Connect with us

ჯანმრთელობა

ეს აბაზანა თქვენი სხეულიდან ყველა ტოქსინსა და შლაკს გამოდევნის

ჰიმალაის მარილი უძველესი დროიდან არის ცნობილი. ის ჩვეულებრივი მარილისგან არა მხოლოდ ფერით, არამედ მინერალებით მდიდარი შემადგენლობითა და საკვები ნივთიერებების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, ეს ნივთიერებები ადამიანი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰიმალაის მარილი მსოფლიოში ყველაზე სუფთა მარილად ითვლება, თავისი უნიკალური თვისბებით ის ძალიან ბევრ პრობლემას უმკლავდება. თუ ამ მარილის სარგებლიანობაზე აქამდე არ გსმენიათ, ჩვენი სტატიიდან ბევრ სიახლეს შეიტყობთ.

ჰიმალაის მარილში ისეთი სასარგებლო ნივთიერებები შედის, როგორიცაა ნატრიუმი, კალცი, მაგნიუმი, კალიუმი, სპილენძი, რკინა, ფოსფორი, ბორი, ქრომი, ფტორი, იოდი, მანგანუმი, მოლიბდენი, სელენი, თუთია და სხვა.

ჰიმალაის მარილის თვისებები

1. იოლად ხდება მისი ათვისება და ორგანიზმს გაუწყლოვნებისგან იცავს

2. არეგულირებს წყლის და ელექტროლიტების დონეს

3. ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს

4. ხელს უწყობს სასუნთქი გზები ჯანმრთელობას

5. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს დიაბეტის განვიტარების რისკებს

6. ამაგრებს ძვლოვან სისტემას, თმებს და ფრჩხილებს

7. აღადგენს ტვინის უჯრედებს და აუმჯობესებს კონცენტრაციას და შრომისუნარიანობას.

8. ამცირებს კუნთის სპაზმს

9. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტონუსში ყოფნას

10. გვეხმარება ნივთიერებათა ცვლის და საკვების მომნელებელი სისტემის რეგულირებაში.

11. აუმჯობესებს ძილის რეჟიმს.

12. ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და სისხლის გაწმენდას

13. ხელს უწყობს თირკმელებისა და ღვიძლის ჯანმრთელობას

14. ამაგრებს იმუნიტეტს.

15. გვეხმარება გაციებასთან და ოტოლარინგოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში.

ჰიმალაის მარილის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ აზიანებს კუჭს, თირკმელებს და სხვა შიდა ორგანოებს, საკვების გემოს კი ბუნებრივს ხდის.

მთავარია გვასხოვდეს – ყველაფრის მიღება ზომიერების ფარგლებშია სასარგებლო. ჰიმალაის მარილის სადღეღამისო ნორმა კი დღეში 1 სავსე ჩაის კოვზია, თუ რა თმა უნდა რაციონში ნატრიუმ ქლორიდის სხვა შემცველი პროდუქტები არ გაქვთ.

ვარდისფერი მარილი

ყველაზე მაღალი ხარისხი ჰიმალაის მარილი საკვები მიზნით გამოიყენება, დანარჩენი კი სხვადასხვა ტიპის აბაზანებისა და პროცედურებისთვის.

კანი, ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, ის ყველა დანარჩენი ორგანოს ჯანმრთელობის მდგომარეობას ირეკლავს. ჰიმალაი მარილს თუ ჰიგიეის პროცედურებისთვის გამოიყენებთ, ორგანიზმის სასარგებლო ნივთიერებებით გამოკვებას შეძლებთ.

ჰიმალაის მარილის აბაზანების სასარგებლო თვისებები

1. ხელს უშლის კანის დაავადებების განვითარებას

2. ახორცებს მწერის ნაკბენებს, დამწვრობებს, ნაკაწრებს და სხვა სახის ჭრილობებს.

3. არ იწვევს კანის გაღიზიანებას.

4. ახდენს გინეკოლოგიური პრობლემების პროფილაქტიკას

5. ებრძვის რევმატიზმს და სახსრების დაავადებებს

6. გვეხარება ორგანიზმის პოსტოპერაციულ პერიოდში აღდგენაში.

საშუალო ზომის აბაზანა 150-დან 200 ლიტრამდე წყალს იტევს, ეს ნიშნავს, რომ პროცედურისთვის სულ რაღაც 1 – 1,5 გრამი ვარდისფერი მარილი გესაჭიროებათ. აბაზანა ძალიან ცხელი არ უნდა იყოს – მისი ტემპერატურა 37 გრადუსს არ უნდა ჭარბებდეს.

ჰიმალაის საკურნალო მარილის გამოყენების დროს, ნუ გამოიყენებთ შხაპის გელს, საპონს და სხვა კოსმეტიკური საშუალებებს. აბაზანის მიღების პროცესი დაახლოებით 30 წუთი უნდა გრძელდებოდეს. აბაზანის მიღების შემდეგ ტანი სუფთა პირსახოცით შეიმშრალეთ და 20-30 წუთით შეისვენეთ.

როგორ გამოვიყენოთ ჰიმალაის ვარდისფერი მარილი

1. იმისთვის, რომ კანი სუფთა და ჯანმრთელი იყოს, მარილი თქვენს საყვარელ ეთერზეთს შეურიეთ და ეს ნაზავი პილინგის სახით გამოიყენეთ.

2. თუ ცხვირით სუნთქვა გაგიჭირდათ ან გაციებული ხართ – მარილის ხსნარი მოამზადეთ (0,5 ლიტრი წყალი და 1 ჩაის კოვზი მარილი) და ცხვირი დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ.

3. ფეხის სოკო გაქვთ?! ფეხები მარიყალში ჩაალაგეთ

4. ანგინისგან თავის დასაღწევად, ყელში ჰიმალაის მარილის სუსტი ხსნარი გამოივლეთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ.

5. ჰიმალაის მარილის ლამფა ასთმასთან, ალერგიასთან, ქრონიკულ დაღლილობასთან და დეპრესიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.