კულინარია
ესპანური მოხარშული ღვეზელი “ალმოიშავენა”: უზომოდ გემრიელი, ხრაშუნა დესერტი
ალმოიშავენა – ესპანელი ებრაელების ტკბილი ღვეზელია. მისი ისტორია ხუთი საუკუნის წინ, ესპანეთში დაიწყო. ცომი ზუსტად 5 წუთში მზადდება უბრალო ინგრედიენტებისგან, გამოცხობის პროცესი კი სიამოვნებას მოგანიჭებთ. კლასიკური ალმოიშავენა ძველი დროიდან მზადდებოდა ებრაელების მიერ იხვის ქონზე, ესპანელებმა კი იგი ღორის ქონით ჩაანაცვლეს. თუმცა, ამ კერძის თანამედროვე ვარიაციაში მცენარეული ზეთი გამოიყენება.
ღვეზელი გამოდის უჩვეულოდ გემრიელი, ხრაშუნა, შაქრიანი ქერქით.. ეს შესანიშნავი დასაყოლებელია დილის ყავის ან ჩაისთვის. ამასთან, სხვა ღვეზელებსა და პიროგებზე უფრო სწრაფად მზადდება.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა გაცრილი ფქვილი
- 100 მლ რძე
- 150 მლ წყალი
- 100 მლ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი
- 4 კვერცხი
- 1 ს.კ. შაქარი
- მარილი
- 2-3 ვაშლი
- დარიჩინი, შაქრის პუდრა(სურვილისამებრ)
მომზადება
1. შეურიეთ ქვაბში წყალი, რძე, შაქარი, მარილი და ზეთი და აადუღეთ. გამორთეთ ცეცხლი და მაშინვე დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ, რომ იგი კარგად დაიშალოს.
2. როცა ცომი ცოტათი გაგრილდება, დაუმატეთ 4 კვერცხი სათითაოდ. თითოეული კვერცხი შეურიეთ ცომს სათითაოდ, რათა ცომი ერთგვაროვანი გამოვიდეს.
3. საცხობ ფორმაზე მოათავსეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი. გაანაწილეთ ცომი თანაბრად.
4. გათალეთ ვაშლი, დაჭერით თხლად და მოათავსეთ ცომის ზედაპირზე, მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი(სურვილისამებრ).
5. აცხვეთ ღუმელში 30 წუთით 180-200 გრადუსზე. თავიდან ღვეზელი ლამაზად, ტალღოვნად ამოიბერება, თუმცა მალევე დაჯდება. მიირთვით ცოტათი გაგრილებული.
გემრიელად მიირთვით!
ღვეზელის როგორც დაჭრა, ისე დატეხვაც შეგიძლიათ. ვაშლის შეცვლა ნებისმიერი სხვა ხილით შეიძლება, ასევე, ალმოიშავენა გემრიელია ხილის გარეშეც.