Connect with us

ჰოროსკოპი

ეს ზოდიაქოს ნიშნები უვარგისი მშობლები არიან. უნდა დაფიქრდნენ, სანამ ბავშვის გაჩენას გადაწყვეტენ

რთულია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში საყვარელი თოჯინა არ ჰქონდა. განსაკუთრებით, გოგოებს. თოჯინას რეგულარულად გასეირნება, დაძინება და სახვევში გახვევა სჭირდებოდა. საბავშვო ბაღში შესვლისას ზოგიერთი ბავშვი საყვარელ სათამაშოს შორეულ ანტრესოლზე გზავნის, რადგან ფიქრობს, რომ უკვე საკმარისია. სხვები, პირიქით, მომავალში ბავშვების ყოლაზე ოცნებას იწყებენ.

თუ ამ უკანასკნელთან ყველაფერი გასაგებია, მაშინ ასტროლოგებს ჩაილდფრის შესახებ საკუთარი ხედვა აქვთ. Alltime.ge–ს რედაქციამ მათი მოსაზრებები გაანალიზა და შეადგინა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი, რომლებიც ბოლო დრომდე ცდილობენ, რომ მშობლობის მომენტი გადადონ.  მათთვის ბავშვების ყოლა ნამდვილი პრობლემაა.

რომელი ზოდიაქოს ნიშნები უნდა დაფიქრდნენ, სანამ მშობლები გახდებიან

ითვლება, რომ თითქმის ყველას ერთი შვილის ყოლა და ძლიერი ოჯახის შექმნა სურს. ამ სურვილს ყველა ზოდიაქოს ნიშანი არ იზიარებს. მოდით, გავარკვიოთ.

ლომი

ლომი ბუნებით ნამდვილი ეგოისტია. მიჩვეულია, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. გასაკვირი არაა, რომ იმას აკეთებს, რაც სურს და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს. ყველას გვესმის, როგორ იცვლება ბავშვის დაბადების შემდეგ რეალობა, ცხოვრების წესი, კომფორტი და წესრიგი. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ეს არ აწყობს. ლომს ახასიათებს ბოლო წუთამდე პირმშოს ყოლის გადადება, რომ საკუთარი თავისთვის დრო გაახანგრძლივოს. თუ პირმშო უჩნდება, საკმაოდ მოწიფულ ასაკში. მაგალითად, ჯენიფერ ლოპესი. ცნობილმა მსახიობმა და მომღერალმა წარმატებული კარიერა ააწყო და ტყუპები მხოლოდ 39 წლის ასაკში გააჩინა.

მშვილდოსანი

თუ მშვილდოსანს იცნობთ, ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ბავშვის დანახვაზე დიდ ინტერესს არ იჩენს. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ბავშვების კომპანიაში საერთოდ წუწუნებს და გარიყულად იქცევა. მასში ბავშვების ცელქობა, ისტერიკა და პრეტენზიები უარყოფას იწვევს. მაგალითად, ამერიკელმა პოპ მომღერალმა მაილი საირუსმა თქვა, რომ ალოგიკურია ახალი სიცოცხლის მოვლენა იმ ადგილას, რომელიც ყოველდღე მთელი კაცობრიობის სამომხმარებლო ცხოვრების წესის გამო იტანჯება.

ტყუპები

ეს ის ნიშანია, რომელიც მაშინვე გაბრაზდება ან ყველას თვალწინ თავის სიბრაზეს გამოავლენს, თუ, მაგალითად, თვითმფრინავში რომელიღაც ბავშვს ისტერიკა დაეწყება. მთლიანობაში, ტყუპები ქორწინების და გამრავლების ინსტიტუტს სკეპტიკურად უყურებს. საკუთარ თავთან, ასევე ახლობლების და ნათესავების გარემოცვაში თავს შესანიშნავად გრძნობს. დამატებითი პასუხისმგებლობით დატვირთვას არ ჩქარობს. ტოპ მოდელმა ნაომი კემბელმა ერთ–ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ პირველ რიგში კარიერის აწყობასა და საკუთარი თავის რეალიზებაზე ოცნებობდა. პირველი და უკანასკნელი ქალიშვილის გაჩენაზე მხოლოდ 49 წლის ასაკში დაფიქრდა.

უნდა გესმოდეთ, რომ ბავშვის დაბადება როგორც დიდი პასუხისმგებლობა, ასევე დიდი სიხარულია. ზოგი საკუთარი თავის რეალიზაციას ბავშვებში ხედავს, სხვები – კარიერაში, ზოგიც – ქველმოქმედებასა და სხვების ზრუნვაში. აქ, ყველას არჩევანის უფლება აქვს.

Advertisement