Connect with us

ჯანმრთელობა

დღეში 1 ჭიქა წვენი შეშუპებას, ზედმეტ სითხეს და ჭარბ წონას მოგაშორებთ

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ და ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომლის დახმარებით ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს მოიშორებთ და დეტოქსიკაციის პროცესს გააქტიურებთ. ამასთან კანის და თმის მდგომარეობა საოცრად შეიცვლება.

სასმელი ორგანიზმისთვის აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს და საერთო ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. ზედმეტი სითხის მოშორებით შეშუპებას და ჭარბ წონას აქრობს.

გასახდომი სასმელი

რეცეპტის ინგრედიენტები იაფი და წლის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია.

ინგრედიენტები:

  • 1 საშუალო კონა ოხრახუში (დაახლოებით 10-12 ტოტი)
  • 1 საშუალო სიგრძის სტაფილო
  • 1 ფორთოხალი
  • ¼ ლიმონი
  • 1 ს/კ სელის თესლი
  • ცოტა სუფთა წყალი (დაახლოებით 100-150 მლ)

მომზადება:

  1. ფორთოხლის და ლიმონის წვენები გაწურეთ. ბლენდერის ჭიქაში ჩაასხით. სტაფილო დაჭერით და წვენებს დაუმატეთ. დაჭრილი ოხრახუში, სელის თესლი და წყალი დაუმატეთ.
  2. ძალიან კარგად დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. სურვილის მიხედვით გადაწურეთ და იმწამსვე დალიეთ. რეკომენდებულია რაიმე დამატკბობელი დაუმატოთ, რადგან ასე სასმელის ეფექტურობა შემცირდება.

დღეში 1 ჭიქა წვენი დალიეთ, რომ შედეგები იგრძნოთ. ჩვეულებრივ, უკვე პირველივე კვირას თავს კარგად იგრძნობთ და წონაში დაიკლებთ.

საუკეთესო შედეგის მისაღებად სწორად იკვებეთ და ივარჯიშეთ!