისა, სხვა ნივთებთან გარეცხვისას პირსახოცი მექანიკურად ზიანდება. მისი ხაო იხლართება და უხეშდება.

წყლის ტემპერატურაც მნიშვნელოვანია. პირსახოცს გარკვეული ტემპერატურის წყალში გარეცხვა სჭირდება. ზედმეტად ცხელ წყალში არ გარეცხოთ. მაქსიმუმ 40 გრადუსის ტემპერატურა იდეალურია. ასე პირსახოცის ტექსტურა და ფერი დიდხანს გაგახარებთ. პირსახოცის ეტიკეტი ყოველთვის შეამოწმეთ და მიხვდებით, რამდენ გრადუსზე შეიძლება პირსახოცის გარეცხვა.

პირსახოცების გარეცხვის მეთოდი

პირსახოცები ორ ეტაპად გარეცხეთ. ჯერ სწრაფ რეჟიმზე გარეცხეთ. სწრაფი რეჟიმი 15-30 წუთიან რეცხვის ციკლს გულისხმობს. ასეთი რეცხვისას დოლურას პირსახოცებთან ერთად სარეცხი გელი ან ფხვნილი დაუმატეთ. ასე სარეცხ საშუალებას დაზოგავთ, სარეცხი გელი ქსოვილთან პირდაპირ რეაქციაში შევა და მანქანის კედლებზე არ დაილექება.

მეორე ეტაპზე პირსახოცებს დოლურაში დაუმატეთ 0,5 ს/კ მარილი და 1 ჭიქა ძმარი, ცოტა სარეცხი გელი ან ფხვნილი, ხოლო ცოტა კონდიციონერი გავლების უჯრაში ჩაასხით. სრული რეცხვის ციკლი ჩართეთ. ასე პირსახოცი ისევ რბილი და ნაზი გახდება.

საკვები სოდა კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც პირსახოცს არბილებს. 3 ს/კ სოდა და ნახევარი ჭიქა წყალი კარგად აურიეთ. სარეცხი საშუალების უჯრაში ჩაასხით.

ასე წყალი დარბილდება, რაც პირსახოცების გაუხეშების მიზეზია. დოლურაში პირსახოცებს სარეცხი გელი, გავლების უჯრაში ცოტა კონდიციონერი დაუმატეთ. სრული ციკლი ჩართეთ. პირსახოცი ახალივით რბილი გახდება.

Advertisement