Connect with us

ვიდეო

ეს ტანვარჯიში თქვენს ახალგაზრდობას გაახანგრძლივებს. ძალიან სასარგებლო ვიდეო

ანასტასია ბურდიუგი უნიკალური მეთოდით სახის ვარჯიშის ლიცენზირებული სპეციალისტია. ამ დროისთვის ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც მსგავსი მეთოდით ვარჯიშის სწავლების უფლება აქვს. ანასტასია მეთოდის შემქმნელის, კეროლ მაჯიოს ოფიციალური წარმომადგენელია რუსეთში.

პირველად სახის ვარჯიშის შესრულება 29 წლის ასაკში დაიწყო, როცა სახეზე სიბერის პირველი ნიშნები შენიშნა: შუბლზე და თვალის კუთხეებში ნაოჭები, მკაფიო სახის ოვალის დაკარგვა, დაღლილი სახე. მან ასაკობრივი ცვლილებების საწინააღმდეგო მეთოდების ძებნა დაიწყო.

სწორედ ამიტომ, კეროლ მაჯიოს კანის და სახის კუნთების აერობიკის შესახებ უფრო მეტის გაგება გადაწყვიტა. თავიდან ვარჯიშის შესრულება კეროლის წიგნის მიხედვით დაიწყო და არავის ეუბნებოდა, რომ სახის ვარჯიშს ასრულებდა. ამაზე თავად საუბარი არც მოუწია, სხვების კითხვებმა ყველაფერი გაარკვია.

ანასტასიას ძალიან ბევრი აქებდა და ინტერესდებოდა, თუ სახეს როგორ უვლიდა. საინტერესოა, რომ სასწაულმოქმედი ვარჯიშის თითქმის არავის სჯეროდა. ჩვენ იმდენად მიჩვეული ვართ, რომ ჯადოსნურ კრემს ან ნემსს მოგვცემენ, რომ საკუთარი ნებისყოფით და შრომისმოყვარეობით მიღებული შედეგის დაჯერება გვიჭირს.

რამდენიმე წლიანი რეგულარული ვარჯიშის შემდეგ თავად გადაწყვიტა, რომ თავად კეროლ მაჯიოსთან ვარჯიშის შესრულების ყველა საიდუმლო ტექნიკა შეესწავლა. გარდა ამისა, ესთეტიკური კოსმეტოლოგიის კურსები გაიარა.

ახლა ანასტასიას მიღებულ ცოდნას სხვებს პროფესიონალურ დონეზე უზიარებს, ხოლო მისი დაჭიმული და ბზინვარე სახე ყველას უმტკიცებს, რომ სახის ტანვარჯიში ნამდვილად მუშაობს.