Connect with us

ჯანმრთელობა

ებრაელი მეცნიერების მტკიცებით, ჯანმრთელი საკვები უბრალოდ არ არსებობს!

ალბათ ყოველთვის გიკვირდათ, რატომ არ მუშაობს ესა თუ ის “სწორი დიეტა”? ებრაელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ადამიანის ორგანიზმი, ამა თუ იმ საკვებს სხვადასხვაგვარად ითვისებს. კვლევაში 800 მოხალისე მონაწილეობდა.

ინდივიდუალური კვება

კვლევების დროს, ერთი კვირის განმავლობაში, 800 ადამიანი სტანდარტულ საზუმეს მიირთმევდა, რომელიც 50 გრამ ნახშირწყლებს შეიცავდა. ერთსა და იმავე საკვებზე, სხვადასხვა მოხალისეს, სისხლში შაქრის დონე სხვადასხვაგვარად ეცვლებოდა. ეს შედეგი გვიჩვენებს, რომ ერთი და იგივე პროდუქტი შეიძლება ყველასთვის სასარგებლო და ჯანმრთელი არ იყოს.

ვეიცმანის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, დოქტორი ერან ელინავი ამბობს: ” ამდენ მოხალისსეს დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ჩვენი შეხედულებები კვების შესახებ, ჯრ ბოლომდე სწორი არ არის. საკვების გლიკემიური ინდექსი, რომლის მიხედვითაც სისხლში შაქრის დონეს ვაფასებთ – ობიექტურად ვერ გაიზოება და ის ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად უნდა იყო ადაპტირებული.” ეს ხსნის იმას, თუ რატომ გამოსდის გახდომა ადამიანების ერთ ჯგუფს, მეორეს კი არა.

ერთ პაციენტს ჭარბწონიანობა აწუხებდა და პრე-დიაბეტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას მრავალრიცხოვანი დიეტები გახდომაში ვერ დაემარა. აღმოჩნდა, რომ მის შაქრის დონეს ჩვეულებრივი პომიდორი წევს მაღლა. ქალბატონს პომიდორი უნდა მოეღო რაციონიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯანმრთელ საკვებად ითვლებოდა.

სამწუხაროდ ყველასთვის სწორი და უნივერსალური დიეტა არ არსებობს. გარდა ამისა, დიეტა რომელიც 5 წლის წინ ეფექტური იყო, დღეს შეიძლება აღარ გამოგადგეთ. თუმცა კვების ინდივიდუალური რაციონის შერჩევა შესაძლებელია, თუ ნაწლავის მიკროფლორის სხვადასხვა საკვებზე არსებულ რეაქციას გავითვალისწინებთ.

ექიმი ერან ელინავი ყველა დიეტოლოგს, გასტროენტეროლოგს და იმუნოლოგს ურცევს ინდივიდუალური დიეტები შეიმუშავონს და ჯანმრთელი კვების სტანდარტული ფორმულის გამოყენება შეწყვიტონ.

მიირთვით საკვები რომლის ირების საჭიროებასაც კონკრეტულ მომნტში გრძნობთ. ჭარბ წონასტან ბრძოლა არ ნიშნავს ცოტას ჭამას, არამედ ის ისეთი საკვების მირებას გულისხმობს, რომელიც ორგანიზმის მოთხოვნილებებს შეესაბამება.

 

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.