Connect with us

ტესტები

ეს ტესტი ქალის შინაგან ფსიქოლოგიურ პორტრეტს განსაზღვრავს

თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რომ ადამიანის პიროვნებას ორი საწყისი აქვს: ქალის და კაცის, შინაგანი კაცის და შინაგანი ქალის. ისინი ჩვენს ხასიათს, ფიქრებს, გრძნობებს და მდგომარეობას განსაზღვრავენ. ძალიან კარგია, როცა მათ შორის ბალანსი დაცულია, მაგრამ ქალისთვის შინაგანი ქალი პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. გსურთ იცოდეთ, როგორც გამოიყურება თქვენი შინაგანი პორტრეტი?

სურათებს კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს.

ახლა კი, განმარტებებს გაეცანით!

1. “სულების და ნისლის სუნთქვა…“ მასზე წერდა ბლოკი: მშვენიერი, იდუმალებით მოცული და ჩუმი. ზოგს შეიძლება უცნაურად, ზოგს კი იდუმალებით მოცულად მოეჩვენოს. მდიდარ შინაგან სამყაროს ფლობს, სადაც ყველას არ უშვებს. დაფიქრებული და ყურადღებიანია, ცხოვრებას ფილოსოფიური კუთხით უყურებს, ინტუიცია და შემოქმედების უნარი კარგად განვითარებული აქვს.

თქვენს შინაგან ქალს სიმშვიდე და განმარტოება უყვარს, რადგან ასე ძალების აღდგენას ახერხებს. ზოგჯერ კეკლუცია, ზოგჯერ ცივი, რაც მამაკაცებს ძალიან იზიდავს. სიყვარულში მის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოთ, მისი ყურადღება უნდა დაიმსახუროთ, სამაგიეროდ უსაზღვროდ შეგიყვარებთ და გიერთგულებთ.

2. “მშვიდად, გონივრულად ცხოვრება ვისწავლე…“. თქვენმა შინაგანმა ქალმა ზუსტად იცის, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება და რაზე დახარჯოს ენერგია და რაზე არა. საკუთარ სხეულსა და სტილში თავს კარგად გრძნობს. მარტოობა არ იზიდავს, რადგან ყოველთვის რაღაცით დაკავებულია: აანალიზებს, ქმნის, ოცნებობს. მას ლიდერები და მრჩევლები სჭირდება, საკუთარ თავთან დიალოგს მართავს, თვითკმარი და დამოუკიდებელია. ის ბუნების ნაწილია, ყველაზე გონივრული და ბრძნული ნაწილი. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ მას გვერდით მამაკაციც არ სჭირდება. მხოლოდ ის, ვინც მასსავით ბრძენი და თვითკმარი იქნება. ასე ბედნიერი კავშირის თანაბარი შანსი ექნებათ.

3. “ძლიერ ქალს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს“. თქვენი შინაგანი ქალი ცხენსაც გააჩერებს და ალმოკიდებულ ქოხშიც შევარდება. ყოველთვის კონცენტრირებული, პასუხისმგებლობით აღსავსე, ყურადღებიანი, მზრუნველი და აქტიურია. ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია, საერთო საქმეებზე დაუღალავად შრომობს და მზადაა დასახმარებლად პირველი გაეშუროს. ასეთი ძლიერი ჯარისკაცია. მართალია, მას როგორც არავის სურს, რომ სუსტი იყოს! იმისთვის, რომ ვინმეს შეეცოდოს და მასზე იზრუნოს. თუმცა, როცა ცდილობს თავი სუსტად მოაჩვენოს, ხალხს ეს უცნაურად და არაბუნებრივად ეჩვენებათ, ზოგი კი საერთოდ ბრაზობს. სჯობს ნებისმიერ სიტუაციაში ისეთი იყოთ, როგორიც ხართ: თუ მოწყენილი ხართ – იტირეთ, თუ დახმარება გჭირდებათ – ითხოვეთ.

4. “ოჰ, რამხელა ნეტარებაა იმის ცოდნა, რომ სრულყოფილი ვარ…” თქვენი შინაგანი ქალი პრაქტიკულად მერი პოპინსია. ელეგანტური, საქმიანი, ამბიციური და ჭკვიანი. ყველაფერი 100%-ით შესრულებული უნდა იყოს, როგორც თავად არის. ის ყოველთვის მიმართულებას მოგცემთ, მიგითითებთ, დაგეხმარებათ, მაგრამ სანაცვლოდ სრულად ანაზღაურებას მოითხოვს. ზოგს ეს არ მოწონს, ზოგი კი თავიდან იშორებს, რაც მთავარია, ნამდვილად ცდილობს, რომ სამყარო უფრო კარგი და ბედნიერი გახდეს, უბრალოდ მას მკაცრი მეთოდები აქვს. სჯობს საკუთარ თავს მცირე სისუსტის და ახირების უფლება მისცეთ. ასე თქვენს იმიჯს ახალ ფერებს და მიმზიდველობას შემატებთ.

5. “შენი ხმამაღალი სიცილი ძალიან მიყვარს…“ თქვენი შინაგანი ქალი გულუბრყვილო და ოპტიმისტია, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ყოველთვის ჰარმონიაშია. მის შიგნით პატარა საყვარელი გოგონა ცხოვრობს, რომელსაც გულწრფელად გახარება და გაოცება შეუძლია. მისი ქცევები ხშირად სპონტანური და ალოგიკურია, მოქმედება კი საზოგადოების რეაქციაზე უფროა მიმართული, ვიდრე კონკრეტული შედეგების მიღებაზე. დროა გაიზარდოთ ისე, რომ ბავშვის ყველა შესანიშნავი თვისება შეინარჩუნოთ და გონივრულად და პასუხისმგებლობით მოქცევა ისწავლოთ.

6. “ნებისმიერი ქალი ჯადოქარია…“ თქვენი შინაგანი ქალი გამოცდილებას და საუკუნეების ცოდნას ინახავს. ის მკურნალი და ჯადოქარი, ფერია და ეშმაკია. მან იცის, თუ ვისთან როდის და როგორი იყოს. ნებისმიერ კომპანიაში შესამჩნევია, ყურადღებას იზიდავს. ბევრს დამოუკიდებელი და იდუმალებით მოცული ჰგონია, ზოგს კი სახიფათო. ყველაფერი იმიტომ, რომ სხვებს ატყვევებს, მაგრამ ბოლომდე არავის ენდობა (შესაძლოა, საკუთარ თავსაც კი). დროა, იდუმალებით მოცული საფარველი მოიშოროთ და ნამდვილ მეს გზა გაუხსნათ. ვიღაცის წინაშე საიდუმლოს ნაწილის გამხელის არ შეგეშინდეთ. ამით მხოლოდ მოიგებთ.

7. “ჩემი სიყვარული ყველას ეყოფა…“ თქვენი შინაგანი ქალი თავად ზრუნვაა.  ის კეთილი და ყურადღებიანი, ამასთან ძალიან მგრძნობიარეა. მას ურთიერთობის აწყობა და სხვებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ყოველთვის ხალხში ტრიალებს და ყურადღების ცენტრშია. სულ საქმე და საზრუნავი აქვს. ზოგჯერ ბოლომდე იხარჯება, მაგრამ ამას არ ნანობს იმის მიუხედავად, რომ ბევრი სათანადოდ არ აფასებს. სიყვარულის გაცემა მნიშვნელოვანი და ღირებული თვისებაა, მაგრამ რაღაც თქვენთვისაც დაიტოვეთ. ის, რასაც გასცემთ, უნდა შეივსოს. დახმარების თხოვნა, საკუთარი სურვილების და მოთხოვნილებების თქმის არ მოგერიდოთ.

8. “მუზა დამ სახეში შემოგხედათ…“ თქვენი შინაგანი ქალი ბევრი ხელოვნების და საქმიანობის მუზაა. ის ცხოვრებას მხოლოდ შემოქმედებით აღიქვამს. ყველაფერი, რასაც ხელს კიდებს, არასტანდარტული და განსაკუთრებული ხდება. ხატვა და ლექსების წერა, ნამცხვრების გამოცხობა და კედლების გაღებვა – შემოქმედების შესაძლებლობა ყველგან არის. ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა! ის საინტერესო წვრილმანებს და დეტალებს ხედავს, ბედნიერ წამებს იჭებს და შესაძლებლობებს იყენებს. მაგრამ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ახლობლებისთვის. ის გულუხვია და ამიტომ ბედნიერია.