Connect with us

ჯანმრთელობა

ეს პროდუქტები ქალური ჯანმრთელობის წინაპირობაა. ჰორმონ ესტროგენს სიბერის გადადება შეუძლია

ქალს ყოველთვის სურს, გამოიყურებოდეს მიმზიდველად და ლამაზად. თუმცა, სილამაზე შიგნიდან მოდის და, პირველ რიგში, ეს ჯანმრთელობაა. ქალის ჯანმრთელობაზე ძლიერად მოქმედებს ჰორმონალური ფონი – ორგანიზმში ჰორმონების შემცველობა. სწორედ ასეთი ქალური ჰორმონების ერთ-ერთ ჯგუფს “ესტროგენები” ეწოდება.

პრინციპში, იგი მამაკაცის ორგანიზმშიცაა, თუმცა გაცილებით ნაკლები რაოდენობით და გავლენას ახდენს მამაკაცის გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე მხოლოდ სიჭარბის შემთხვევაში.

ესტროგენების ძირითადი მოქმედება მიმართულია ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ესტროგენი – ესაა ორნაწილიანი სიტყვა:

  • oistros – დაუოკებელი სურვილი, ვნება;
  • genes – გამომწვევი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა სექსუალურობის ჰორმონი. სწორედ მომრგვალებული ფორმები, მკერდი და ქალური კისკისიც კი, მედიკოსების შეხედულებით, ამ ჰორმონებითაა განსაზღვრული. ამიტომ, ესტროგენის ბუნებრივი დეფიციტი თავს იჩენს:

  • დეპრესიითა და განწყობის მკვეთრი ცვლილებებით;
  • წონაში მატებით;
  • მოზღვავებებით;
  • სწრაფი დაღლილობით;
  • დაქვეითებული თვითშეფასებითა და გარეგნობის მიმართ უყურადღებობით;
  • სექსუალური ლტოლვისა და მგრძნობელობის დაქვეითებით.

სწორედ ამიტომ, მას ახალგაზრდობის ჰორმონსაც უწოდებენ. სანამ ქალი თავს ქალად და მიმზიდველად გრძნობს, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

თუმცა, მხოლდო ამ სიმპტომებით შეუძლებელია დიაგნოზის დასმა. დეპრესიაც და დაღლილობაც სხვა უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ჰორმონების დონის განსაზღვრა მხოლოდ ანალიზების ჩაბარებითაა შესაძლებელი.  სწორედ ანალიზების შემდეგ ნიშნავენ ექიმები შემცვლელ ან სამკურნალო ჰორმონოთერაპიას.

დამტკიცებულია, რომ ხელოვნური ჰორმონები ძალიან მკაცრად და უხეშად მოქმედებს ორგანიზმზე, თუმცა ფიტოექსტროგენები გაცილებით რბილად და ნაკლებად აგრესიულად იქცევა ჩვენს ორგანიზმში.

ამიტომ, თუ ესტროგენების დისბალანსი დაგიდგინდათ, მათი დონე მცენარეული ჰორმონების შემცველი პროდუქტებით შეივსეთ.

სხვათაშორის, ეს შესანიშნავი საშუალებაა ჰორმონალური ფონის დასარეგულირებლად მშობიარობის შემდეგ, როცა ესტროგენების რაოდენობის მკვეთრი დაცემა იწვევს მშობიარობისშემდგომ დეპრესიასა და ძლიერ თმისცვენას.

არსებობს მცენარეული ჰორმონების სამი სახეობა ესტროგენული მოქმედებით:

ესტროგენები კვებით პროდუქტში

  • სელის თესლი

ესაა N1 პროდუქტი მცენარეული ჰორმონების შემცველობით. გარდა ჰორმონალური მოქმედებებისა, სელის თესლს ქალისთვის სასარგებლო სხვა უამრავი თვისებაც აქვს.

სელის თესლი გამოიყენება დაფქული სახით, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად, მას უმატებენ ფაფებს ან მიირთმევენ თაფლთან ერთად. სამკურნალო (მაქსიმალური) დოზა 2 ს.კ.-ა დღეში. მცენარეული ჰორმონი ლიგნანი გვხვდება სეზამისა და მზესუმზირის თესლებშიც.

  • პარკოსნები(ბარდა, ლობიო, მუხუდო) და, პირველ რიგში, სოიო

რამდენადაც ისინი შეიცავს იზოფლავანოიდებს – ფიტოესტროგენების ერთ-ერთ სახეობას. თუმცა, მედიკოსები სულ უფრო მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ სოიოს დიდი რაოდენობა არაა სასარგებლო ორგანიზმისთვის. მითუმეტეს, რომ ბოლო მონაცემებით, სოიოს 90% გენმოდიფიცირებულია.

ცალკე უნდა გამოიყოს ოსპი. ეს უბრალოდ უნიკალური პროდუქტია ქალებისთვის. ოსპო შეიცავს მაქსიმალური რაოდენობით ცილას მცენარეული პროდუქტისთვის; იხარშება მხოლოდ 15-20 წუთში; ოსპი შეიცავს ტრიპტოფანსაც, რომელიც გარდაიქმნება სეროტონინად, რომელიც დეპრესიისგან გვიხსნის.

  • ყავა

კვლევამ, რომლის ფარგლებშიც ქალები დღეში 500 მლ-მდე ყავას მოიხმარდნენ, აჩვენა, რომ მოხალისეთა 90%-ში ესტროგენის დონე 70%-ით გაიზარდა. ყურადღება გაამახვილეთ ამაზე, რადგან ესტროგენის მაღალი დონე არ აძლევს სწორედ ქალებს გახდომის საშუალებას მუცლისა და თეძოების არეში. ამიტომ, თუ წონაში კლება გსურთ, ყავაზე უარი პირველ რიგში უნდა თქვათ.

  • გარგარი

ყველა ხილს შორის, ეს ხილი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ჰორმონ ლიგნანს. მისი მირთმევა შეგიძლიათ უმად ან ჩირის სახით.

ამ მცენარეული ჰორმონების პოვნა ცხოველური წარმოშობის პროდუქტშიცაა შესაძლებელი, თუმცაღა ექიმები ერთხმად თანხმდებიან, რომ ჰორმონების დონის მომატება ამ პროდუქტის გამოყენებით არასასურველია. ეს იმის გამო, რომ თანამედროვე ხორცისა და რძის უმეტესობა ისედაც ჰორმონალური დანამატებითაა სავსე და შეიცავს სხვადასხვა ქიმიურ პრეპარატს, რომლებიც ცხოველების სწრაფ ზრდას იწვევს.

ესტროგენებს შეიცავს შემდეგი ბალახებიც:

  • სალბი
  • სვია
  • ჟენშენის ფესვი
  • არნიკა
  • გვირილა
  • ცაცხვი
  • ძირტკბილას ფესვი