ვიდეო
ეს საშუალებები სახსრების ტკივილს დაამშვიდებს, ასევე გააქრობს ანთებას და შეშუპებას
ართრიტი ძალიან გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ანთება, სახსრების დეფორმაცია და სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი ახლავს.
ხშირად სახსრების ტკივილი აუტანელია. სწორედ ამიტომ, ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღება ძალიან გავრცელებულია. ამ მედიკამენტების ბოროტად გამოყენებით სხეული მათ შეიძლება მიეჩვიოს. ეს კი დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
გთავაზობთ ყველაზე ეფექტური საშუალებების რეცეპტს, რომლებიც სახსრების ტკივილს ამცირებენ, ასევე შეშუპებას და ანთებას აქრობენ.
შვიტა
ბუნებრივ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება და სახსრების ტკივილის საწინააღმდეგო ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი თვისებების წყალობით მყესების მოქნილობას აუმჯობესებს და კოლაგენის სინთეზს სტიმულირებს. ასევე ძვლებსა და სახსრებში მინერალების რაოდენობას ავსებს, მინერალების დაკარგვას ხელს უშლის, რასაც ასაკთან ერთად განვიცდით.
უბრალოდ შავი ან მწვანე ჩაის მოდუღების დროს ცოტა შვიტა დაამატეთ.
გვირილა, დარიჩინი და თაფლი
გვირილას სითბური მოქმედება აქვს, რაც ანთების გაქრობას და ტკივილის შემცირებას ხელს უწყობს. თაფლი ერთ-ერთი ძლიერი ნატურალური სამკურნალო საშუალებაა. ერთად კი ძლიერ დამამშვიდებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენენ.
ანთების საწინააღმდეგო ნაყენი: წყალი და დარიჩინის ჩხირები 5 წუთით აადუღეთ. ასევე ნახევარი ჩ/კ გახეხილი კოჭა დაუმატეთ, რომ მისი დამამშვიდებელი მოქმედება გაზარდოთ.
ცეცხლიდან გადმოდგით, პატარა პაკეტი გვირილა დაუმატეთ და რამდენიმე წუთით დააყენეთ. ნაყენი გადაწურეთ, რამდენიმე ჩ/კ თაფლი დაუმატეთ და იმწამსვე დალიეთ. თუ ასე ყოველდღე მოიქცევით, ტკივილს მნიშვნელოვნად შეამცირებთ.
გარეგანი გამოყენებისთვის: 2 ს/კ თბილი წყალი, 1 ს/კ თაფლი და ნახევარი ს/კ დარიჩინის ფხვნილი აურიეთ. ნარევი მტკივნეულ ადგილას რბილი მასაჟის სახით შეიზილეთ, მინიმუმ ნახევარი საათით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გვირილას და კოჭის ნაყენი
როგორც შვიტა, კოჭა ხალხურ მედიცინაში უკვე 5 ათას წელზე მეტია გამოიყენება. მას იმდენად ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, რომ მისი გამოყენება მხოლოდ ერთი პირობით არ იზღუდება. შეგიძლიათ გამოიუყენოთ მუცლის ტკივილის დროს, გაზების მოსაშორებლად, თავის ტკივილის შესამსუბუქებლად, ასევე ღვიძლის გასაწმენდად და შეშუპების გასაქრობად.
500 მლ მდუღარე წყალს 1 პაკეტი ან 1 მუჭა გვირილა და 1 ს/კ გახეხილი კოჭა დაუმატეთ. 10 წუთით დააყენეთ და მიიღებთ ძლიერ ნაყენს, რომელიც სახსრების ტკივილს შეამცირებს. 50-70 მლ დღეში 2-3-ჯერ თაფლთან ერთად დალიეთ.
როზმარინი
როზმარინი თავისი ანთების საწინააღმდეგო და მოსადუნებელი თვისებებით არის ცნობილი. განსაკუთრებით სასარგებლოა ანთების და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ.
300 მლ წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. ადუღებულ წყალს ერთი მუჭა როზმარინი დაუმატეთ და 1 წუთში ცეცხლიდან გადმოდგით. გაგრილება აცადეთ, გადაწურეთ და თაფლით დაატკბეთ.
ამ მარტივი და ეკონომიური საშუალებების გამოყენებით სახსრების ტკივილს ჯანსაღი და ბუნებრივი გზით მოიშორებთ.
ეს საშუალებები უფრო ეფექტური რომ იყოს, ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა უნდა დაიცვათ, სადაც ყოველდღიურ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის (განსაკუთრებით მწვანე) რაოდენობა შეზღუდული არ იქნება.