ჯანმრთელობა
დიეტა “3 პროდუქტი” – სწრაფი გახდომა ჯანმრთელობის ვნების გარეშე
ინტენსიური საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, მრავალი ჩვენგანი რამდენიმე ჭარბ კგ-ს იმატებს. ჩამრგვალებული თეძოები შეუხედავად გამოიყურება, არც გარდერობის გამოცვლა გვსურს ხოლმე. სწორედ ამიტომ, კარგი იქნებოდა იმის გაგება, თუ როგორ უნდა გავხდეთ ჯანმრთელობის ვნების გარეშე, მინიმალური დანახარჯებით, მინიმალურ დროში.
გიყვართ შვრიის ფაფა, ვაშლი და ხაჭო? მაშინ ეს დიეტა სწორედ თქვენთვისაა! მხოლოდ ეს 3 პროდუქტი დაგეხმარებათ გახდომაში და, ამასთან, დანაყრებაშიც. ასე ორგანიზმი არ იფიტება, წონა სტაბილურად ქრება, უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე. აღარავითარი იძულება და ცუდი განწყობა: პროდუქტის ასეთი არჩევანი არ დაგიტოვებთ შიმშილის შეგრძნებას და დიეტის დაცვაც მარტივდება.
3-პროდუქტიანი დიეტის თვისებები
როგორც კვების ნებისმიერ რეჟიმს, ამ დიეტასაც თავისი უკუჩვენებებიც აქვს. თუ სერიოზული დაავადება გაწუხებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. დიეტოლოგები, კვების ამ რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, მეოთხე-მეხუთე დღიდან გვირჩევენ რძემჟავის პროდუქტის, მაგალითად, კეფირის დამატებას რაციონში. ასეთი დიეტის ათდღიანი კურსის შემდეგ, დისკომფორტისა და უსიამოვნო შეგრძნებების არარსებობის შემთხვევაში, მისი გაგრძელება შეგიძლიათ.
რაციონში არსებული პროდუქტის განსაკუთრებულობა
შვრია – დიეტაში ნახშირწყლების ძირითადი წყაროა. საკვები ბოჭკოების წყალობით, არ იგრძნობთ გამომფიტავ შიმშილის შეგრძნებას და გააუმჯობესებთ ნაწლავების ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ისინი საჭმლის მონელებისთვის ბუნებრივი “ჯაგრისივით” მოქმედებენ, რბილად წმენდენ, გამოდევნიან საკვების ნარჩენებსა და შლაკებს.
შვრიის ფაფის საუზმეზე მიღებით ორგანიზმს კარგად დაანაყრებთ. გამოიყენეთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფანტელი, დანამატების გარეშე. მოხარშეთ შვრია წყალზე, მარილისა და შაქრის გარეშე, გემოსთვის დარიჩინის ან 1 ჩ.კ. თაფლის დამატება შეგიძლიათ.
შეარჩიეთ მწვანე ან ყვითელი, არატკბილი, მყარი და წვნიანი ვაშლები. ეს გასაოცარი ხილი წმენდს ორგანიზმს და, ამავდროულად, ამდიდრებს ვიტამინებითა და მინერალებით. ვაშლი ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და აქვს დაბალი გლიკემური ინდექსი.
ხაჭო აიღეთ ჩვეულებრივი, არა გაუცხიმოვნებული. კალციუმი და ფოსფორი გააძლიერებს ძვლებს, ფრჩხილებსა და კბილებს. ხაჭო ცილის საუკეთესო წყაროდ ითვლება კუნთოვანი მასის საშენებლად, ამიტომაც უყვართ იგი ასე სპორტსმენებს.
“3 პროდუქტის” დიეტის მიახლოებითი მენიუ
- საუზმე: შვრიის ფაფა(მარილისა და შაქრის გარეშე, წყალზე) 2 ვაშლთან ერთად;
- სადილი: 100 გ ხაჭო დარიჩინითა და ვაშლით, 2 ვაშლი დესერტზე;
- ვახშამი: 100 გ ხაჭო და 3 ვაშლი, ბალახის ჩაი გვირილით, უშაქროდ.
შეგიძლიათ, ვაშლი ხაჭოსთან და სანელებლებთან ერთად გამოაცხოთ, ასევე, მოამზადოთ კოქტეილები შვრიის, ვაშლისა და დარიჩინისგან. აუცილებლად მიირთვით ყოველდღე 1.5 ლ სითხე მაინც – იქნება ეს მინერალური წყალი თუ ბალახის ჩაი.