Connect with us

ჯანმრთელობა

ეს მალამო სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. უამრავ დაავადებას კურნავს, ამასთან მარტივად მზადდება

ემალის ქვაბში 1 ჭიქა მცენარეული ზეთი ჩაასხით, ასანთის ყუთის ზომა ცვილის ნაჭერი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით, რომ ცვილი გადნეს.

წინასწარ მოხარშული კვერცხიდან გული ამოიღეთ, ნახევარი მოაჭერით და ჩანგლით დაჭყლიტეთ. შემდეგ დაჭყლეტილი კვერცხის გული თითებით აიღეთ და თანდათანობით მდუღარე ზეთს და ცვილს დაუმატეთ. კვერცხის გული ნელ-ნელა მხოლოდ იმ მომენტში დაუმატეთ, როცა მდუღარე ნარევი თუხთუხს დაიწყებს.

კვერცხის გულის დამატებისთანავე ნარევი აქაფებას დაიწყებს. ჩვარი მომზადებული გქონდეთ.

თუ ცვილი ყვითელი ფერისაა (ანუ, საუკეთესო ხარისხის), ქვაბში მდებარე მთელი ნარევი შეიძლება ერთ წამში გადმოიღვაროს.

ქვაბი ჩვრით აიღეთ, ცოტა ხნით გაზიდან გადმოდგით. დაე, ოდნავ დამშვიდდეს, ამ დროს ნარევის მორევა არ გადაწყვიტეთ. ასე სამჯერ გააკეთეთ.

ესეც ასე – მალამო მზადაა! ახლა გადაწურეთ. ამისთვის ორად გაკეცილ კაპრონის ქსოვილს ვიყენებ.

ცვილი პრეტენზიულია და აქ მარლა ვერ დაგეხმარებათ, ხოლო ქსოვილი მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ ახალივით რჩება.

მალამო მინის ჭურჭელში ჩადეთ და შეგიძლიათ მაცივარში 10 თვე შეინახოთ.

მალამოს გამოყენება

ეს ჯადოსნური საშუალება ჰაიმორიტს კურნავს. 1 ს/კ მალამო გაადნეთ, იმწამსვე პიპეტში აავსეთ და ცხვირში ჩაიწვეთეთ. არ შეგეშინდეთ. სანამ ლოგინამდე მიხვალთ, რომ დაწვეთ და ჩაიწვეთოთ, მალამო ოდნავ გაგრილდება და ცხელი აღარ იქნება. პირიქით, შეიძლება იმწამსვე გამაგრდეს. ამ შემთხვევაში მალამო თავიდან გაადნეთ.

საკმარისია, მალამო ცხვირში 1 საათიანი ინტერვალით ორჯერ ჩაიწვეთოთ და 1 თვიანი მტანჯველი ჰაიმორიტი მოიშოროთ. მალამოს ჩირქი გამოაქვს.

ჩირქოვანი ოტიტი ამ საშუალების ძალას ვერ შეეწინააღმდეგება. დახვეული ბამბით მალამო აიღეთ და ყურში ჩაიწვეთეთ. აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალეთ. ამავდროულად მალამო ყურზე წაისვით.

ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ასეთი მეთოდის შემდეგ ყურიდან თითქმის 1 ჭიქა ჩირქი გამოსულა. ანთება მცირდება და ექიმებს სამსახურის გარეშე დატოვებთ. ეცადეთ, მეტად აღარ გაცივდეთ!

ჩირქოვანი ანგინის დროს მალამო თითით აიღეთ და ანთებით ყელზე წაისვით. თუ ამის გაკეთებას საღამოს დაიწყებთ და პროცედურას ყოველ საათში გაიმეორებთ, დილით ნაკაწრები გაქრება. ჩირქი გადმოაფურთხეთ და პირის ღრუ გამოივლეთ. უკვე სადილობის დროს ანგინის არსებობა დაგავიწყდებათ.

ბრონქიტი, კუჭის ტკივილი, ნაწლავების ტკივილი, თირკმლებსა და შარდის ბუშტში ჩირქი, ყველა აბსცესები, კუჭის წყლული მალამოთი იკურნება. მართალია, წყლულს ვერ განკურნავს, მაგრამ ტკივილს შეამცირებს. ყველა ამ დაავადების დროს 1/3 ჩ/კ მალამო დღეში 3-ჯერ, ჭამამდე უნდა მიიღოთ. მისი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში უნიტაზს ვერ მოშორდებით!

მკურნალობის ასეთი მეთოდი მათაც გამოადგებათ, ვინც ყაბზობით იტანჯება.

დამწვრობა, ჭრილობები, შეშუპება, კბილის ტკივილი, სახსრების ტკივილი მალამოთი შეგიძლიათ მოიშოროთ. ღამით მტკივნეულ ადგილას წაისვით და შეიფუთეთ. მალამო სუფთა თითით მტკივნეულ კბილსა და ღრძილებზე წაისვით და მალე ტკივილი შემცირებას დაიწყებს. ოღონდ არ იჩქაროთ, გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება!