ჯანმრთელობა
ესპანელმა ონკოლოგმა სიმსივნის მეტასტაზირების მკურნალობის მეთოდი აღმოაჩინა
ეს ძალიან პერსპექტიული აღმოჩენაა.
სლოუნ-კეტერინგის ინსტიტუტის მეცნიერებმა, ნიუ-იორკში აღმოაჩინეს, გენები და იპოვეს მოლეკულარული მექანიზმები, რომელიც მკერდში და თავის ტვინში სიმსივნის მეტასტაზირებაზეა პასუხისმგებელი. კვლევას ესპანელი ონკოლოგი ჟიან მასაგე ხელმძღვანელობდა.
ამ აღმოჩენამ შეიძლება ახალი ეფექტური სამკურნალო პრეპარატების შექმნაში დაგვეხმაროს, რომლებიც სიმსივნის ხელმეორედ განვითარებას აღკვეთს ქალებში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს მკერდის სიმსივნე – წერენ ჟურნალ Nature Cancer-ში.
სიმსივნური უჯრედების გავრცელების ფაქტორად COX2 და HB-EGF გენები ითვლება. ისინი არიან პასუხისმგებელნი სიმსივნური უჯრედების ჯანმრთელ ქსოვილშ ჩანერვასა და ორგანიზმში გადაადგილზებაზე. ეს გენები წარსულში უკვე იყვნენ შემჩნეული როგორც ფაქტორები რომლებიც მკერდის სიმსივნის ფილტვებში მეტასტაზირებას იწვევდნენ.
მესამე გენი, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს ST6GALNAC5-ია და ის უჯრედის მიერ ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვაზეა პასუხისმგებელი. ამ გზით ის ტვინის ქსოვილში აღწევს.
“ჩვენი კვლევა გვაჩვენებს, ეს გენები როგორ აძლევენ სიმსივნურ უჯრედებს მთელს ორგანიზმში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, შემდეგ კი ეხმარებიან მომდევნო თავდასხმის ადგილის განსაზღვრაში: – ამბობს ჟოან მასაგე.
სიმსივნის მეტასტაზირება თავის ტვინში სიმსივნის ქირურგიული გზით მოცილებიდან რამდენიმე წელიწადში ხდება. ამის გამო კი მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ ოპერაციის შემდეგ, სიმსივნური უჯრედები გაფანტულნი არიან სისხლძარღვებში და უბრალოდ ვერ ახერხებენ ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვას.
ეს ბარიერი ტვინს მასში სისხლში არსებული გარე უჯრედების მოხვედრისგან იცავს და არეგულირებს ბიოლოგიური მოლეკულების ტრანსპორტირებას ტვინის ქსოვილებში.
თავის ნამუშევარში მასაგემ და მისმა კოლეგებმა პროგრესირებადი სტადიის ტვინის სიმსივნიდან სიმსივნური უჯრედები გამოკვეთეს. ჩაატარეს სხვადასხვა გენების აქტივობათა ანალიზი.
“ჩვენმა კვლევამ საშუალება მოგვცა აღმოგვეჩნა სიმსივნური უჯრედების გარსის აქამდე უცნობი როლი, რომელიც მკერდის სიმსივნის ტვინში მეტასტაზირებას იწვევს. ეს აღმოჩენა შეიძლება ისეთი წამლების შექმნაში დაგვეხმაროს რომელიც ასეთი გარსის გაჩენას შეუშლის ხელს და ეს პაციენტებს ტვინის სიმსივნის განვითარებისგან დაიცავს”.