ყვავილები
დრო არ დაკარგოთ: 8 ყველაზე უსარგებლო რჩევა მებოსტნეობასა და მებაღეობაში
გაზაფხულზე ბაღსა თუ ბოსტანში გაჩაღებული მუშაობა მიმდინარეობს. ნერგების დარგვა საქმის მხოლოდ მცირე ნაწილია. კარგი მოსავლის მისაღებად მცენარეებზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. კარგად უნდა მორწყათ, გამოკვებოთ და მავნებლებისგან დაიცვათ. ინტერნეტ სივრცე სავსეა მებაღეობასა და მებოსტნეობასთან დაკავშირებული რჩევებით. ნუთუ ყველა მათგანი სასარგებლოა?
ახალი და „სუპერ ეფექტური“ საშუალებით ფულის გამომუშავების სურვილი ხალხს ყალბი ინფორმაციის გავრცელებისკენ უბიძგებს. ჩვენს დროში ამას რეკლამას უწოდებენ. ხშირად დარეკლამებული წამლები მოჩვენებითია. არის მოტყუების სხვა შემთხვევებიც, თუმცა უნებლიე. როცა მეზობლისგან გაგონილმა ხალხურმა მეთოდმა შემთხვევით იმუშავა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, მაგრამ ჩვენ სასწაული რეცეპტის გადამოწმებას ვჩქარობთ. აი, რაზე არ ღირს ფულის და დროის დახარჯვა!
რჩევები, რომლებიც მებაღეობასა და მებოსტნეობაში ვერ დაგეხმარებათ
მიკორიზა
პოპულარული საშუალების ნათელი მაგალითი, რომელმაც თქვენს მოსავალზე სასწაულებრივი გავლენა უნდა მოახდინოს. მიკორიზამ მცენარეების და ფესვების ზრდას ხელი უნდა შეუწყოს, მეტი ტენის და მკვებავი ნივთიერებების ათვისებაში დაეხმაროს. როგორც შინაურულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, ამას არანაირი სარგებელი არ აქვს.
შარდოვანა ხეებისთვის
ხილის ხეები მავნებლებისგან ხშირად იტანჯებიან. სწორი და დროული დამუშავება მოსავლის გადარჩენაში დაგეხმარებათ. ოღონდ შარდოვანა არ გამოიყენოთ. ეფექტი ძალიან სუსტია. მობრუნებას ვერ მოასწრებთ, რომ მწერები უკვე ტოტებზე სხედან. ღირს გარისკვა?
კოლორადოს ხოჭოს თავიდან ასაცილებლად მცენარის დარგვა
არსებობს მითი, რომ თუ კარტოფილის კვლებს შორის ხავერდას, ლობიოს, ქრისტესისხლას და სხვა მცენარეს დარგავთ, ეს კოლორადოს ხოჭოს დააფრთხობს. საუკეთესო შემთხვევაში, ამ მეთოდით ნერგების ჭამას გადადებთ, რადგან ხოჭოს უფრო გემრიელი კერძი გამოუჩნდა.
ციტრუსის ქერქი კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ
კვლებში მცენარეების დარგვის საკითხი გავარკვიეთ, ახლა ფორთოხლის და მანდარინის ქერქებზე მივხედოთ. ორმოში ფორთოხლის ქერქის ჩადება და შემდეგ კარტოფილის დარგვა უსარგებლოა. იმ მომენტამდე, სანამ აღმონაცენები გამოჩნდება, ქერქი დალპება. აი, ახალგაზრდა ნერგებისგან კატის დაშინება შეუძლია.
ხახვის ფურცლები ხოჭოს ლარვების წინააღმდეგ
ფურცლები ბოსტანში ხოჭოს ლარვებს ვერ მოგაშორებთ. თქვენ შეგიძლიათ ორმოში ხახვის ფურცლების ჩადება გააგრძელოთ, როგორც მინიმუმ, სასუქად გამოიყენებთ. თუმცა მავნებლებთან საბრძოლველად სხვა მეთოდი გამოიყენეთ.
დედოფლის ყვავილი და ხავერდა თეთრულა პეპლების წინააღმდეგ
ხალხური რჩევების საწინააღმდეგოდ, ამ ყვავილების სუნით მავნე პეპლებს ვერ დააშინებთ. კვერცხის ნაჭუჭიც იგივე ეფექტს იძლევა. დრო ტყუილად არ დახარჯოთ. უფრო მარტივი იქნება, თუ კომბოსტოს თხელი, უნაჭრო ქსოვილით დაფარავთ. ის მოსავალს გაუმაძღარი მუხლუხოებისგან დაიცავს.
ფოთლოვანი გამოკვება
ასეთი მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა მცენარე სუსტია. თუ ყველაფერი რიგზეა, სჯობს ფესვების ქვეშ გამოკვებოთ. დანამვა შეიძლება შევადაროთ ადამიანის გამოკვებას მილით. შედეგი იგივე იქნება, მაგრამ არსი ყველაფერს ართულებს.
მუქარა უხვი მოსავლიანობის მისაღებად
ოდესმე გინახავთ, როგორ იქნევს ბაბუა ნაჯახს ხილის ხეების ახლომახლოს, თითქოსდა აშინებს, რომ მოსავალი მისცეს. ეს ხალხური მეთოდი სოფლებში დღემდე გამოიყენება. ბევრი თვლის, რომ დამუქრება, რომ ცუდი მოსავლის მიღებისას მოჭრის, ნამდვილად მუშაობს. როგორც ამბობენ: ცდა წამება არაა, იქნებ გაგვიმართლოს, თუმცა უფრო საიმედო მეთოდებიც არსებობს.
თუ ბაღის „ხრიკები“ უკვე გამოცადეთ და ეფექტური აღმოჩნდა, იღბლიანი ხართ. რა თქმა უნდა, მათ ზიანი არ მოაქვთ, მაგრამ სასურველი შედეგის იმედიც არ უნდა გქონდეთ. ეს შეიძლება მოსავლის ფასი დაგიჯდეთ. უპირატესობა საიმედო და გამოცდილ საშუალებებს მიანიჭეთ.