Connect with us

ჯანმრთელობა

ეს სრულიად ახალი მიდგომაა დიეტაზე! დოქტორ პიერ დუკანის რეკომენდაციები

დოქტორ პიერ დუკანი დიეტოლოგიაში სადავო ფიგურაა. ერთი მხრივ, მისმა დიეტამ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, რადგან დიდებული შედეგი მოაქვს.

მაგრამ მეორე მხარეც არსებობს: ბევრ ექიმს ეჭვობს, თუ რამდენად არის მსგავსი დიეტა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. დუკანის დიეტა ხომ მხოლოდ ცილოვან პროდუქტებსა და ბოსტნეულზეა დაფუძნებული, ცხიმების და ნახშირწყლების გარეშე.

დუკანის დიეტის დაცვა სჯობს, ვიდრე შიმშილობა. ექიმის მიერ შემოთავაზებული კვების რეჟიმით დანაყრება გარანტირებული გაქვთ. სწორედ ამიტომ, ცილოვანი დიეტის დაცვისას ადამიანს შიმშილის მოულოდნელი შეტევა და მასთან დაკავშირებული ქცევის დარღვევა არ შეაწუხებს.

ექიმის ბრძნულ რჩევებს მოუსმინეთ მაშინაც კი, თუ ეს დიეტა თქვენთვის არაა. პიერ დუკანი იძლევა საერთო რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ კარგად გამოიყურებოდეთ და ნორმალური წონა შეინარჩუნოთ.

დუკანის დიეტა

1. კარგად გამოიძინეთ და ნოყიერად ისაუზმეთ, საუზმეში ჩართეთ ცილოვანი პროდუქტები: კვერცხი, ხაჭო, უცხიმო ხორცი.

2. გადარბენებზე არ ჭამოთ.

3. ბევრი ისეირნეთ.

4. თუ ვეგეტარიანელი ხართ, ეს ცილოვანი დიეტის დაცვისთვის პრობლემა არაა. ცილას ხომ შეიცავს რძის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსანი პროდუქტები.

ვეგანებმა, რომლებიც კვერცხსაც არ ჭამენ, უნდა მიირთვან ოსპი, ბარდა, სოიო და ყველი ტოფუ. კაკალი არ დაგავიწყდეთ, ის ცილის ძლიერი წყაროა.

5. თქვენს რაციონში სოკო ჩართეთ. ის მდიდარია ცილებით და მცირე კალორიას შეიცავს. ღუმელში გამომცხვარი ან გრილზე მომზადებული სოკო ძალიან გემრიელია!

6. სატაცური, პომიდორი, კიტრი და წიწაკა – იდეალური ბოსტნეული, რომელიც როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში იყიდება. ბოსტნეულით ხორციანი კერძები შეავსეთ, ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

7. გოგრა გაიხსენეთ! გოგრის პიურე ან სანელებლებთან და ბოსტნეულთან ერთად შემწვარი გოგრა შესანიშნავი კერძია.

გოგრის წვნიანი ნამდვილი დელიკატესია! გოგრა ორგანიზმს წმენდს და დაბალკალორიული ბოსტნეულია.

8. კივი, ფორთოხალი, ვაშლი და მანგო – საუკეთესო დიეტური ხილია. ვაშლით წახემსება თავად ჯანმრთელობაა!

9. თუ წონაში დაკლება გსურთ, ბანანს თავი აარიდეთ: მასში ძალიან ბევრი კალორიაა.

10. ყველა დროის საუკეთესო სასმელი – წყალი. სადილის შემდეგ ყავასა და ჩაის შორის აირჩიეთ წყალი. გამონაკლისი შეიძლება იყოს მწვანე ჩაი: დალიეთ რაც შეიძლება ბევრი, ეს გახდომას ხელს უწყობს.

11. საჭმლის მომზადების დროს გამოიყენეთ ნიორი, ხახვი, წიწაკა, ძირა და კურკუმა. რაც უფრო ბევრ სანელებელს მიიღებთ, მით უფრო სწრაფად დანაყრდებით. სანელებლები დაგეხმარებათ, რომ ბევრი არ შეჭამოთ.

წითელი და შავი წიწაკა ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს და სწრაფად დაკლებას ხელს უწყობს.

12. თქვენს რაციონში ჩართეთ ჩიას თესლი, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს.

ეს პროდუქტი დაგეხმარებათ დაკლებაში და ლამაზი კანის შენარჩუნებაში!

დოქტორ პიერ დუკანმა საკუთარი თავისთვის აღმოაჩინა უნიკალური იაპონური მცენარე კონჯაკი. ის კარტოფილს ჰგავს, მიწაში იზრდება. კონჯაკის ბოლქვიდან ამზადებენ ფქვილს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკარონის, ფაფის ან ცომეულის მოსამზადებლად.

ეს პროდუქტი კარგია იმით, რომ კალორიული საერთოდ არაა. უბრალოდ წარმოიდგინეთ: თქვენ ამ მცენარისგან მომზადებულ ერთ თეფშ სპაგეტს შეჭამთ და არც ერთ ზედმეტ კალორიას არ მიიღებთ.

ეს რევოლუციური გასახდომი პროდუქტი, ალბათ, ძალიან მალე ცნობილი გახდება. არ დაგავიწყდეთ ქატოს მენიუში ჩართვა, რომელიც ორგანიზმს სტაბილური წონის შენარჩუნებაში ეხმარება.

დოქტორ პიერ დუკანის რჩევები მეგობრებს გაუზიარეთ. ეს დიეტა გონივრულია ყოველთვის ზაფხულშიც და ზამთარშიც!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.