ჯანმრთელობა
დიეტა “წითელი და მწვანე” 2 კვირაში დაახლოებით 7 კილოგრამს მარტივად დაგაკლებინებთ
სიტყვა „დიეტის“ გაგონებისთანავე ბევრი ქალი ირონიულად თავის ქნევას და საკუთარ წარუმატებლობასა და დაბრუნებულ კილოგრამებზე საუბარს იწყებს. ხშირად არა ეფექტური დიეტის შემდეგ სწორედ ასე ხდება.
დღეს გთავაზობთ სტატიას „წითელი და მწვანე“ დიეტის შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ჭარბი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს.
დიეტის განსაკუთრებულობა
დიეტა „წითელი და მწვანე“ მხოლოდ დასახელების შესაბამისი ფერების პროდუქტებისგან შედგება. თითოეული პერიოდისთვის მათი არჩევა მკაცრად ხდება და დიეტის საფუძველს ხილი და ბოსტნეული შეადგენს.
რაციონიდან თუნდაც მინიმალური რაოდენობით კონსერვანტების შემცველი პროდუქტები სრულად უნდა გამორიცხოთ. მათში შედის შეფუთული წვენი, ხილის და ბოსტნეულის ნახევარფაბრიკატები, ასევე ნაყინი.
დიეტის დროს ყავაზე, ალკოჰოლსა და ნებისმიერ გაზიან სასმელზე უარი უნდა თქვათ. დიეტის დასრულების შემდეგ მენიუში ახალი პროდუქტები ნელ-ნელა და ძალიან ფრთხილად უნდა შეიტანოთ. შედეგის გასამყარებლად, პირველ პერიოდში თეთრი ფქვილის პროდუქციაზე უარი თქვით და ჭვავის ან შვრიის პროდუქტებით ჩაანაცვლეთ.
რატომ წითელი?
დიეტისთვის პროდუქტების შერჩევა სერიოზული ფაქტორებით და მიზეზებით არის განპირობებული. წითელი ხილი და ბოსტნეული შეიცავს ბევრ ლიკოპენსა და ანტოციანს – ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს სიმსივნური უჯრედებისგან იცავენ. ერთი თეფში ასეთი ფერის პროდუქტის მიღება ორგანიზმს მანგანუმით, A და E ვიტამინებით, კალციუმით და ფოლიუმის მჟავით გაამდიდრებს. ამის გარდა, წითელი ხილი და ბოსტნეული ქოლესტერინს და წნევას ამცირებს და ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავენ.
ამ პროდუქტების დიეტაში ჩართვა იმუნურ სისტემას გაზრდის, ნერვულ სისტემას დაამშვიდებს, განწყობას გააუმჯობესებს, სისხლს გაწმენდს და პოტენციას სტიმულირებს.
დიეტის დაწყების წინ მაცივარი გაავსეთ პომიდვრით, ბოლოკით, ბულგარული და ჩილეს წიწაკით, ასევე ჭარხლით. ხილიდან გამოდგება გრეიფრუტი, ხურმა, ფორთოხალი და ბროწეული. კენკრიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ ალუბალი, მოცვი, ძახველი, მოცხარი და ჟოლო.
რატომ მწვანე?
მწვანე პროდუქტები დიეტაში ქლოროფილის მაღალი შემცველობის გამო მოხვდა, რადგან მას ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. გარდა ამისა, ის უჯრედებს აღადგენს და აახალგაზრდავებს. მწვანე ხილი და ბოსტნეული ბევრ K, B და C ვიტამინებს, მიკროელემენტებს (განსაკუთრებით კალიუმს და კალციუმს) შეიცავს.
მწვანე ფერის პროდუქტებში ბევრი უჯრედისა, რომლეიც კუჭის და ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. ისინი იმუნურ სისტემას აძლიერებენ, ქოლესტერინის დონეს არეგულირებენ და გულს აჯანსაღებენ.
დიეტის დროს ნებადართულია ყველა მწვანე ფერის კომბოსტო, ბარდა, ხახვი, ვაშლი, კივი, ავოკადო, ლობიო და ყაბაყი. საკვებში დიდი რაოდენობით დაამატეთ ოხრახუში, ქინძი, ბაზილიკა, ორეგანო, პიტნა ან ბარამბო. გარდა ამისა, შეგიძლიათ სალათის ფურცლებისა და ისპანახისგან სხვადასხვა კერძები მოამზადოთ.
დიეტის წესები
დიეტა რომ ეფექტური იყოს, შემდეგ წესები უნდა დაიცვათ:
1. ორივე ფერის პროდუქტის ჯგუფი შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით და ნებისმიერ დროს მიირთვათ.
2. პროდუქტები როგორც ნედლი, ასევე მომზადებული სახით, ცალ-ცალკე ერთად ან სალათებში, წვნიანებში და ა.შ. მიირთვათ.
3. დიეტა 2 კვირაზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
4. მხოლოდ მწვანე და ბალახების ან ჰიბისკუსის ჩაი დალიეთ.
5. “ფერადი“ პროდუქტების გარდა დღის განმავლობაში ნებადართულია მცირე რაოდენობით შავი პურის, კვერცხის ან 100 გრ სოკოს, 30 გრ ყველის ან 200 მლ რძის, 2 ს/კ ზეთის ან არაჟნის და ერთი კუბიკი შავი შოკოლადის მიღება.
დიეტას შემდეგი გაუმჯობესება მოჰყვება:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა დარეგულირდება და სტაბილური გახდება;
- ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება;
- „ცუდი“ ქოლესტერინის დონე დარეგულირდება;
- სიმსივნით დაავადების რისკი შემცირდება;
- ორგანიზმი მავნე წიდებისგან გაიწმინდება;
- წონაში მნიშვნელოვნად დაიკლებთ, მინიმუმ 7 კგ-ს;
დიეტის დაწყების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ და გაარკვიეთ, რომ საკვების ასეთ შეზღუდვაზე უკუჩვენება არ გაქვთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ღარიბული რაციონის გამო შეიძლება დაღლილობა და ძილიანობა იგრძნოთ, ამიტომ დიეტა დასვენების ან ნაკლებად დატვირთულ პერიოდში დაიწყეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.