Connect with us

კულინარია

ეს რეცეპტი დაქალმა გამიზიარა, რომელიც ფულს სწორედ ცხობით შოულობს. ბისკვიტი იდეალური მხოლოდ ასე გამოდის

რას არ აკეთებენ ახალგაზრდა დიასახლისები, რომ ღუმელში ფუმფულა ბისკვიტი გამოაცხონ! ცომს გაზიან სასმელს, ლუდს, გამაფხვიერებელს, სოდას და სხვა საშუალებებს უმატებენ. თუმცა პრეტენზიული ბისკვიტი სათანადოდ არ ამოდის. დღეს ყველაზე მარტივი და გემრიელი ტორტის მომზადებას გასწავლით – კლასიკური ბისკვიტი, რომელიც ყოველთვის გამოგივათ!

ღუმელში გამომცხვარი კლასიკური ბისკვიტი

ბისკვიტი ერთგვაროვანი და ჰაეროვანი რომ გამოვიდეს, აუცილებლად ფქვილი კარგად გაცერით და ცხობის დროს ღუმელის კარი არ გააღოთ. ცხიმი მხოლოდ საცხობი ფორმის ფსკერს წაუსვით, ასე ბისკვიტი ერთგვაროვანი იქნება. თუ ძველი ღუმელი გაქვთ, ან კარი კარგად არ იხურება, საცხობ ფორმას ზემოდან ფოლგა დააფარეთ და ასე აცხვეთ!

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 150 გრ მაღალი ხარისხის ფქვილი
  • 200 გრ შაქრის ფხვნილი ან შაქარი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • ნახევარი ლიმონის ცედრა
  • კარაქი საცხობ ფორმაზე წასასმელად

მომზადება:

1. ფქვილი წვრილ საცერში ორჯერ გაცერით.

2. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. ბისკვიტისთვის თქვენ დაგჭირდებათ 5 კვერცხის გული და 6 კვერცხის ცილა. კვერცხი ოთახის ტემპერატურის არ უნდა იყოს. კვერცხი ათქვეფამდე გააგრილეთ.

3. საცხობი ფორმის ფსკერს კარაქი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ. შეგიძლიათ პერგამენტის ქაღალდი დააფინოთ.

4. კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ, სანამ აფუებულ ქაფს არ მიიღებთ. ნახევარი შაქარი (ფხვნილი) და ლიმონის წვენი დაუმატეთ. არევა გააგრძელეთ.

5. ცალკე თასში კვერცხის გულები დარჩენილ შაქართან (ფხვნილთან) ერთად ათქვიფეთ და მასში თეთრი ქაფი ჩაასხით. ლიმონის ცედრა ან ნებისმიერი სხვა არომატიზატორი დაუმატეთ.

6. კვერცხის გულს ათქვეფილი ცილა დაუმატეთ, მაგრამ არ აურიოთ! ზემოდან მესამედ გაცრილი ფქვილი მოაყარეთ და ცომი ნაზად, ერთი მიმართულებით ქვემოდან ზემოთ აურიეთ! ცომში ჰაერის ბუშტები უნდა დარჩეს!

7. ცომი ფორმაში ძალიან სწრაფად ჩაასხით და თანაბრად გადაანაწილეთ ისე, რომ შუაგულში უფრო ნაკლები ცომი იყოს, ვიდრე კუთხეებში.

8. ცომი 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით და 1 საათით აცხვეთ. ამ დროის განმავლობაში ღუმელის კარი არ გააღოთ! ბისკვიტის მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ!

9. ბისკვიტი საცხობ ფორმაშივე ცოტა ხნით გააგრილეთ! შემდეგ გადმოაბრუნეთ, რბილი პირსახოცი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. ასე ბისკვიტის ქერქი რბილი და ნაზი იქნება, კუთხეები ხრაშუნა არ იქნება!

10. გაგრილებული ბისკვიტი შეგიძლიათ ჩაიზე მისაყოლებლად სუფრაზე გაიტანოთ!

11. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!