Connect with us

საკითხავი

ეს საწმენდი საშუალება ყველა სახის ობს ანადგურებს. წლების მიერ გამოცდილი

ყველას გირჩევთ. ჩვენ ძველი სახლი გვაქვს და ადრე მუდმივად ობის პრობლემა გვაწუხებდა. ვყიდულობდით ძვირადღირებულ ქიმიურ საშუალებებს, რომელიც ობს აქრობდა, მაგრამ დროებით. მეზობელმა ერთი ეფექტური საშუალება მირჩია და უკვე მე-4 წელია ობი თვალით არ მინახავს!

ობის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება

დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ/კ ჩაის ხის ეთერზეთი (სადეზინფექციოდ)
  • 2 ფინჯანი წყალი
  • 1 ჩ/კ სპირტი ზეთის გასახსნელად (ძირში)

გამოყენება:

ინგრედიენტები პულვერიზატორში ჩაასხით, შეანჯღრიეთ და პრობლემურ ზონას შეასხურეთ.

შენახვის ვადა – შეუზღუდავი.

სხვა ხალხური მეთოდები ობის მოსაშორებლად

  1. ძმარი ობის 82%–ს აქრობს. ობის საწინააღმდეგოდ ისიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ძმარი პულვერიზატორში ჩაასხით და შეასხურეთ. ძმრის სუნი რამდენიმე საათში გაქრება.
  2. წყალბადის ზეჟანგი სააბაზანო ოთახში წარმოქმნილი ობის განადგურებაში დაგეხმარებათ და მის გაჩენას შეაფერხებს. ამისთვის 33-35% ხსნარი წყალს თანაბარი პროპორციით აურიეთ, პულვერიზატორში ჩაასხით და ობიან ზედაპირს შეასხურეთ.

თუ ობი ძალიან ძველი და რთულად მოსაშორებელია, ნატრიუმის ფენოლატის პენტაქლორი და კატამინი დაგეხმარებათ.