სახლი და დიზაინი
ეს დიასახლისი ნაკვეთზე ნარგავებს ნამდვილ შედევრებად აქცევს!
რთულია აგარაკის ისეთი მფლობელის პოვნა, რომელიც ქალაქგარე ნაკვეთს მხოლოდ დასვენებისთვის იყენებს. ყველას სურს თავისი თავის გამოცდა მებაღის როლში, ამიტომაც აქ რგავს ხეხილს, სხვადასხვა ბოსტნეულს და ეგზოტიკურ კულტურასაც კი.
დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ვარიანტებს აგარაკზე ნარგავების გასაფორმებლად, რომლებიც არ მისცემს აგარაკს ბანალურ ნაკვეთად გადაქცევის საშუალებას. გამოიყენეთ ეს იდეები და თქვენი აგარაკი არამხოლოდ ხილითა და ბოსტნეულით მოგამარაგებთ, არამედ თვალსაც გაახარებს.
აგარაკზე ნარგავების გაფორმება
1. პალეტები
ეს სატრანსპორტო “ჭურჭელი” საკმაოდ გამოსადეგია აგარაკზე. მსგავსი მასალით შეგიძლიათ როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური კლუმბების დამზადება.
2. ხის ღობე
შუაზე გაჩეხილი მორებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაკვეთზე, ამასთან, ნარგავებს სილამაზეს შემატებთ. უბრალოდ დაფარეთ მორები შესაფერისი საფარით, რათა გაფუჭებისგან დაიცვათ.
3. პლასტმასის ყუთები
შეარჩიეთ მკვეთრი ფერის ყუთები – ასე ნერგები უფრო ეფექტურად გამოიყურება.
4. ხის კონსტრუქცია
თუ პატარა ნაკვეთზე დიდი რაოდენობით მცენარე უნდა დარგოთ, შექმენით მსგავსი კონსტრუქცია.
5. გაბიონი
ქვებით სავსე ასეთი მეტალის ბადეების გამოყენებით, შეძლებთ აგარაკზე უამრავი საინტერესო კონსტრუქციის შექმნას. რომ არაფერი ვთქვათ შემოღობვაზე.
6. ქოთნები
საკმარისია, შეიარაღდეთ ერთი ფერის ათობით ქოთნით და განათავსოთ მთელი ეს სიმდიდრე სპეციალურად მომზადებულ ნაკვეთზე. ასეთი მარტივი კომპოზიციაც კი ჰარმონიულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
7. ქსოვილის ტომრები
ასე იქცევიან აფრიკაში, თუმცა ჩვენთვის მსგავსი მეთოდი უცხოა, ამიტომ მეგობრებსა და სტუმრებს მარტივად გააოცებთ. უბრალოდ უპირატესობა მიანიჭეთ სქელი ქსოვილის ან ბრეზენტის ტომრებს.
8. სამშენებლო ბლოკები
ქაფ-ბეტონის ბლოკების გამოყენება ლამაზი ნარგავებისთვისაც შეგიძლიათ. ამიტომ, თუ ნაკვეთზე მშენებლობა მიმდინარეობს, აიღეთ მასალა.
9. ჩალა
ნიადაგზე ჩალის დაყრა – ნარგავის გაფორმების უმარტივესი გზაა. ასეთი საფარი ფხვიერი რჩება, უზრუნველყოფს ჟანგბადის მუდმივ შეღწევადობას და დამატებით სასუქს წარმოადგენს.
10. ძველი კასრი
ფიქრობთ, ძველი კასრი აღარაფერში გამოგადგებათ? ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას – გადახერხეთ შუაზე და ჩარგეთ შიგნით სასურველი მცენარეები.
11. ძველი აბაზანა
წყლის ჭურჭელი დაძველდა? მისგან ორიგინალური კლუმბა გამოვა, რომელიც თვალს დიდხანს გაახარებს. ამისთვის შეღებეთ აბაზანა და ცოტათი ჩაფალით მიწაში.
12. მინი-ღობე
ვინ თქვა, რომ ნარგავები ნაცრისფერი და უხალისო უნდა იყოს? ხალისიანი დიასახლისი ასეთ ღობეებს აუცილებლად გააკეთებს აგარაკზე.
13. ყვავილის ქოთნები
ასეთი მრავალსართულიანი პირამიდის აწყობა რთული არაა. მთავარია, ქოთნები ერთმანეთს კარგად მიამაგროთ.
14. ხის დაფები
ეს კლასიკური მასალა ყოველთვის მოდაშია. ამიტომ, დაფებით ძალიან ლამაზ ნარგავებს მიიღებთ.
15. ტროტუარის ფილები
ამ მასალის უპირატესობა მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადაა. უბრალოდ დაალაგეთ ისინი სასურველი ფორმით.
როგორც ხედავთ, აგარაკზე ნაკვეთის გაფორმება სულაც არაა რთული. თქვენ რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად?