Connect with us

ჰოროსკოპი

ეს სახლიდან მოიშორეთ, თუ კეთილდღეობის და სიმშვიდის დაბრუნება გსურთ

დაფიქრებულხართ, რამდენად მერყევია კეთილდღეობის მდგომარეობა? გვგონია, რომ ცხოვრება დალაგდა, რომ უცებ უბედურება ხდება. ზოგჯერ ბედნიერებას ენერგეტიკულ დონეზე გვპარავენ ადამიანები ან ნივთები. ამის შესახებ კარგად იციან ეზოთერიკოსებმა. გიამბობთ, სად იმალება ბოროტება და როგორ მოიშოროთ.

კეთილდღეობა

როგორც არ უნდა სცადოთ სახლში ატმოსფეროს გაუმჯობესება, ამის გაკეთება ყოველთვის შესაძლებელი არაა. ბინა დიდხანს შეგიძლიათ ალაგოთ, იყიდოთ ყველა შესაძლო არომატული ნივთები, მაგრამ ბედნიერება და კეთილდღეობა არ მოვა. ხშირად ასეთ სახლში ძალიან მძიმე ენერგეტიკა იგრძნობა. სტერილურობისგან შენობაში გაჩერება ზიზღს იწვევს.

ეზოთერული მეცნიერების მომხრეებს სწამთ, რომ ბინის კედლებს შეუძლიათ შთანთქონ იქ მცხოვრები ადამიანების ტკივილი, სევდა და ტანჯვა. რაც უფრო მეტად იტანჯებიან ბინის მაცხოვრებლები, მით უფრო ძლიერ ივსება საცხოვრებელი ამ გამანადგურებელი ენერგეტიკით.

ეს სახიფათოა იმით, რომ თქვენზე და თქვენს ახლობლებზე პირდაპირ გავლენას ახდენს. თუ ასეთ ატმოსფეროში ძალიან დიდხანს დარჩებით, შეიძლება ავად გახდეთ. ეს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ყველაზე ცუდია ის, რომ მშობლიური სახლის კედლებში აპათიური მდგომარეობა ციკლური ხდება.

თქვენ შეიძლება დაისვენოთ მეგობრებთან ერთად, საზღვარგარეთ შვებულებაში ან უბრალოდ აგარაკზე. იქ ნამდვილად დაისვენებთ და საკუთარ თავს კარგზე ფიქრის უფლებას მისცემთ. ოღონდ სახლში დაბრუნებისას ისევ სევდაში ჩაიძირებით.

როგორ დავიბრუნოთ კეთილდღეობა და ბედნიერება

რა გავაკეთოთ, თუ პრობლემა სახლის კედლებშია? ბინას ვერ დაანგრევთ და თავიდან ვერ ააშენებთ. ეს საჭირო არაა, რადგან კეთილდღეობის და ბედნიერების დაბრუნება სხვა მეთოდებით შეიძლება. ეზოთერიკოსი ამას პრაქტიკულ გაწმენდას უწოდებს.

ამ პრაქტიკაში გამოიყენება 2 სტიქია: ჰაერი და ცეცხლი. რიტუალის შესასრულებლად დღის ნებისმიერი მონაკვეთი გამოგადგებათ. მთავარია, რომ არსად გეჩქარებოდეთ. ნებისმიერი სანთელი აანთეთ და ყველა ოთახში შემოატარეთ, შორეული ოთახიდან დაიწყეთ.

მიმართულება მნიშვნელოვანია: საათის ისრის საწინააღმდეგოდ უნდა გააკეთოთ. ცეცხლთან ერთიანობა უნდა იგრძნოთ. ცეცხლი ხართ თქვენ, თქვენ ხართ ცეცხლი. სანამ ყველა ოთახს შემოივლით, ხმამაღლა თქვით: „ცეცხლი იწვის, ანათებს, სიბნელეს განდევნის. ჭეშმარიტად“.

რიტუალის დროს სანთელმა ციმციმი შეიძლება დაიწყოს. ეს სახლის ყველაზე დაბინძურებულ ადგილას მოხდება. იქ გაჩერდით, სანთელი ჰაერში მოატარეთ, შემდეგ შემოვლა გააგრძელეთ. ყველა ოთახის შემოვლის შემდეგ სანთელი ჩააქრეთ. გადაგდება საჭირო არაა. სამაგიეროდ, ყველა ფანჯარა უნდა გააღოთ ისე, რომ ორპირი შეიქმნას.

როგორც კი, სახლში სუფთა ჰაერს იგრძნობთ, ყველა ოთახი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით შემოიარეთ. ამჯერად ჰაერთან ერთიანობა უნდა იგრძნოთ. ამ მომენტში თქვით: „ოთახებში დავდივარ ქართან ერთად, იყოს ჩემს სახლში სისუფთავე და სინათლე“.

გაწმენდის რიტუალი კვირაში 2–3–ჯერ გაიმეორეთ და უკვე ერთ თვეში იგრძნობთ, რამდენად ძლიერ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.

Advertisement