ჯანმრთელობა
ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ: ამ პროდუქტების საუზმეზე მიღება არ შეიძლება
საუზმე თითოეული ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ დილით მიღებული საკვები მხნეობას შეგმატებთ და მთელი დღე ენერგიით დაგმუხტავთ. თუმცა საუზმეზე ყველაფრის მიღება არ შეიძლება. არსებობს რიგი პროდუქტები, რომლებიც ძლიერ დაღლილობას, შრომისუნარიანობის შემცირებას, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, წყლულს, გასტრიტს და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი იწვევენ.
1. ბუტერბროდი ძეხვით და ყველით – კანცეროგენების მავნე ნარევი
ერთი შეხედვით, ასეთი საუზმე ძალიან გემრიელია, მაგრამ ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს. ყოველ დილით ასე საუზმობა ხშირ ყაბზობას, გასტრიტს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემებს გამოიწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ძეხვი, ლორი და სოსისი კანცეროგენებს შეიცავს, რომლებიც სიმსივნის უჯრედების განვითარებას იწვევენ. თუ რაღაც ხორციანის მიღება გსურთ, სჯობს მოხარშული ქათმის ფილე მიირთვათ – ის გემრიელი და სასარგებლოა.
2. ყავა – ნამდვილი „ჯოჯოხეთი“ ცარიელი კუჭისთვის
დილით ამ არომატული და გამამხნევებელი სასმელის დალევა ბევრი ადამიანის ტრადიცია გახდა. ზოგიერთი არც კი საუზმობს და მხოლოდ ერთი ჭიქა ყავით კმაყოფილდება. ასეთი საუზმე კი შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს.
ყავის უზმოზე დალევა კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს, კუჭის წვენის სეკრეციას ზრდის და ნაღველს გამოდევნის, შედეგად კი გულძმარვა და კუჭის ტკივილები ჩნდება. უარესს შემთხვევაში ყავის მუდმივი მოხმარება გასტრიტის და წყულების გაჩენას იწვევს. ასე რომ არ მოხდეს, სასმელი კარგად საუზმობის შემდეგ დალიეთ!
3. სწრაფი მშრალი საუზმე – პირდაპირი გზა სიმსუქნისკენ
რეკლამების მიუხედავად მშრალ საუზმეს ორგანიზმისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს. მასში დიდი რაოდენობით გლუკოზა და ფრუქტოზა შედის. ასეთი სწრაფი ნახშირწყლები არა მხოლოდ ინსულინის სწრაფ ცვლილებას იწვევს, არამედ ორგანიზმი მას წამიერად ითვისებს. ამ მიზეზით ადამიანი მხოლოდ რამდენიმე საათით ნაყრდება და შიმშილი სადილობამდე დიდი ხნით ადრე აწუხებს.
სწორედ ამიტომ, სადილობაზე ბევრი ჭამის სურვილი გვაქვს, გადაძღომა კი ცუდია. ასე გვერდებზე, მუცელსა და სხეულის სხვა ნაწილებზე ზედმეტი კილოგრამები ჩნდება.
4. ბანანი – ხილი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებას იწვევს
როგორ შეიძლება ბანანი საზიანო იყოს? ის ხომ სასარგებლო ვიტამინების წყაროა, რომელიც უნაკლო ჯანმრთელობას და სილამაზეს გვანიჭებს. თუ ბანანს სადილზე ან საღამოს მიირთმევთ, ის ნამდვილად სასარგებლო იქნება. თუმცა ბუნების ასეთი საჩუქრის უზმოზე მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ზრდის. რატომ?
ყველაფერი მარტივადაა: ბანანი ბევრ მაგნიუმს შეიცავს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში მონაწილეობს. როცა ორგანიზმი ჯერ კიდევ გაღვიძებული არაა, ამ პროდუქტის გადამუშავება და სასარგებლო ნივთიერებების სწორად გადანაწილება უჭირს. სწორედ ამიტომ, გულზე დიდი დატვირთვა ხდება, ხოლო მაგნიუმის და კალციუმის ბალანსი ორგანიზმში ირღვევა.
5. ტკბილეული და ნამცხვრები – ეს შაქრიან დიაბეტს იწვევს
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც გემრიელი ფუნთუშით ან ნამცხვრით არ უსაუზმია. ასეთი პროდუქტები შესანიშნავი განწყობით და ენერგიით აგავსებთ, ოღონდ მხოლოდ ცოტა ხნით. გარკვეული ხნის შემდეგ ძილიანობას და ენერგიის შემცირებას იგრძნობთ. რაში მდგომარეობს მიზეზი?
ეს მარტივად აიხსნება იმით, რომ ტკბილეულობაში ბევრი შაქარი შედის, რომელიც ინსულინის აქტიურ წარმოებას იწვევს. როცა ორგანიზმი ჯერ კიდევ გაღვიძებული არაა, პანკრეასი ძლიერ დატვირთვას ვერ უძლებს, რაც სისხლში შაქრის დონის მატებას, თვალის დაავადებებს და შაქრიან დიაბეტს იწვევს. რაც შეეხება გამომცხვარ პროდუქტებს, ის არა მხოლოდ შაქარს, არამედ საფუარს შეიცავს, რომელიც გაზებს ზრდის და ადამიანს დისკომფორტს ანიჭებს.
6. ციტრუსი და მათი წვენი – ალერგია და გასტრიტი
უზმოზე ციტრუსის ჭამის და ხილის ფრეშის დალევის მოდა უკან არ იხევს. ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ასე საუზმობს, რომ ლამაზი და მოხდენილი ფორმები შეინარჩუნოს. თუმცა ფორთოხლის, მანდარინის და სხვა ციტრუსის ცარიელ კუჭზე მიღება ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.
მათში შედის ნივთიერება, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს და შეიძლება გასტრიტის განვითარების მიზეზი გახდეს. თუ მაღაზიაში პაკეტში შეფუთულ წვენს აიღებთ, ის ბევრ შაქარს და ფრუქტოზას შეიცავს. ასეთი ნივთიერებები გასუქებას და შაქრიან დიაბეტს იწვევენ. სწორედ ამიტომ, გემრიელი ხილი სჯობს ნოყიერი და სასარგებლო საუზმის შემდეგ მიირთვათ. წვენი კი რეკომენდებულია თავად გაწუროთ.
როგორი უნდა იყოს სასარგებლო საუზმე
საუზმეზე მიღებულმა პროდუქტებმა ზიანის ნაცვლად სარგებელი რომ მოგიტანოთ, აუცილებელია სწორი პროდუქტები შეარჩიოთ.
საუზმე მსუბუქი და მკვებავი უნდა იყოს. დილის რაციონში აუცილებლად ცილები და ნახშირწყლები ჩართეთ, რომლებიც ორგანიზმს გააჯერებენ და მთელი დღე ენერგიით დაგმუხტავენ.
ექიმები ირწმუნებიან, რომ საუზმისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტებია:
- სხვადასხვა ფაფა (წიწიბურა, შვრია, სიმინდი, ხორბალი და ა.შ.) – უჯრედისს შეიცავს, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ასეთი საკვები საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ააქტიურებს და ორგანიზმს ვიტამინებით, ცილებით და რკინით ავსებს.
- კვერცხი – მოხარშული, შემწვარი ან მოთუშული სახით მიღებული პროდუქტი ორგანიზმს სასარგებლო ცილებით ავსებს და დანაყრების შეგრძნებას ანიჭებს.
- მთელი მარცვლეულის პური – ორგანიზმისთვის აუცილებელი სასარგებლო ნახშირწყლების წყაროა.
- კაკალი – კუჭის წვენის მჟავიანობას და საჭმლის მომნელებელ პროცესებს არეგულირებს.
- თაფლი – ნატურალური ტკბილეული ორგანიზმს სწრაფად გაღვიძებაში დაეხმარება. ასევე ენერგიით და კარგი განწყობით დაგმუხტავთ.
მავნე პროდუქტები დაივიწყეთ და სწორად ისაუზმეთ. ორგანიზმი დანაყრებით, მხნეობით და კარგი განწყობით მადლობას მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაგიხდით.