ჯანმრთელობა
ერთი ვარჯიში სამი ეფექტით. გამოკვეთილი წელი, ძლიერი ზურგი და მოქნილი ხერხემალი
ბევრი ჩვენგანი დროის დიდ ნაწილს ჯდომაში ატარებს. ეს, ხშირად, ჩვენი ბრალი არაა – ასეთია ჩვენი დღევანდელი სამყარო. ეს მდგომარეობა ჩვენს ჯანმრთელობაზე დამღუპველად აისახება. ერთი-ორი წლით ოფისში მუშაობის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ზურგი ხშირად გტკივდებათ, წელზე გაჩენილი “სამაშველო რგოლი” კი უკვე ზედმეტად ხილულია. თუ არაფერს მოიმოქმედებთ, ეს ნამდვილ პრობელმად გექცევათ.
სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ერთ მარტივ სავარჯიშოს, რომელიც ერთბაშად სამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეს პრობლემებია: ტკივილები წელისა და ზურგის არეში და”სამაშველო რგოლი” წელზე.
სავარჯიშო მუცლისა და წელისთვის
ფიზიკური აქტივობის გარეშე, ჩვენი ორგანიმი ნაკლებად მოძრავი გახდება და იწყებს ცხიმების დაგროვებას. ამ ყველაფერს თან ახლავს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, ამიტომ აუცილებელია მარტივი სავარჯიშოს შესრულება მაინც.
სავარჯიშო, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, გაგვიზიარა ტამაიომ – გახდომის იაპონელმა სპეციალისტმა. ეს სავარჯიშო მოთელვაა, რომელიც მოქმედებს მუცლისა და ზურგის კუნთებზე, ჭიმავს და აძლიერებს მათ. ამასთან, იგი აქტიურად მოქმედებს თეძოების შიდა ზედაპირზე.
ქვემოთ ნახავთ ვიდეოს, რომელშიც ტამაიო ამ სავარჯიშოს ასრულებს საჩვენებლად. მის შესრულებამდე სასურველია ცოტაოდენი გახურება, კუნთების ტრავმირების თავიდან ასაცილებლად.
საწყისი მდგომარეობაა დგომი, ფეხები ფართოდ გაშლილი, ცერებით გარეთ. ცერები და მუხლები ერთი მიმართულებით უნდა იხედებოდნენ. ფეხები მოხარეთ მუხლებში, წონასწორობისთვის ხელები ბარძაყზე დაიდეთ. ახლა დაიწყეთ სავარჯიშოს შესრულება: ჯერ დაიხარეთ წინ, მოაბრუნეთ მარჯვენა მხარი მარცნივ და შეიგნით. ამასთან, მარცხენა მხარი უკან მიდის.
თქვენ უნდა იგრნოთ, როგორ გაიწელება ბარძაყის, წელისა და ზურგის კუნთები. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3 წუთით, შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარესაც. მოძრაობები უნდა იყოს ნელი და ფრთხილი, უნდა იგრძნოთ ყველა კუნთის დაჭიმვა. გაიმეორეთ ათჯერ.
ვიდეო დეტალური ინსტრუქციით:
ორიოდე კვირის რეგულარული შესრულების შემდეგ შეამჩნევთ, რომ ცხიმები წელზე გაქრა, ზურგი და წელი კი მოქნილი გახდა და ტკივილიც აღარ გაწუხებთ. მათთვის, ვინც ცხოვრების დიდ ნაწილს ჯდომაში ატარებს, ეს ფასდაუდებელი სავარჯიშოა.