Connect with us

ჯანმრთელობა

ეს ოქროს ნექტარი წმენდს სისხლს და ბოლომდე აღადგენს ღვიძლს უჯრედულ დონეზე

მზიან ბაბუაწვერას ხშირად სახლის ექიმს უწოდებენ. ხალხური მკურნალები მცენარის ყველა ნაწილს იყენებენ. მის ფოთლებს სალათებში ამატებენ, ფესვებს ახმობენ, ფქვავენ და გასახდომი ჩაის მოსამზადებლად იყენებენ, ხოლო ყვავილებისგან სამკურნალო ჯემს ამზადებენ.

ყვავილების ჯემი რაღაც წარმოუდგენელია. ის ოქროსფერ და ტკბილ თაფლს ჰგავს. ყოველდღე 1 ჩ/კ ასეთი ჯემი მიიღეთ და სეზონურ გაციებასა და დეპრესიას დაივიწყებთ, ხოლო გულსა და ღვიძლს უჯრედულ დონეზე გააძლიერებთ.

ბაბუაწვერას ჯემის სარგებელი იმუნიტეტისთვის

  1. ბაბუაწვერას ჯემი C ვიტამინით, ბეტა-კაროტინით, ასევე თუთიით, ფოსფორით, რკინით, კალიუმით, იოდითა და მანგანუმით აგავსებთ.
  2. დამამშვიდებელი და ამოსახველებელი თვისების წყალობით ბრონქიტსა და გაციებას კურნავს.
  3. უძილობას, სტრესს, გაღიზიანებასა და დარდს ებრძვის.
  4. სიმსივნის განვითარებას აფერხებს და კანის დაბერებს ანელებს.
  5. გულსა და სისხლძარღვებს აძლიერებს: კალიუმით ამდიდრებს, წნევას ამცირებს და შაქრიანი დიაბეტისგან გიცავთ.

მაისის ჯემი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის სამკურნალოდ

  1. კუჭის მჟავიანობას ამცირებს და გასტრიტის მსუბუქი ფორმის დროს მისი მიღება სასარგებლოა;
  2. სუსტი ნაღვლმდენი ეფექტი აქვს;
  3. უჯრედისის წყალობით ყაბზობას კურნავს და მადა ნორმაში მოჰყავს;
  4. შარდის ბუშტის და საშარდე გზების ანთებას აქრობს;
  5. სისხლსა და ქსოვილებსა წიდებისა და ტოქსინებისგან წმენდს. საკვებით მოწამვლის დროს მისი მიღება რეკომენდებულია;
  6. ღვიძლიდან წიდები და რადიონუკლიდები გამოაქვს: ეს ნივთიერება სახიფათოა იმით, რომ უჯრედებს ანადგურებს, დაბერებას აჩქარებს და იწვევს ასთმას, გულის დაავადებასა და სიმსივნეს.

როგორ მოვამზადოთ სამკურნალო ბაბუაწვერას ჯემი

1. მზიანი ჯემის მოსამზადებლად 350-400 ახალი ბაბუაწვერას ყვავილი, ფოთლების და ღეროების გარეშე შეაგროვეთ. სჯობს ყვავილობის დასაწყისში ქალაქგარეთ და გზისგან მოშორებით შეაგროვოთ.

2. ცივი წყალი დაასხით და 7-10 საათით გააჩერეთ, რომ სიმწარე გამოუვიდეს.

3. მეორე დღეს ყვავილებს წყალი კიდევ ერთხელ გადაავლეთ, გაწურეთ და ქვაბში მოათავსეთ. 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით. როცა წყალი ადუღდება, ბაბუაწვერას კიდევ 15-20 წუთით ადუღეთ.

4. ქვაბს 1 კგ შაქარი, 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა და 1 დიდი ზომის ლიმონი (ქერქიანად წვრილად დაჭრილი) დაუმატეთ. ჯემი კიდევ 7-10 წუთით დაბალ ცეცხლზე ხარშეთ.

5. როცა ნარევი ოქროსფერ, თაფლისფერს მიიღებს, ცეცხლიდან გადმოდგით. ჯემს გაგრილება აცადეთ, შემდეგ მარლაში გადაწურეთ და კიდევ 2 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.

6. დარჩენილი ჯემი სტერილურ მინის ქილაში გადაასხით და მაცივარში შეინახეთ.

როგორ მივიღოთ ბაბუაწვერას ჯემი, რომ მთელი წელი ჯანმრთელი ვიყოთ

1. ღვიძლისთვის. 1 ჭიქა თბილ მწვანე ჩაიში ან წყალში 3 ჩ/კ ჯემი გახსენით და დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ. ღვიძლის აქტიური წმენდისთვის ჩაის ნაცვლად ბაყაყურას ნახარში გამოიყენეთ.

2. გაციების და ბრონქიტის დროს. 10 დღის განმავლობაში 2 ს/კ ჯემი ყოველი საკვების მიღების შემდეგ მიიღეთ. შეგიძლიათ ჩაი დააყოლოთ.

3. სურდოს და გულის დროს. ბაბუაწვერა გულის შეშუპებას აქრობს, სისხლს ათხელებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. 14 დღის განმავლობაში 1 ჩ/კ ჯემი უზმოზე მიიღეთ. 1 თვეში კურსი გაიმეორეთ.

4. კარგი იმუნიტეტისთვის. 1 ჩ/კ ჯემი ყოველდღე, საკვების მიღების მიუხედავად შეჭამეთ. განსაკუთრებით სასარგებლოა შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში.

ვისთვის არის უკუჩვენებული

ბაბუაწვერას ჯემი ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ მისი მიღება ყველასთვის რეკომენდებული არაა. ამ საშუალების გამოყენებაზე ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ და სჯობს ჯემზე უარი თქვათ, თუ

  • თქვენ ალერგიის მიმართ მიდრეკილება გაქვთ.
  • თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დარღვევა გაქვთ, მათ შორის: ნაწლავური გაუმტარობა, კუჭის აშლილობა, გასტრიტის მწვავე ფორმა ან კუჭის წყლული.
  • თქვენ შარდკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ.

ახლა უკვე იცით, თუ რისთვის არის სასარგებლო ბაბუაწვერას ღირებული ყვავილები. საინტერესო ფაქტი: ჩინეთში მზიანი მცენარის კერძები და მედიკამენტები ისე უყვართ, რომ ბაბუაწვერას მთელ პლანტაციას ზრდიან. მისი სამკურნალო ძალა თქვენს გამოცადეთ! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.