ჯანმრთელობა
ეს უბრალო პროდუქტი დამეხმარა ართრიტის ერთხელ და სამუდამოდ განკურნებაში
მიდიები, თბილისიდან პარიზამდე, ყველა მდიდრული რესტორნის მენიუში შედის. ცხელი მოლუსკების თეთრი ღვინით დაყოლება – ღვთაებრივი ნეტარებაა. დაუჯერებელი გემოვნური თვისებების უკან ხომ ფასდაუდებელი ნივთიერებების მთელი არსენალი იმალება.
ამ მოლუსკებს ნამდვილად დაუჯერებელი შემადგენლობა გააჩნიათ: В ჯგუფის ვიტამინები, რკინა და თუთია, ფოლიუმის მჟავა, მარგანეცი, იოდის ნაერთები, სელენი და ფოსფორი.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ მიდიების სასარგებლო გავლენის შესახებ როგორც მამაკაცის, ისე ქალის ჯანმრთელობაზე.
მიდიების სასარგებლო თვისებები
- ბუნებრივი აფროდიზიაკი
ზღვის ნატურალური პროდუქტი მამაკაცებს გაცილებით უკეთ და უსაფრთხოდ ავსებს საჭირო ენერგიით, სპეციალიზებულ მედიკამენტებთან შედარებით.
2. ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა
გინეკოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მიდიების მოხმარება აუმჯობესებს საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსს. ასე, რომ დაფეხმძიმების შანსები რამდენჯერმე იზრდება.
3. ზრდის პოტენციას
იოდი და თუთია, მოლუსკების შემადგენლობაში, მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზეც, უზრუნველყოფს სათესლე სითხის ნორმალურ სიბლანტესა და სპერმატოზოიდების აქტივობას. მიდიების მოხმარება აძლიერებს ერექციულ ფუნქციას და დადებითად მოქმედებს საზარდულის ნერვზეც.
4. ზრდის კუნთოვან მასას
მიდიების მოხმარება რეკომენდებულია მათთვისაც, ვინც აქტიურადაა დაკავებული სპორტით. ორგანიზმისთვის მარტივად ათვისებადი ცილა, მოლუსკების შემადგენლობაში, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას. გარდა ამისა, ზღვის პროდუქტები ეფექტური დიეტების განუყოფელი ნაწილია.
5. ართრიტის პროფილაქტიკა
მიდიები ასტიმულირებს ლეიკოციტების გაჩენას, ამიტომ მათი მოხმარება რეკომენდებულია ართრიტის დროსაც. ანთება, რომელიც ამ დაავადების მიზეზად გვევლინება, ცხრება, ართრიტი კი თანდათან იხევს უკან.
6. ნერვული სისტემის გაძლიერება
მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგინდა, რომ მიდიები აუმჯობესებს ნერვული უჯრედების ფუნქციას. მათი მოხმარებსი შედეგად იზრდება კუნთების, ქსოვილებისა და ძვლების მგრძნობიარობა. სიფხიზლე, აქტიურობა და ჯანსაღი ძილი გარანტირებული გაქვთ!
7. იმუნიტეტის გაძლიერება
სელენი, რომელსაც მიდიები შეიცავს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი იმუნური სისტემის ფორმირებაში, კერძოდ, უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის გამართულ ფუნქციონირებას.
8. მეტაბოლიზმის გაუმჯობესება
ვიტამინი В12 გეხმარებათ მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ხომ ადამიანში უძლურობას, მუდმივ დაღლილობასა და დეპრესიას იწვევს. მათთვის, ვისაც მადა არასდროს აქვს, მიდიები იდეალური გადაწყვეტილებაა. ზღვის ამ გასაოცარ პროდუქტში დიდი რაოდენობით უჯერი ცხიმოვანი მჟავა შედის, რომლებიც ხელს უწყობს ნივთიერებათა მიმოცვლის ნორმალიზებას.
მიდიების მავნე გავლენა ორგანიზმზე
მიდია მძლავრი ალერგენია, ამიტომ, შესაძლოა, ჯანმრთელობის საშიში გახდეს დიდი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში. ასევე, მისი მავნებლობა გამოიხატება იმაშიც, რომ ნიჟარებში, ხშირად, ქვიშაა დარჩენილი, რაც ძალიან მავნე კომპონენტია და, ხშირად, კბილის ემალის განადგურებას იწვევს. თუმცა, ხმელთაშუაზღვისპირეთის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, ჩვენთან ისეთი მიდიები არ ბინადრობენ, რომლებიც დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
თქვენ რამდენად ხშირად მიირთმევთ ამ პროდუქტს? როგორ მოქმედებს იგი თქვენს ჯანმრთელობაზე? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.