სხვა
ემოციური თავისუფლების ტექნიკა: გათავისუფლდით დამანგრეველი ემოციებისგან
წარმოგიდგენთ «Emotional Freedom Techniques» – საკუთარი ენერგეტიკული სისტემის დამოუკიდებელ ბალანსირებას. ამ სისტემის გამოყენებისას სპეციალისტების დახმარების გარეშე შეძლებთ საკუთარი შინაგანი ენერგეტიკული რესურსების აღდგენასა და სულიერი წონასწორობის დაბრუნებას.
ყოველი ჩვენგანი შეიძლება გაიჭედოს რომელიმე მდგომარეობაში. მაგალითად, ერთი და იმევა მომენტის ჩაციკლულ გამეორებაში, გუშინდელი კონფლიქტის გამო გაღიზიანებაში, წარსული შეცდომების გამო ნერვიულობასა და ნევროზულობაში. მსგავსი დგომარეობიდან გათავისუფლება საკმაოდ რთულია და ზოგჯერ მასში წლობით ვცხოვრობთ. გამოდის, რომ პრაქტიკულად მუდმივად ვცხოვრობთ ემოციურ დამოკიდებულებაში.
როგორ მოვიქცეთ?! შეიძლება სულიერი სიმშვიდის აღდგენა?! როგორ დავამარცხოთ შფოთვის დესტრუქციული მდგომარეობა, დავიბრუნოთ სიმშიდე და ვიცხოვროთ სრულფასოვანი, აქტიური ცხოვრებით?!
გთავაზობთ ემოციური თავისუფლების ტექნიკას, რომლის ავტორი დოქტორი კრეგი გახლავთ.
ცოტაოდენი ინფორმაცია «Emotional Freedom Techniques» (EFT) – ის შესახებ
EFT – ეს ჩვენი პერსონალური ენერგოსისტემის ბალანსირების მეთოდია. მისი გამოყენებით თქვენ თვითონ აღადგენთ საკუთარ შინაგან ენერგეტიკულ რესურსებს და ბუნებრივი გზით აწვდით სხეულსა და ტვინს გამოჯანმრთელების საშუალებას. რაც თავარია EFT მუშაობს “აქ და ახლა” და საშუალებას გაძლევთ 2 – 3 წუთში გამოხვიდეთ შფოთვითი მდგომარეობიდან, დაუბრუნდეთ რესურსულ მდგომარეობას და გაუმკლავდეთ კონკრეტულ პრობლემებს.
EFT -ს იყენებენ
- უარყოფითი აზრებისა და რწენებისგან გათავისუფლებისთვის
- დეპრესიული მდგომარეობისა და ნევროზების დროს
- პანიკური შეტევების დროს
- წარსულის შესახებ არსებული განცდების დროს
- უარყოფითი განცდების გადამუშავების დროს
მოცემულ მეთოდს კიდევ ერთი მარტივი დასახელება აქვს, რომელიც მის არსს განსაზღვრავს, ეს არის – “დაკაკუნება”(მასაჟის მეთოდით)
ეტაპი #1 მდგომარეობის განსაზღვრა
აუცილებელია:
დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: ” რას ვგრძნობ/ვაკეთებ ახლა?!” და განსაზღვროთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა. მაგალითად: ” მოცემულ მომენტში მე ვნერვიულობ იმის გამო, რომ გუშინ საუბრისას ზედმეტი წამომცდა და საკუთარი თავი არახელსაყრელი მხრიდან წარმოვაჩინე. მე ვგრძნობ, რომ ამ მიზეზით მტკივა თავი. მე ვნერვიულობ!”
აღწეროთ მოცემული მდგომარეობა ორგანიზმში არსებული გრძნობების დონეზე, სად არის მოქცეული მოცემული გრძნობა და როგორ გამოიხატება ის.
ეცადეთ მოახდინოთ არსებული მდგომარეობის იდენტიფიცირება ათქულიანი შკალით: განსაზღვროთ განცდების ძალა. 0 ნიშნავს “მე სრულიად მშვიდი ვარ”, 10 ნიშნავს “ამ განცდებმა ზღვრამდე მიმიყვანეს”
სცადეთ განსაზღვრული გრძნობის მართვა, ოდნავ გააძლიერეთ, შემდეგ მოადუნეთ და დააკვირდით პროცესს.
ეტაპი #2
აუცილებელია:
ჰკითხოთ საკუთარ თავს: რას მინდა ვგრძნობდე ამ ყველაფრის ნაცვლად? მაგალითად: “მსურს თავი მოდუნებულად და გაწონასწორებულად ვიგრძნო”.
ეტაპი #3
1. დავხუჭოთ თვალები და ღრმად ჩავისუნთქოთ
2. დავიწყოთ “დაკაკუნება” (მასაჟი)
წერტილების ლოკალიზაცია და თანმიმდევრობა სურათზეა მოცემული:
- წარბის კუთხე – თვალის შიდა მხრიდა. თქვით “მე ვუშვებ …”
- თვალის გარე კუთხე, ძვალზე, ვთქვათ: “მე ვუშვებ …”
- ძვალზე თვალს ქვემოთ, ცენტრის ქვემოთ, თქვით: “მე ვუშვებ …”
- ლავიწზე, თქვით: “მე ვუშვებ …”
- ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ
- ხელი მოავლეთ მაჯას და თქვით: “სიმშვიდე”
ეტაპი #4 დიაგნოსტიკა:
- მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა დარჩა, გვაქვს თუ არა გარკვეული შეგრძნებები?
- გავაკეთოთ დარჩენილი შეგრძნებების სიძლიერის იდენტიფიკაცია – 10 ქულიანი სისტემით.
- აღვნიშნოთ საკუთარი თავისთვის, თუ როგორ შეიცვალა მოგონებები, რომლებიც ამ გრძნობას უკავშირდებიან (მაგალითად უფრო გაუფერულდნენ და ნაკლებ ემოციურები გახდნენ)
- აღვწეროთ მდგომარეობა სხეულში არსებული შეგრძნებების დონეზე, სად ლოკალიზირდება მოცემული გრძნობა და როგორ გამოიხატება?
გავიმეორეთ ეტაპი #3 – “გაშვება”
ეტაპი #5 შემოწმება
აუციებელია:
- გონებრივად გავიაროთ №3 და 4 ეტაპები;
- დარწმუნდეთ, რომ ყველაფერს საკუთარი აზროვნების საშუალებით აკეთებთ
- გაიაზროთ, რომ გონება და სხეული ერთიან სისტემას წარმოადგენენ და საკუთარი მდგომარეობის აზრის მეშვეობით მართვა სრულიად შესაძლებელია;
- დააკვირდით საკუთარ სიმშვიდის მდგომარეობას, შეინარჩუნეთ თანაბარი და ღრმა სუნთქვა.
შედეგი:
მოცემული ტექნიკის დაპრაქტიკებით, შეამჩნევთ რომ სიატუცაის უკეთ იმორჩილებთ ვიდრე ადრე, რადგან ადამიანები ფიქრებით თვითონ ახდენენ შფოთვის, შიშებისა და მერყეობის კულტივირებას.
თუ თქვენს თავს ჰკითხავთ: “რას ვაკეთებ მოცემულ მომენტში?”, გაგიჩნდებათ საშუალება მართოთ საკუთარი მდგომარეობა. ანუ შეცვალოთ ის რაც ხელს გიშლით, გართმევთ ენერგიას და განიჭბთ ნეგატიურ განცდებს. ყველაფერი თქვენს ხელთაა. მთავარია სცადოთ ეს ტექნიკა და მიჰყვეთ რეკომენაციებს.