Connect with us

საკითხავი

დილით ადგომამდე დაჭიმეთ ეს კუნთი და იგრძნობთ, როგორ ბრუნდება ახალგაზრდობა და სილამაზე

ყველა ქალი ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებაზე ოცნებობს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიმართოთ პლასტიკურ ქირურგიას, კოსმეტიკურ საშუალებებს და სხვა მსგავსს. რა გავაკეთოთ, თუ გვსურს ახალგაზრდობის შენარჩუნება ოჯახის ბიუჯეტის დახარჯვის გარეშე? საკუთარ თავზე ახალგაზრდობიდანვე უნდა იზრუნოთ. რაც უფრო ადრე დაიწყებთ თავის მოვლას, მით უფრო გვიან დაიწყება დაბერების პროცესი. საკუთარი თავი მიაჩვიეთ ყოველდღიურ პროცედურებს, რომლებიც ახალგაზრდობის და მხნეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ მეთოდს, როგორ იზრუნოთ საკუთარ თავზე. ბევრ დროს და ძალას არ წაგართმევთ, სამაგიეროდ გაჩუქებთ ახალგაზრდობას და დღეგრძელობას. ამ ვარჯიშის ყოველ დილით შესრულება წესად გქონდეთ. მალე შეამჩნევთ, როგორ გაახალგაზრდავდა თქვენი სახე. ვარჯიში მთელი დღით ენერგიით დაგმუხტავთ. ახალ ძალას და შთაგონებას მოგანიჭებთ.

როგორ იზრუნოთ საკუთარ თავზე

ეს ვარჯიში ე.წ. ახალგაზრდობის კუნთზე ზემოქმედებს. ის ყელზე მდებარეობს. სახის ოვალი და სხეულის ახალგაზრდობა ამ კუნთის ტონუსზეა დამოკიდებული.

დილით, როცა გაიღვიძებთ, სწორად დაწექით. ზურგზე დაწექით, ხელები გვერდებზე მიიდეთ. ტანის გასწვრივ ხელები რაც შეიძლება ქვემოთ ძლიერ გაწელეთ. ამავდროულად, თავი ზევით გაჭიმეთ ისე, რომ ტკივილი არ იგრძნოთ. ამ პოზაში 4-5 წამი გაჩერდით, შემდეგ მოდუნდით. ვარჯიში 7-8-ჯერ გაიმეორეთ.

ამის შემდეგ საწოლიდან ადექით და სახე დაიბანეთ. როცა ხელისგულებში წყალს დააგროვებთ, წყალზე შელოცვა თქვით: „სუფთა წყალი ძალით მავსებს, ახალგაზრდობას მიბრუნებს“. შემდეგ ამ წყლით დაიბანეთ.

თუ ამ ვარჯიშს რეგულარულად შეასრულებთ, პირველ შედეგს უკვე 3 კვირაში დაინახავთ. არა მხოლოდ გაახალგაზრდავდებით, არამედ ძალით და ენერგიით აივსებით. ჯანმრთელობა და კანის ელასტიურობა დაბრუნდება. სახე და ყელი დაიჭიმება.

საკუთარ თავზე ზრუნვა შედეგს იძლევა

რამდენიმე თვეში საკუთარ თავს სარკეში ვერ იცნობთ. სასიამოვნო კომპლიმენტებს და საჩუქრებს მიიღებთ. თქვენს ცხოვრებაში მოხდება სასიამოვნო მომენტები, ხოლო სურვილები ახდება. შანსი გექნებათ შეცვალოთ ცხოვრება ისე, როგორც გსურთ.

ცხოვრების ყველა სფეროში სასურველი ცვლილებები მოხდება. ერთი პატარა ვარჯიში ახალგაზრდობას და მხნეობას დაგიბრუნებთ. ამავდროულად, ძვირადღირებული კოსმეტოლოგებთან და პლასტიკურ ქირურგებთან ფულის დახარჯვა საჭირო არაა.

ჩვენს სხეულს აღდგენა და ახალგაზრდობის ახალი უჯრედების წარმოქმნა შეუძლია. მხოლოდ უნდა იცოდეთ, რომელი კუნთი რაზეა პასუხისმგებელი. მნიშვნელოვანია, თქვენს სხეულს მოუსმინოთ და გაიგოთ, რა აკლია მას.

რეგულარული ძილი და ფიზიკური ვარჯიში, ჯანსაღი კვება და კარგი ფიქრები. ეს ყველაფერი ახალგაზრდობის შენარჩუნებას და გახანგრძლივებას ხელს უწყობს. ქალი ხომ შექმნილია იმისთვის, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს შთააგონოს. არასდროს შეგრცხვეთ საკუთარი თავის, არამედ მის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ხელი შეუწყვეთ. როცა ქალი საკუთარი თავით კმაყოფილია, მთელი სამყარო ფეხქვეშ ეგება, მისი ყველა ოცნება სრულდება.

Advertisement