ჯანმრთელობა
დიეტა ნახშირწყლების გარეშე
დიეტა ნახშირწყლების გარეშე – ყველაზე ეფექტური და პოპულარული დიეტაა. არსებობს მოსაზრება, რომ ნახშირწყლებზე უარის თქმა ძალიან რთულია, ამის გამო კი დიეტის ბოლომდე დაცვა დიდ სირთულკესათნ არის დაკავშირებული. თუმცა თუ ყურადღებით მიყვებით ამ დიეტის წესებს – კვირაში 7 კილოგრამის დაკლებას შეძლებთ! რატომ აქვს ამ დიეტას ასეთი შთამბეჭდავი შედეგი?! ასეთი დიეტის დროს ორგანიზმი ბევრ ცილას, ბოჭკოსა და სასარგებლო ცხიმებს იღებს, ეს ყველაფერი კი ყოველდღიურ რაციონში ნამდვილად გვაკლია!
დიეტა ნახშირწყელბის გარეშე
ასეთი დიეტის დროს ორგანიზმი აღარ იღებს ნახშირწყლებს და შესაბამისად დაგროვილი ცხიმების წვას იწყებს. ასეთი დიეტის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია და 1 კვირაში მინუსი 6 და მეტ კილოგრამს აღწევს. ამ დიეტას საფუძველი 90-იან წლებში ჩაეყარა, ის ე.წ. კეტო დიეტის მოდიფიკაციაა. კეტო დიეტა ექიმმა ჯიმ აბრახამმა თავისი შვილისთვის შექმნა. ექიმის ვაჟს ეპილეფსიის შეტევები ემართებოდა, კეტოდიეტა კი მას შეტევებთან გამკლავებაში ეხმარებოდა.
რეკომენდაციები
ამ დიეტის დროს აუცილებლად აკონტროლეთ მარილისა დ ასითხის რაოდენობა. დალიეთ ჩვეულებრივი წყალი. რაც შეეხება მარილს – ასეთი დიეტის დროს ის ჩვეულებრივზე ოდნავ მეტი უნდა მოიხმაროთ. დალიეთ დღეში 1-2 ჭიქა ბულიონი, რომელსაც ჩვეულებრივზე მეტ მარილს მოაყრით.
ხემსი
იმსითვის რომ შიმშილის გამო, დიეტა არ დაარღვიოთ, სულ გქონდეთ წასახემსებლად მაგრად მოხარშული კვერცხი, სტაფილო ან უშაქრო იოგურტი.
სპორტი
იმისთვის, რომ დიეტამ კარგი შედეგი გვაჩვენოს აუცილებელია ყოველდღე ფიზიკური დატვირთვებით დაკავდეთ. ისეირნოთ ველოსიპედით, ირბნინოთ, იცურაოთ, ისეირნოთ, ივარჯიშოთ ტრენაჟრებზე. რაც მეტია ფიზიკური დატვირთვა მით სწრაფ შედეგს მიიღებთ!
დაშვებული პროდუქტები დიეტის დროს
ასეთი დიეტის დროს დაშვებული პროდუქტების სია საკმაოდ მრავალფეროვანია! მათი მეშვეობით საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუს შედგენა შეიძლება. გთავაზობთ დაშვებული პროდუქტების სიას, რომლებიც მაქსიმალური შედეგის მიღწევაში დაგეხმარებიან!
ხორცი: საქონლის ხორცი, ცხვრის, ღორის, ქათმის.
თევზი: ორაგული, კალმახი, ზღვის ქორჭილა და სხვები. მდინარის თევზი საუკეთესო ვარიანტია.
კვერცხი: ყველა ფრინველის.
ბოსტნეული: ისპანახი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო.
ხილი და კენკრა: ვაშლი, ფორთოხალი, მსხალი, მოცვი, მარწყვი.
თხილი და თესლი: ნუში, კაკალი, მზესუმზირა და სხვები.
რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით: ყველი, კარაქი,ცხიმიანი ნაღები, იოგურტი.
ცხიმები და ზეთები: ქოქოსის ზეთი, კარაქი, ზეითუნის ზეთი და თევზის ქონი.
ამ დიეტის დროს შეგიძლიათ შავი ყავა მიირთვათ რძის გარეშე, ღვინო და შოკოლადი. თუმცა მცირე დოზებით!
დიეტა ნახშირწყლების გარეშე: კვირის მენიუ
ჩვენ მთელი კვირის მენიუ შევადგინეთ, ეს ეფექტურად გახდომაში დაგეხმარებათ. თითოეულ დღეში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობა 50-ს არ აღემატება.
ორშაბათი
საუზმე: ომლეტი სხვადასხვა ბოსტნეულით, კარაქში ან ქოქოსის ზეთში შემწვარი.
სადილი: იოგურტი მოცვით და ერთი მუჭა ნუში.
ვახშამი: ჩიზბურგერი პურების გარეშე, ბოსტნეულით და სალსას სოუსით.
სამშაბათი
საუზმე: ბეკონი და კვერცხი.
სადილი: ჰამბურგერი პურის გარეშე და მწვანე ბოსტნეული.
ვახშამი: ორაგული კარაქით და ბოსტნეულით.
ოთხშაბათი
საუზმე: კვერცხი და ბოსტნეული შემწვარი კარაქში ან ქოქოსის ზეთში.
სადილი: კრევეტების სალათი ზეითუნის ზეთით.
ვახშამი: გრილზე შემწვარი ქათამი ბოსტნეულით
ხუთშაბათი
საუზმე: ომლეტი სხვადასხვა ბოსტნეულით, შეწვით კარაქში ან ქოქოსის ზეთში.
სადილი: კოქტეილი: ქოქოსის რძით, კენკრით, ნუშითა და პროტეინის ფხვნილით.
ვახშამი: სტეიკი და ბოსტნეული.
პარასკევი
საუზმე: ბეკონი და კვერცხი.
სადილი: ქათმის სალათი ზეითუნის ზეთით.
ვახშამი: ძროხის სტეიკი ბოსტნეულით.
შაბათი
საუზმე: ომლეტი სხვადასხვა ბოსტნეულით
სადილი: იოგურტი კენკრით, ქოქოსის ბურბუშელით და ერთი მუჭა ნიგვზით.
ვახშამი: ხორცის ბურთულები ბოსტნეულით.
კვირა
საუზმე: ბეკონი და კვერცხი.
სადილი: კოქტეილი ქოქოსის რძით, სქელი ნაღების წვეთით, პროეტინის ფხვნილითა და კენკრით.
ვახშამი: გრილზე შემწვარი ქათმის ფრთები უმი ისპანახით.
დიეტა ნახშირწყლების გარეშე: რისკები
მართალია ადამიანთა უმეტესობისთვის ამ დიეტას არანაირი რისკი არ გააჩნია, თუმცა ადამიანთა ზოგიერთმა ჯგუფმა ის მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ შეიძლება დაიცვას:
- დიაბეტის მქონე და ინსულინზე მყოფმა დამიანებმა
- მაღალი წნევის მქონე ადამიანებმა
- ორსულებმა და ლაქტაციის პერიოდში არსებულმა დედებმა
- თირკმლის დაავადების მქონეებმა
- მოზარდებმა
უბრალო რეცეპტები ამ დიეტისთვის
კვერცხი და ბოსტნეული, შემწვარი ქოქოსის ზეთზე
ინგრედიენტები: ქოქოსის ზეთი, ახალი ბოსტნეული ან გაყინული ბოსტნეულის ნარევი (სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, მწვანე ლობიო), კვერცხი, სუნელები და ისპანახი – სურვილისამებრ.
ინსტრუქცია:
1. დაასხით ტაფაზე ქოქოსის ზეთი და ჩართეთ ქურა
2. დაყარეთ ბოსტნეული, თუ გაყინულ ბოსტნეულს იყენებთ, რამდენიმე წუთი დაელოდეთ მათ გალღობას.
3. დაუმატეთ 3-4 კვერცხი
4. მოაყარეთ სუნელები ან უბრალოდ მარილი და პილპილი
5. დაუმატეთ ისპანახი სურვილისამებრ
6. წვით მომზადებამდე
შემწვარი ქათმის ფრთები მწვანე და სალსას სოუსებით
ინგრედიენტები: ქათმის ფრთრები, სუნელები, მწვანილი და სალსას სოუსი
ინსტრუქცია:
1. ქათმის ფრთებს სუნელები წაუსვით (თქვენი გემოვნებით)
2. მოათვასეთ ქურაში და 180−200 ° C ტემპერატურაზე დაახლოებით 40 წუთი წვით, სანამ კანი არ გაყავისფერდება.
3. მიირთვით მწვანილითა და სალსას სოუსით
ჩიზბურგერი ნახშირწყლების გარეშე
ინგრედიენტები: კარაქი, ძროხის ფარში, ყველი ჩედერი, ყველი, სალსას სოუსი, სუნელები და ისპანახი
ინსტრუქცია:
1. კარაქი ტაფაზე დადევით და აანთეთ ცეცხლი
2. ფარშისგან კატლეტები გააკეტეთ და ტაფაზე მოწვით, დაუმატეთ სუნელები.
3. გადაატრიალეთ კატლეტები და ბოლომდე შეწვით ისინი
4. დაუმატეთ რამდენიმე ნაწერი ჩედერის ყველი და ჩვეულებრივი ყველი კი ზემოდან დაადეთ
5. შეამცირეთ ცეცხლი და ტაფას თავი დაახურეთ. დაელოდეთ ყველის დადნობას.
6. მიირთვით უმ ისპანახთან ერთად. თუ გსურთ შეგიძლიათ მწვანილს ტაფაზე არსებული ცხიმი მოასხათ.
7. ჰამბურგეს ცოტაოდენი სალსას სოუსი დაუმატეთ.