ტესტები
ეს ვიზუალური ტესტი თქვენი ნამდვილი ფსიქოლოგიური ასაკის დადგენაში დაგეხმარებათ
ალბათ, ცხოვრებაში შეხვედრილხართ ადამიანებს, რომელთა ასაკიც მათ მენტალიტეს სრულად არ შეესაბამებოდა. ზოგჯერ ზრდასრული ადამიანი ბავშვურად იქცევა ან, პირიქით, ახალგაზრდა ისეთ რჩევებს გვაძლევს, რომ სიბძნით უფროსებსაც კი სჯობნის.
ადამიანის შინაგანი, ფსიქოლოგიური ასაკის დადგენა ყოველთვის მარტივი არაა. ფსიქოლოგიურ ასაკზე რამდენიმე ფაქტორი გავლენას ახდენს.
გარდა ამისა, არამდგრადი ერთეულია, რომელიც შეიძლება ცხოვრების განმავლობაში შეიცვალოს. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენს გამოცდილებაზე, ცხოვრების წესზე, გარემოსა და იმ მოვლენებზეა დამოკიდებული, რომლებიც ჩვენს ფსიქიკაზე გავლენას ახდენენ.
დღევანდელი ტესტის დახმარებით თქვენი ფსიქოლოგიური ასაკის დადგენას შეძლებთ.
რამდენი ლომი დაინახეთ სურათზე?
მოცემულია სურათი, სადაც რამდენიმე ლომი შეგიძლიათ დაინახოთ. თქვენი ამოცანაა 10-15 წამით სურათს გადახედოთ და მარტივ კითხვას პასუხი გასცეთ: რამდენი ლომი დაინახეთ სურათზე?
ამის შემდეგ ლომების რაოდენობის განმარტება ქვემოთ, სიაში იპოვეთ და თქვენი ნამდვილი ფსიქოლოგიური ასაკის შესახებ გაიგეთ.
თუ დაინახეთ:
1 – 4 ლომი
ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გულით თავისუფალი ხართ. თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 25-30 წელია. მოვლენებს ყოველთვის პოზიტიურად უყურებთ და არასტანდარტული, მაგრამ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლიათ.
ასეთი ფსიქოლოგიური ასაკი სიბერეში კურთხევა იქნება, რომლის მიღებაზეც უარს ამბობთ. შედეგად, ენერგიით და სასიცოცხლო ძალებით ყოველთვის სავსე იქნებით.
4 – 6 ლომი
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 30-40 წელია. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ხართ, რომელსაც მშვიდი და დაბალანსებული ცხოვრება სჭირდება. ოჯახურ ურთიერთობებს, სამსახურს და მეგობრებს აფასებთ.
მშვიდი, გაწონასწორებული, საკუთარ სხეულთან და სულთან ჰარმონიაში ხართ. ეს ყველაზე ლამაზი ასაკია, რადგან ამ პერიოდში ადამიანი თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს.
6 -10 ლომი
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 40 წელზე მეტია. თქვენ შეიძლება ბრძენ ადამიანად მიგიჩნიოთ. ყველაფერში წესრიგი, კომფორტი გიყვართ. ყველაფერს რასაც აკეთებთ, დაგეგმილი უნდა იყოს. ლოდინს მიჩვეული არ ხართ და პუნქტუალობა გიყვართ.
გართობაზე დროის ფუჭი ხარჯვა აღარ გიზიდავთ. დროის სასარგებლოდ გატარება გიყვართ. თვლით, რომ აქტიურად და სასარგებლოდ უნდა დაისვენოთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ძალიან პროდუქტიული და წარმატებული იყოთ.
10 – 12 ლომი
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 25 წელზე ნაკლებია. ეს ფაქტი გულწრფელობას და მეგობრობას განიჭებთ. თქვენი ფიქრების დაჭერა თითქმის შეუძლებელია. მეორე მხრივ, ძალიან დაუცველი ხართ და როდესაც გიყვარდებათ, ყურებამდე შეყვარებული ხართ.
თუ ვინმე გულს გტკენთ, ძალიან სწრაფად შორდებით. მას იშორებთ და წინ მიიწევთ, რადგან იცით, რომ თითოეული სიტუაცია, კარგი თუ ცუდი, თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და პიროვნებას ქმნის.