ჯანმრთელობა
ენდომეტრიოზი: 5 პროდუქტი, რომლებიც განწყობას აუარესებენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტაზე ყოველ მეათე ქალს ენდომეტრიოზი აწუხებს. ამ დაავადების დროს ენდომეტრიუმის ქსოვილები საშვილოსნოს გარეთ ვრცელდება და შეიძლება სხვა ორგანოებში მოხვდეს. ენდომეტრიოზი ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ახლავს ძლიერი მტკივნეული შეგრძნებები (მენსტრუაციის დროს განწყობა განსაკუთრებით უარესდება), ასევე ჩასახვის უნარზე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს.
სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს ეფექტური პრეპარატი, რომელიც ენდომეტრიოზს სრულად განკურნავს ან მის სიმპტომებს შეაჩერებს. ექიმები გაფრთხილებენ: სიმპტომების მნიშვნელოვნად შემსუბუქებას შეძლებთ, თუ რაციონიდან გამორიცხავთ პროდუქტებს, რომლებიც ანთებით პროცესებს ხელს უწყობენ.
ტრანსცხიმები
თქვენ დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ უარი თქვათ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ტრანსცხიმებს შეიცავენ. მათ მიეკუთვნება სწრაფი კვების პროდუქტები, ბევრ ზეთში შემწვარი პროდუქტები, მზა საკონდიტრო ნაწარმი და გადამუშავებული ხორცი. ტრანსცხიმები ინფექციებთან ბრძოლის უნარს ამცირებს, ასევე შინაგანი ანთებითი პროცესების განვითარებას ხელს უწყობენ.
გლუტენი
ახლავე გეუბნებით: არ არსებობს კვლევა, რომელიც გლუტენის ამოღებასა და ენდომეტრიოზის სიმპტომებს შორის 100%–იან პირდაპირ კავშირს ადასტურებს. ამის მიუხედავად, კვლევის შედეგებმა, რომელშიც 207 ქალი მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ უგლუტენო დიეტას შეუძლია დაგეხმაროთ: ექსპერიმენტის მონაწილეთა 75%–მა გლუტენის შემცველ პროდუქტებზე უარის თქმის შემდეგ ტკივილის შემცირება აღნიშნს. შეგიძლიათ საკუთარი ექსპერიმენტი ჩაატაროთ: შესაძლოა, სწორედ ეს მეთოდი თქვენ გამოგადგეთ.
ციტრუსი
იმის მიუხედავად, რომ ყველა სპეციალისტი ქალებს ენდომეტრიოზით რაც შეიძლება ბევრი ხილ–ბოსტნეულის მიღებას ურჩევთ, ისინი ციტრუსების ამოღებას გირჩევენ. საქმე იმაშია, რომ ფორთოხალს, ლიმონს, გრეიფრუტს და მანდარინს შეუძლია ორგანიზმიდან ესტროგენის გამოდევნას ხელი შეუშალოს, რომელიც თავის მხრივ ენდომტერიუმის განვითარებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, ესტროგენის გაზრდილი დონე შეიძლება ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების გამომწვევი გახდეს.
ძროხის რძის პროდუქტები
ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ კაზეინის ცილა A-1, რომელიც ძროხის რძეში განსაკუთრებით ბევრია, შეუძლია ქალის ორგანიზმში ესტროგენის წარმოება გააძლიეროს და შედეგად, ენდომეტრიოზის სიმპტომები გააუარესოს. ამ თეორიის აბსოლუტური მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ როგორც გლუტენის შემთხვევაში, შეგიძლიათ საკუთარი ექსპერიმენტი ჩაატაროთ. დროებით ცხოველური რძის პროდუქტებზე უარი თქვით და თქვენი მდგომარეობა შეაფასეთ.
გადამუშავებული ხორცი
წითელი ხორცის ხშირად მიღებას უკვე არსებული შინაგანი ანთების გაღვივება და ახალი კერების ფორმირება შეუძლია, რაც დაავადების გაძლიერებულ სიმპტომებს იწვევს. სწორედ ამიტომ, დიეტოლოგები ენდომეტრიოზის მქონე ქალებს ურჩევენ, რომ გადამუშავებულ ხორცზე სრულად უარი თქვან ან წითელი ხორცის მიღება მაქსიმალურად შეამცირონ.